#image_title

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. შეკვეთილში არის გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.

შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. შეკვეთილში არის „მუსიკოსთა პარკი.“

იგი მუდამ თავს იწონებს ზღვისა და ტყის არაჩვეულებრივი სინთეზით, სუბტროპიკული ჰავით და მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით.

კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე.

ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეკვეთილში არის გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.

კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. შეკვეთილის მაგნიტური ქვიშა არაერთი დაავადების საპრევენციო საშუალებას წარმოადგენს.

შეკვეთილი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავდება ფიჭვნარის კორომით. ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილური, სურნელოვანი და სუფთაა, მდიდარია ოზონით. ოზონის მიღებისას კი ადამიანი სიძლიერესა და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადება აწუხებს.

#drpkhakadze

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა - ყველაზე მძიმე ისტორიის დრამატული კადრები
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის