სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

0
რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ
#image_title

2025 წლის საახალწლო დეკორის ტენდენციები, სავარაუდოდ, შთაგონებული იქნება ეკოლოგიური და მინიმალისტური სტილით, რაც მიმდინარე ტრენდების გაგრძელებას წარმოადგენს. აქ არის რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს 2025 წლისთვის:

ტენდენციები 2025 წლისთვის

ნატურალური ფერები და მასალები

თბილი მიწისფერი ტონები: კრემისფერი, თიხისფერი, ხის ტონალობები.
ბუნებრივი მასალების გამოყენება, როგორიცაა ხე, ბამბა, სელის ქსოვილები და ჭრელი ქაღალდები.

მეტალის ელფერი

ოქროსფერი და ვერცხლისფერი აქცენტები ბუნებრივ ფერებთან კომბინაციაში.
როზგოლდის და შამპანური ტონები, რაც ფუფუნებასა და სიმყუდროვეს გამოხატავს.

ღია პასტელები და ნეიტრალური ფერები

მტვრიანი ლურჯი, ნაზი ვარდისფერი, სალბი მწვანე.
კომბინაციები თეთრთან ან კრემისფერთან.

მომავალი სტილის მინიმალიზმი

გეომეტრიული ფიგურები, თანამედროვე ფორმები და დახვეწილი ხაზები.
LED განათების ინოვაციური გამოყენება: ლურჯი და იისფერი განათებები, რაც ტექნოლოგიურ ატმოსფეროს ქმნის.

ეკო-დეკორი

ნარჩენების შემცირება და რეციკლირებული მასალების გამოყენება დეკორაციაში.
ცოცხალი მცენარეები და მინი ნაძვები ქოთნებში ნაძვის ხის ალტერნატივად.

ფუტურისტული დეტალები

მეტალის პრიზმები, ჰოლოგრაფიული მასალები, გამჭვირვალე დეკორაციები.
შერეული ტონალობები, რაც ასახავს თანამედროვე სტილის სინათლის თამაშს.

საყურადღებო ფერთა კომბინაციები 2025 წლისთვის

მწვანე და ოქროსფერი – მდგრადობა და ფუფუნება.
ნაცრისფერი და ვერცხლისფერი – დახვეწილი და ცივი, ზამთრის სტილი.
პასტელი და მეტალი – ბუნებრივი ელემენტები და ფუტურიზმი ერთიანობაში.

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები
#image_title

დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება.

2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.

კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:

CE – სატვირთო მისაბმელით;
DE – სამგზავრო მისაბმელით;
C1E – მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
D1E – სამგზავრო მისაბმელით.

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

0
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?
#image_title

28 თებერვალს შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მერკური იმ ექვს პლანეტას შეურთდება, რომლებიც ცაზე უკვე ჩანან, – წერს BBC-ი.

„შეხედეთ ცას ნათელ ღამეს იანვარსა და თებერვალში და თქვენ სიურპრიზი დაგხვდებათ. ექვსი პლანეტა – ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ღამით ცაზე მოჩანან. თებერვლის ბოლოს მათ შეურთდება მერკური – ეს იშვიათი პლანეტების მწკრივში განლაგებაა, რომელიც ცაში მოჩანს“, – წერია სტატიაში.

ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. მათი თქმით, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი საკმაოდ კაშკაშა პლანეტებია და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, მაშინ როდესაც ურანისა და ნეპტუნის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით არის შესაძლებელი.

„არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, რომ პლანეტებს შეუიარაღებელი თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა ჯენიფერ მილარდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, როდესაც პლანეტები თავისი ორბიტების მსგავს განლაგებაში აღმოჩნდნენ.

მეცნიერების ნაწილი გამოთქვავდა ვარაუდს, რომ პლანეტების ერთ მწკრივში განლაგებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დედამიწაზე, თუმცა უდიდესმა სამეცნიერო წრეებმა ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

0
რატომ გახდა მზე ცისფერი
#image_title

თითქმის 200 წლის წინ მზემ შეცვალა ფერი, რამაც გამოიწვია ორი წლის განმავლობაში უკიდურესად ცივი ამინდი მთელ მსოფლიოში. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ეს უცნაური ეფექტი ამოფრქვევის გამო მოხდა, მაგრამ მათ ზუსტად ვერ დაადგინეს რომელმა ვულკანმა გამოიწვია ეს, წერს IFLScience .

აღნიშნულია, რომ „იდუმალ ამოფრქვევას“ მოჰყვა ხანმოკლე სიცივე, რომელიც მოხდა 1831-1833 წლებში, რამაც შეამცირა საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1°C-ით.

