#image_title

ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით -28 საუკეთესო ადგილი სამეგრელოში

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით -28 საუკეთესო ადგილი სამეგრელოში

სამეგრელო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა დასავლეთ საქართველოში.

სამეგრელო მდებარეობს მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავს.

წყარო უცხოელი მოგზაურებისთვის: სამეგრელო G Tour-ზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ძირითადად კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით – იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით – გურიის რეგიონი.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამეგრელო-ზემო სვანეთის ფართობია 7,5 ათასი კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 10,8%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 330 761 ადაიანია. მხარეში შედის 498 დასახლებული პუნქტი – 9 ქალაქი, 1 დაბა და 487 სოფელი. მხარის მოსახლეობის 40,3% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 59,7% – სოფლებში. რეგიონში მაღალმთიან დასახლებებს (1000 მ-ზე ზევით) მიეკუთვნება მესტიის მუნიციპალიტეტის 136 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 1 სოფელი. მოსახლეობის 98,6% ეთნიკურად ქართველია. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 64 ადამიანს კვ.კმ-ზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედებს 9 ადმინისტრაციული ერთეული: ქალაქ ფოთის,  აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული, რომლის ადმინისტრაცია ქ. ზუგდიდშია განთავსებული. ქ. ზუგდიდი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული.

რეგიონის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატით, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი – სუბალპური და ალპური კლიმატით. რეგიონი მოიცავს კოლხეთის დაბლობს, რომელიც ხასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით და განიცდის შავი ზღვის ძლიერ გავლენას.

სამეგრელოს ჩრდილოეთით ესაზღვრება აფხაზეთი და სვანეთი, აღმოსავლეთით – ლეჩხუმი და იმერეთი, სამხრეთით – გურია, დასავლეთით კი შავი ზღვა. ის მოქცეულია მდინარეებს – ენგურს, რიონსა და ცხენისწყალს – შორის.

READ  ზაფხულში, როცა წყლის დონე მნიშვნელოვნად იწევს დაბლა, შეგიძლიათ დაინახოთ 25 მეტრის სიგრძის გამოქვაბულის შესასვლელი.

სამეგრელო დაყოფილია მუნიციპალიტეტებად: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი. ქალაქი ფოთი საპორტო ქალაქია.

ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამეგრელოში ღამისთევა შესაძლებელია სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში. ისინი მრავლადაა ანაკლიაში, ფოთში, ზუგდიდსა და მარტვილში; ანაკლიის, მარტვილისა და ლებარდეს რელიეფი ხელსაყრელია კარვის გასაშლელადაც; კოლხეთის ეროვნულ პარკში კი ტურისტებისთვის სპეციალური კოტეჯებიც დაგხვდებათ.

სამეგრელოში თქვენ ნახავთ:

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

პატარა ტობა (ოხოჯეს ტობა)

დიდღალიშ ტობა

კალალიშ ტობა

კოლხეთის ეროვნული პარკი

კაცობურის აღკვეთილი

ინწრას ჩანჩქერი

პალიასტომის ტბა

მარტვილის კანიონი

ნოქალაქევი

დადიანების სასახლე

დადიანების რეზიდენცია სალხინოში

ჭყონდიდის ეპარქია

ცაიშის საკათედრო ტაძარი

კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

ხობის მონასტერი

სქური

ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი

აბედათის ციხესიმაგრე და ეკლესია

რუხის ციხე

ეკის მონასტერი

ნოჯიხევის რვააფსიდიანი ეკლესია

ანაკლია

კურორტი მენჯი

ლებარდე

მუხური – ლუგელა

ცაიში

ჭკადუაში

ელარჯს ისე ვერსად ამზადებენ, როგორც სამეგრელოში.

გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება

იხილეთ ასევე

READ  გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.