xr:d:DAGCd9ubXew:24,j:8285922357515274129,t:24041511

თბილისის ეროვნული პარკი – მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

ეროვნული პარკის  ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია  დაათვალიეროს  ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, ასევე გაათიოს ღამე საკარვე ბანაკებში ან იცხოვროს მცხეთის სასტუმროებში და ისარგებლოს მათი სერვისით.

პარკის ტერიტორიაზე  მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. პარკიდან ჩანს საგურამოს ქედი, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფ. ვეჯინის ნასახლარები,VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოსჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრის და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით,  ჯვრის მონასტერი,  ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიანი კალთები მრავალი ისტორიულ -კულტურული ძეგლებითა მოფენილი მათ შორის აღსანიშნავია :ქასურის საყდარი,აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი

თბილისის — დეტალები

თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობსთბილისის და მცხეთის სიახლოვეს, პარკი უშუალოდ აკრავს ქ. თბილისს.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ამ წყლის ხშირი მოხმარება ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ააქტიურებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის