კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ არის თვითმფრინავების უმეტესობა თეთრად შეღებილი?

0
რატომ არის თვითმფრინავების უმეტესობა თეთრად შეღებილი?
#image_title

საღებავის თეთრი ფერი ფულს ზოგავს! ფრენის დროს, თვითმფრინავები ცხელდებიან მზისა და ბორტზე არსებული მრავალი ტექნიკური მოწყობილობის გამო. რაც უფრო თბილია თვითმფრინავი, მით მეტი ენერგია უნდა დაიხარჯოს გაგრილებაზე. ეს ნიშნავს: მეტი საწვავის მოხმარებასა და მეტ ხარჯს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

საღებავის მუქი საფარი პრობლემას მხოლოდ გააუარესებს, რადგან მუქი ფერი მზის სხივებს მაგნიტივით იზიდავს. შედეგი: კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა თვითმფრინავის გაგრილებაზე, რაც კიდევ უფრო დიდ ხარჯებს უდრის.

სწორედ ამიტომ ირჩევენ ავიაკომპანიები თეთრ ფერს. საღებავი ისხლეტს მზის სხივებს და ინარჩუნებს თვითმფრინავს უფრო გრილად. ეს საშუალებას იძლევა, საწვავის მოხმარება ნორმის ფარგლებს არ გასცდეს და ხარჯები გაკონტროლდეს. ამიტომ, ავიაკომპანიების უმეტესობა მუქ საღებავს არ იყენებს.

მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა

0

მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტა ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს.

მდინარეების ხრამი და მართალხევი დათევზიანების პროცესში მონაწილეობა, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე

0
როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე
#image_title

როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე.

26 სექტემბრიდან, დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 26-ში დღის მეორე ნახევრიდან, 2 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, 28 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს.

30 სექტემბრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, 2-3 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა.

დედაქალაქს რაც შეეხება, 28 გრადუსი ფიქსირდება. 30 სექტემბრის ჩათვლით, 3-4 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა.

2 ოქტომბრამდე, საქართველოში უმეტესად თბილი ამინდები იქნება.

ადგილი,სადაც პირველად დაბინავდა წმინდა ნინო, ამ ადგილას წყარო წამოვიდა…

0

მცხეთაში, ეს არის ადგილი,სადაც პირველად დაბინავდა წმინდა ნინო,
ამ ადგილას წყარო წამოვიდა, რომელიც დღემდეა და განკურნების ძალა აქვს, სახელად „ძუძუს წყარო”, რადგან წყალს დედის რძის გემო აქვს.
ასევე დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი,რომელიც სითბოს გამოყოფს.
სიმშვიდე მოგვმადლოს ჩვენი წმინდანების მადლმა, შეგვეწიოს უფალი და დედა ღვთისა, შეგვეწიოს წმინდა ნინო და მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის მადლი.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორი იქნება ახალი ზოოპარკი…

0
როგორი იქნება ახალი ზოოპარკი.
სპეციალური შენობა ჟირაფებისთვის, აუზი ბეჰემოთებისთვის და ვოლიერები დიდი კატებისთვის

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

20- 21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:

🌦 ქ. თბილისში  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი. 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +15, +18 გრადუსამდე მომიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 20 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 21 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):  20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

🔗 ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა

0

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი – არჩილ ერისთავი – გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.

რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

ეპიდურალური ინიექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.

რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?

  • ხერხემლის არხის სტენოზი
  • რადიკულოპათია
  • ხერხემლის დისკის თიაქარი
  • ხერხემლის დეგენერაცია
  • წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი

როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?

ინიექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინიექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.

როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.

პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.

პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედს.

თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

Web: https://www.neurosurgeon.ge/ka

არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

0
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა
#image_title

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია. 

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.

„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა. პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ. სასახლე ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ სამუშაოების შედეგად, ყველაფერი მოწესრიგებულია.

ძალიან მიხარია, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ რეაბილიტირდა. აღნიშნულ ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.​

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დაიხარჯა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

#drpkhakadze

მაქმანებიანი სახლი გუდიაშვილის მოედანზე – ეს ულამაზესი სახლი აღა-მაჰმად- ხანის მიერ დანგრეული და შემდგომ აღდგენილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა

0
მაქმანებიანი სახლი გუდიაშვილის მოედანზე.
ეს ულამაზესი სახლი აღა-მაჰმად- ხანის მიერ დანგრეული და შემდგომ აღდგენილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა. მას აქვს კამაროვანი სარდაფი ,რომელიც სახლზე ბევრად ძველია.
მე -19 საუკუნეში შენობა იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო მოსამსახურეების შტაბი. სარდაფში იყო ჰაუპტვახტი. 1838 წელს ამ შენობაში ან ცხოვრობდა ან ,ზოგი ვერსიით , ჰაუპტვახტში იჯდა მიხეილ ლერმონტოვი. სწორედ ამ ფაქტის გამო იმ ქუჩას, სადაც ახლა ეს სახლი დგას 1900 წელს დაერქვა ლერმონტოვის ქუჩა ( ადრე მთის ქუჩა ერქვა) .
შენობის მარჯვენა ვიტრაჟებიანი ნაწილი 1830 წელს აშენდა, ხოლო მარცხენა – 1850 წელს. სახლს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხის ჭვირული აივანი აქვს, აღმოსავლური ორნამენტებით.იმ პერიოდში სახლი იმპერიალისტურმა მთავრობამ ქართველ ხელოსნებს აღადგენინა.
ამ შენობაში დიდი ხნის განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” რედაქცია. გაზეთი გამოდის 1931 წლიდან.
მაქმანებიანი სახლი გუდიაშვილის მოედანზე.
გუდიაშვილის 2.

ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა

0
ზაფხცულის ფესტივალი

ბათუმში ორდღიანი „ზაფხულის ფესტივალით“ ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები „მგზავრები”, „სალიო”, „კახაბერი და ხანუმები”, „ურსა”, „სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ.

„ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ფესტივალი დრამების შოუთი და კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ ფესტივალში ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.