ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

0
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა
#image_title

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია. 

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.

„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა. პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ. სასახლე ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ სამუშაოების შედეგად, ყველაფერი მოწესრიგებულია.

ძალიან მიხარია, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ რეაბილიტირდა. აღნიშნულ ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.​

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დაიხარჯა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

#drpkhakadze

მაქმანებიანი სახლი გუდიაშვილის მოედანზე – ეს ულამაზესი სახლი აღა-მაჰმად- ხანის მიერ დანგრეული და შემდგომ აღდგენილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა

0
მაქმანებიანი სახლი გუდიაშვილის მოედანზე.
ეს ულამაზესი სახლი აღა-მაჰმად- ხანის მიერ დანგრეული და შემდგომ აღდგენილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა. მას აქვს კამაროვანი სარდაფი ,რომელიც სახლზე ბევრად ძველია.
მე -19 საუკუნეში შენობა იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო მოსამსახურეების შტაბი. სარდაფში იყო ჰაუპტვახტი. 1838 წელს ამ შენობაში ან ცხოვრობდა ან ,ზოგი ვერსიით , ჰაუპტვახტში იჯდა მიხეილ ლერმონტოვი. სწორედ ამ ფაქტის გამო იმ ქუჩას, სადაც ახლა ეს სახლი დგას 1900 წელს დაერქვა ლერმონტოვის ქუჩა ( ადრე მთის ქუჩა ერქვა) .
შენობის მარჯვენა ვიტრაჟებიანი ნაწილი 1830 წელს აშენდა, ხოლო მარცხენა – 1850 წელს. სახლს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხის ჭვირული აივანი აქვს, აღმოსავლური ორნამენტებით.იმ პერიოდში სახლი იმპერიალისტურმა მთავრობამ ქართველ ხელოსნებს აღადგენინა.
ამ შენობაში დიდი ხნის განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” რედაქცია. გაზეთი გამოდის 1931 წლიდან.
მაქმანებიანი სახლი გუდიაშვილის მოედანზე.
გუდიაშვილის 2.

ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა

0
ზაფხცულის ფესტივალი

ბათუმში ორდღიანი „ზაფხულის ფესტივალით“ ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები „მგზავრები”, „სალიო”, „კახაბერი და ხანუმები”, „ურსა”, „სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ.

„ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ფესტივალი დრამების შოუთი და კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ ფესტივალში ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ჭაჭუნას ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს

0

ჭაჭუნას ეროვნული პარკი  საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ივრის ორივე ნაპირს 70 კმ-ის მანძილზე მიუყვება.

მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით საინტერესო ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით

0
სურამი — დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბიჯნისი, დიდი ბეკამი, ზეკოტა, პატარა ბეკამი, ურთხვა). მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე

ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.

სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებიდა ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული

ჰეშკილის ქოხები

0

ჰეშკილის ქოხები

ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფელ ჰეშკილში რამდენიმე ქოხია, რომელთაგანაც ერთ-ერთი პირდაპირ ხეზეა განთავსებული, ზუსტად ისე როგორც ზღაპრებში. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ეს ნომერია.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…

0
მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ციხე-ქალაქი კვეტერა – კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც

0
ციხე-ქალაქი კვეტერა - კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც
paata.ge photography

ციხე-ქალაქი კვეტერა. ახმეტა. კახეთი

კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა – თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე.

შეიძლება იყოს ბალახი და გოლფის მოედანი გამოსახულება

ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და გუმბათოვანი ეკლესია. წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება. კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ.

წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო.

შეიძლება იყოს მთა გამოსახულება

კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

paata.ge photography

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საყურადღებო ინფორმაცია – ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება

0
საყურადღებო ინფორმაცია - ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
#image_title

 ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.

მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.

„წლებია არსებობს პრობლემა საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა მიკროავტობუსების მონაწილეობით, შედარებით ნაკლები იყო ავტობუსების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ევროდირექტივები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, არის სიჩქარესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები, ერთ-ერთი არის სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის ქონა.

