#image_title

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

პროფ. გიორგი ფხაკაძე

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი თავისი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხემცენარეა წარმოდგენილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მცენარეთა ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს.
დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. მთლიანად პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

სწორედ ამიტომ ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

პარკი ხელოვნურად არის გაშენებული, სადაც ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილს შორის არსებული ტერიტორიაა, რომელსაც სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ.

ტერიტორია, სადაც ახლა პარკია გაშენებული, ჭაობით იყო დაფარული. პარკში თავმოყრილია უნიკალური ჯიშის ხეები ხეები საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან: კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და ევკალიპტი და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები. გაშენებულია ბამბუკის ტყეც. იმისთვის, რომ ვიზიტორმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, სპეციალური ბანერებია განთავსებული. ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება. სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელებული ხე-მცენარეების გარდა დენდროლოგიურ პარკში ქართული ჯიშის მუხა, ნეკერჩხალი და წიფელია წარმოდგენილი. პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

READ   საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსიდან ყველაზე ძველი უფლისციხეა

დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში. 13 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/დენდროლოგიური-პარკი-გამო/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network