ამის შესახებ გერმანელმა კომპოზიტორმა, ფელიქს მენდელსონმა 1831 წლის ზაფხულში ალპებში მოგზაურობისას დაწერა: „უდაბნოს ამინდი – ისევ წვიმდა მთელი ღამე და მთელი დილა, ზამთარივით ცივა, მახლობელ ბორცვებზე უკვე ღრმა თოვლია.”

ასევე 1831 წლის აგვისტოში, მთელი მსოფლიოდან დაიწყო ცნობები, რომ მზე გახდა „ლურჯი, იისფერი და მწვანე”. ეს ფენომენი, სავარაუდოდ, ვულკანური მტვრისა და გაზების გამო მოხდა, რომლებიც მზის შუქს უჩვეულო გზით ფანტავდა.

„იყო ვარაუდი, რომ ამოფრქვევა მოხდა ვულკან ბაბუიან კლაროზე, ფილიპინებზე ან ფერდინანდეას ვულკანზე სიცილიის მახლობლად, მაგრამ ახალმა კვლევამ სულ სხვა ტერიტორია გამოავლინა. მეცნიერებმა შეაგროვეს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ვულკანი ამოიფრქვა ზავარიცკის კალდერიდან დაუსახლებელ სიმუშირის კუნძულზე. ეს არის კურილის კუნძულების ნაწილი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიიდან არც თუ ისე შორს.

ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ ყინულის ბირთვის ნიმუშების გეოქიმიური ანალიზის გამოყენებით.

”ჩვენ გავაანალიზეთ ყინულის ქიმია ძალიან მაღალი დროის გარჩევადობით. ამან საშუალება მოგვცა ზუსტად გაგვეგო ამოფრქვევის დრო 1831 წლის გაზაფხულზე/ზაფხულის ჩათვლით, დავადასტუროთ, რომ ის ძალიან ფეთქებადი იყო, შემდეგ კი ნაცრის პაწაწინა ფრაგმენტები ამოგვეღო“,- თქვა ერთ-ერთმა მეცნიერმა.

მკვლევრები თვლიან, რომ თუ დღეს 1831 წლის მსგავსი ამოფრქვევა მოხდება, ის საკმაოდ დიდ აღშფოთებას გამოიწვევს.

🎥 თუშეთის ულამაზესი სოფლები – დართლო და კვავლო ❤

0
თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
#image_title

თუშეთის ულამაზესი სოფლები – დართლო და კვავლო

თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ

სალაშქროდ აღიჭურვეთ და თუშეთისკენ გაუდექით გზას. ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

🎥Paata Vardanashvili

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სახლი თბილისში, რომელიც ღვინით აშენდა – ნაგებობა 2015 წელს დაზიანდა, მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა – „ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო…“

0
სახლი თბილისში, რომელიც ღვინით აშენდა - ნაგებობა 2015 წელს დაზიანდა, მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა - „ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო...“
#image_title

მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.

აზარიანცი 35 წლისა იყო, ქალიშვილი რომ შეეძინა, რომელსაც თაქუი დაარქვა, რაც ქართულად „დედოფალს“ ნიშნავს.

შესაძლოა, თაქუი ერთადერთი ბავშვი არ იყო ოჯახში, მაგრამ მართლა დედოფალივით კი ექცეოდნენ. 22 წლისა იყო, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. გოგონა მძიმედ დაავადდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მელიქ აზარიანცმა შემოსავლიანი სახლი სწორედ გარდაცვლილი ქალიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ააშენებინა. არქიტექტორმა ნიკოლაი ობოლონსკიმ კარგად იცოდა დამკვეთის პირადი ტრაგედიის შესახებ და ამადაც შეამკო შენობა სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით…

სახლი თავისი ინფრასტრუქტურით უნიკალური გახლდათ, მდგმურების განკარგულებაში იყო: მაღაზიები, ფოტოსალონი, სადალაქო, დასასვენებელი ბაღი და მეფაიტონეთა სადგომი და რაც მთავარია, სახლი იმ დროისათვის უჩვეულო სიახლეებით იყო აღჭურვილი: ავტონომიური ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით. ამბობენ, წყლის რეზერვუარები შენობის გუმბათში იყო განთავსებულიო.