ასევე, ვიცით, რომ ტაქოგრაფებიც უნდა ჰქონდეთ. ეს არის ე.წ. სისტემა, რომელიც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აყენია და პატრულს შეუძლია 30 დღის განმავლობაში ამოიღოს მონაცემები და ნახოს, სად გადააჭარბა მძღოლმა სიჩქარეს, დაისვენა თუ არ დაისვენა და ა.შ. ეს სიჩქარის შემზღუდავები იქნება ტაქოგრაფთან ერთად,“ – აღნიშნავს იზორია.

რაც შეეხება ვადებს, იზორიას თქმით, ტაქოგრაფებისა და სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენების ვალდებულება, 2025 წლიდან ავტოსადგურების რეგულაციების ამოქმედების პარალელურად განხორციელდება.

„მისასალმებელია მსგავსი რეგულაცია, რადგან ყველგან არ არის ვიდეო კონტროლი და ყველგან ვერ ხდება მონიტორინგი, ზოგიერთი ადგილი, ფაქტობრივად, დაუფარავია პატრულის მიერაც და ასეთ გზებზე მხოლოდ კრიმინალური პოლიციის მიერ ხდება აღსრულება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მსგავსი მოწყობილობები იყოს და კონტროლი ხორციელდებოდეს.

რეგულაცია ვრცელდება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ. რეგულაცია იმოქმედებს ნებისმიერ მანძილზე მოძრავი ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება ვადებს, წესით უკვე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ დროში იგვიანებს. წესით 2025 წლიდან ავტოსადგურების და სხვა რეგულაციები რომ შევა ძალაში, მაშინ მაინც ამოქმედდება,“ – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში

0
ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში
#image_title

ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის სამხრეთით, 6 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე, ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.

თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის – ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმინდის მონასტრად.
როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო.
თავისი მოძღვარის მხარში მდგომელი მისი საქმიანობის პირველ დღეებიდანვე.
არქეოლოგიური მონაცემებით ფოთოლეთის ეკლესია XVI საუკუნის დასასრულს წყვეტს ფუნქციონირებას, უკაცრიელდება და დავიწყებას ეძლევა ტაძრის ძველი სახელწოდებაც.
დრო-ჟამისგან განადგურებულ და დანგრეულ ეკლესიას 2004 წელს გამოუჩნდა პატრონი, ბავშვობიდან ფოთოლეთის ტაძრის ნანგრევებთან მლოცველი ზაზა ბლიაძე, რომელიც მონასტრის აღდგენაზე სიყრმიდანვე ოცნებობდა.
საქართველოს კათოლიკოსს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, ქტიტორისადმი ეპარქიის მღვდელმთავრ მეუფე სერსფიმეს(ჯოჯუა), არქიმანდრიტ ფოკას(მარკოზია), ამავე ეპარქიის სასულიერო პირების თანადგომით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ფასდაუდებელი შრომით 2010 წელს დასრულდა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, რასაც მასთან მისასვლელი 6 კმ-იანი გზის გაჭრასთან ერთად 6 წელი დასჭირდა.
ამ პერიოდშივე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრებიც, რომლის დროსაც უძველესი ძვალთსაცავი, სხვადასხვა პერიოდის ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები, VII-VIII საუკუნეების საცეცხლური (ანალოგი კოპტურ ეგვიპტეში აღმოჩენილი ბრინჯაოს უძველესი საცეცხლურებისა) გამოვლინდა.
დამზადდა ზუსტი ასლი ჯერ კიდევ 1939 წელს სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილ კანკელისა ( X საუკუნე. ფრაგმენტები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს მუზეუმში) და ა.შ.
გაუკაცრიელებული, მივიწყებული ტაძრის აღდგენასთან ერთად აღდგა სამონასტრო ცხოვრება.
აშენდა და კეთილმოეწყო მონასრის სატრაპეზო და კელიები.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
წყარო: fotoletis monasteri
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.