კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე) მდებარეობს თბილისში, დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება.
ქოროღლის ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აქ IX საუკუნეში აუგიათ.
გადმოცემის მიხედვით ციხეს უწინ „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისათვის ,,აზეულას“ ციხეს უწოდებნენ(ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ციხეს ამ სახელით). როგორც ავღნიშნეთ, ციხეს ძველად აგარათა ციხე ერქვა, გამომდინარე იქიდან, რომ წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს წარსულში აგარები ერქვა. აგარებზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა.
რაც შეეხება სახელწოდება ქოროღლის, იგი უფრო მოგვიანებით XVIII-საუკუნეში გაჩნდა. მის შესახებ არსებობს ასეთი თქმულება: თურმე ქოროღლი ერთ კაცს ერქვა, ეს კაცი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა. მამა ბრმა ჰყოლია და ამიტომ ქოროღლის ანუ ბრმის შვილს ეძახდნენ. აზერბაიჯანულად ქორ– ბრმას ნიშნავს. ამ კაცს თავის ქვეყანაში რაღაც დაუშავებია, გამოქცეულა და თავი ,,აზეულას” ანუ კოკრის ტყისათვის შეუფარებია, ამბობენ განდევნილად ცხოვრობდა, ახლოს არავის იკარებდაო და ბოლოს ეს ამაყი და უკარება ადამიანი მიუდგომელი ციხის ქარაფიდან გადაეშვაო.
როგორც ყველა ქართული ისტორიული ციხე-სიმაგრე კოჯრის ციხეც მრავალი შემოსევის და დარბევის მომსწრეა. იგი 1113 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო. 1123 წელს დავით აღმაშენებელმა ეს ციხე ორბელს უწყალობა. 1177წ. ქოროღლის ციხე დემნა ბატონიშვილის და იოანე ორბელის შეთქმულების ბუდე იყო.
გადმოცემის მიხედვით ამ ციხეში გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფეც. იგი დიდებულთა და წარჩინებულთა თანხლებით თურმე ნაჭარმაგევსა მდგარა, როდესაც ,,გამოჩნდა სენი გამაოვრებელი ჩუენი”, რომელიც დღითიდღე მძიმდებოდა. ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევითაგან ,,წამოიყვანეს კუბოთა ტფილისს” (კუბო,ეს არს ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი აქლემთა ასაკიდებელი ვინა ხელით სატარებელი). ვერ შეუმსუბუქეს ავადმყოფობა, პირიქით, ,,დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო’’ და წამოიყვანეს აგარათა ციხესა და დიდებული თამარ მეფე გარდაიცვალა.
1488 წ. იაკუბ ყაენის მიერ გამოგზავნილმა ლაშქარმა დიდად დააზიანა კოჯრის (აგარანის) ციხე. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, თურქმანთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა გამანადგურებელი ცეცხლი დაუშინა ქართველ მეციხოვნეებს, რომელთაც მაშველი ძალა არ ჰყავდათ. მეციხოვნეებმა ღამით უჩუმრად დატოვეს ციხესიმაგრე. “ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათართა, ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა იპოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს” (ქართლის ცხოვრება). აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი – თოფი “ქართლის ცხოვრებაში” პირველად ამ ბრძოლასთან დაკავშირებითაა მოხსენიებული.
1625 წ. სოფ. მარაბდასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს.
ზეპირი გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა.
კოჯრის ციხეს უკავშირდება საქართველოს იტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტიც, სწორედ კოჯრის ციხის მიდამოებში იყო უკანასკნელი ბრძოლები 1921 წელს რუსეთის 11 არმიასა ქართველ იუნკერებს შორის. ამ მიდამოებს ეხლაც ეტყობა ბრძოლის კვალი. 1989 წლამდე ქოროღლის ციხესთან დიდი ლოდი იდო, რომელზეც საქართველოში რუსეთის 11 არმიიის შემოსვლა იყო აღბეჭდილი, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ პატრიოტმა ახალგაზრდებმა ეს ქვა ღრმა ხევში გადააგორეს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება. 6 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/კოჯრის-ციხიდან-დიდი-სივრ/
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%af%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0/
shenidasveneba.ge
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
კახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზეყაზბეგი — 2-დღიანი მთის მოგზაურობა€390 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზექუთაისი და დასავლეთ საქართველო — 3 დღე€690 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314