იმ პერიოდის თბილისში აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული, როცა მთავრობამ მას წყლის გადასახადი გაუძვირა. აზარიანცი ძალიან განაწყენდა მთავრობის უსამართლო მოთხოვნაზე და წყალზე საერთოდ უარი თქვა. იმ პერიოდში, ღვინო წყალზე უფრო იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან და თავისი სახლის მშენებლობა სწორედ ამ ღვინით დაასრულა.

ყველაზე საინტერესო კი შენობის სარდაფებია. მიწის ქვეშ უზარმაზარი გვირაბები ყოფილა, რომლებიც ამჟამად დალუქულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მდიდრებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, მელიქ აზარიანცი სარდაფში, თავის საიდუმლო ოთახ-სეიფში შესულა, რათა ძვირფასეულობა გამოეტანა. შემთხვევით სეიფის კარი გარედან ჩაკეტილა, არადა, იმ სეიფის არსებობა მის გარდა არავინ იცოდა. ზოგიერთები ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო შეეფერება სინამდვილეს. სხვა მილიონერებისაგან განსხვავებით, რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით დაკრძალეს.

ნაგებობა 2015 წელს დაზიანდა, მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

0

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

28 ნოემბრიდან ორმოცდღიანი საშობაო მარხვა იწყება – რა არის აკრძალული და დაშვებული

0
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო
#image_title

28 ნოემბრიდან ორმოცდღიანი საშობაო მარხვა იწყება

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

საშობაო მარხვის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში – ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში, საბა განწმენდილისა და ლეონ რომის პაპის ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

შობის მარხვა აღდგომის დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. ამ მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

0
#image_title

თბილისის ისტორიაში თითქმის ყველა ეპიზოდი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების ამბავი.

💥 როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

მთა­ვარ ქუ­ჩას წყნე­თის გზა წარ­მო­ად­გენ­და და მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყნე­თის ქუ­ჩაც ეწო­და, იგი და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან იწყე­ბო­და და წყნე­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუჩა 1867 წელს უკვე არ­სე­ბობ­და, XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუჩა და­ერ­ქვა და ამ სა­ხე­ლით არის და­ტა­ნი­ლი იმ დროს შედ­გე­ნილ თბი­ლი­სის გეგ­მებ­სა და რუ­კებ­ზე, ხოლო 1935 წელს ის ნიკო მა­რის ქუჩა გახ­და, 1950-იან წლებ­ში ცოტა ხანს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და, ხოლო 1957 წლი­დან მას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს, და­ბა­დე­ბი­დან 129 წლი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 50 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.
თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ვაკე, დე­და­ქა­ლაქს 1906 წლის იან­ვრი­დან შე­მო­უ­ერ­თდა. ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა კი XX ს. 20-იან წლებ­ში და­ი­წყო.
სახელწოდება გაჩნდა XIX საუკუნეში, ნიშნავს დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია.
თბილისის 1906 წ. გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი). შემდეგ გიმნაზიიდან მოშორებით აშენდა სასულიერო სემინარია ( ყოფ. მე-9 საავადმყოფო ), ხოლო ტერიტორია, რომელიც შემდგომში თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტს (მოგვიანებით, სპორტის აკადემია) ეკავა, კადეტთა კორპუსისათვის გამოიყო.
დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წ. ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად იგი ფართო ქუჩით გავიდა გმირთა მოედანზე, 1958 წ. კი გაყვანილ იქნა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).
არქივებში ინახება სა­გა­ზე­თო წე­რილ­ი,სადაც ვა­კე­ლე­ბის თხოვ­ნაა აღ­წე­რი­ლი. 1910 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში, ვა­კე­ლე­ბი ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.წინააღმდეგ შემთხვევაში წერდნენ რომ ისინი თბილისს გამოეყოფოდნენ. როგორც ჩანს, გამგეობამ შეასრულა მოთხოვნები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა და მისი არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი
ვაკელების თხოვნა მათი უბნის თბილისთან შეერთების შესახებ
ვაკის პარკი, სადაც ხეები ახალი დარგულია
1905 წელს აშენებული სასულიერო სემინარიის შენობა, რომელიც მერე მეცხრე საავადმყოფოდ გადაკეთდა
თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი
სასულიერო სემინარიის შენობა
სასულიერო სემინარია
თსუ
თსუ

წყარო: თბილისური სახლების ისტორია

#drpkhakadze #აქხარისხია

მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ

0
მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
ფოტო: AP

დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.

მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.

მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს – ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.

„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება – დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, – განაცხადა რაინჰარდმა.

ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.

კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.

კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, კაცობრიობას ერთი მილიარდი წელი აქვს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.