ბორჯომის ხეობა უნდა მოიარო და ყველა სოფლის ჰაერი ჩაისუნთქო. თითოეულ სოფელს აქვს განსხვავებული სამკურნალო თვისებები, ქვენს წინაშეა უნიკალური კურორტი მზეთამზე.
კურორტ ცემისაგან განსხვავებით აქ შედარებით მშრალი ჰავაა, წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტს უნიკალურობას მისი განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნების გარდა, ისტორიული არტეფაქტებიც ანიჭებს.
სოფლის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ადგილობრივების გადმოცემით, ერთ-ერთი ნადირობის დროს, მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ, როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა “მზეთამზეაო”.
თუმცა ისტორიული ფაქტები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები მეორე ვერსიას ადასტურებს. 1980-იან წლებში მზეთამზეში განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რიტუალური სამარხები, რომლებშიც ქალები ემბრიონის პოზაში იყვნენ დამარხულნი და მუცელზე მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები ჰქონდათ დამაგრებული. აღნიშნული არტეფაქტები, ამჟამად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სპეციალისტების მოსაზრებით, სამარხები 3500 წლის წინანდელია და მზის თაყვანისცემის პერიოდს ემთხვევა.
ბორჯომისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე ასეთი 25 დისკოა აღმოჩენილი. დისკოები ეკეთათ ქურუმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებული წინასწარმეტყველების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული. არსებობს მომსაზრება, რომ ეს დისკოები გარკვეულ ასტრონომიულ ცოდნასაც განასახიერებდნენ. კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. ზემო და ქვემო მზეთამზე დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, გარშემორტყმულია მაღალი მთებით.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
მარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზესაქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზეყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314