ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება პარლამენტის ყოფილ შენობაში. ეს პროექტი საქართველოს ინოვაციური ტურიზმის ახალ მიმართულებას განსაზღვრავს.

როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ 2025 წლის შემოდგომაზე, ქალაქ ქუთაისში გაიხსნას საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ ამ პროცესის შესახებ  ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამჭვირვალედ და პერიოდულად მიაწოდოს  საზოგადოებას”- ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, უკვე დასრულებულია  დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა, ასევე  აქტიურ ფაზაშია გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მასშტაბური რეაბილიტაცია, განახლებული ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, ინტერაქციული სამეცნიერო/ტექნოლოგიური მუზეუმის მოწყობის პროცესი და ა.შ.

„რაც შეეხება ხელოვნურ ტბას, ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება.  მოგეხსენებათ, რომ გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონერია საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა, აქედან გამომდინარე, ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი.  ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა” – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისივე განცხადებით, შენობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურა და უჟანგბადობა, შესაბამისად,  კასრაძის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არამარტო შენობის გაგრილების სისტემის სრული რეაბილიტაცია, არამედ ახალი სიმძლავრეებისა და იატაკის გაგრილების დამატება.

- Advertisement -
Ad imageAd image

„გამოცდილი არქიტექტურული ჯგუფი მუშაობს შიდა ინტერიერის განახლებულ დიზაინზე,  დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ხაზგასასმელია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა – მუზეუმი, რომლისთვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ  უკვე შეიძინა 50-მდე ექსპონატი, პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს” – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

READ  დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით...

როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი | შენი დასვენება

როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი | შენი დასვენება

როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი | შენი დასვენება

#drpkhakadze #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი. 20 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/როგორი-იქნება-ქუთაისის-ტ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network