კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

0
ავიაკომპანია British Airways ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
#image_title

British Airways-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა – ავიაკომპანია ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.

British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.

British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

0
xr:d:DAGCM3-jyck:6,j:4846297837887356034,t:24041212

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის ბოტანიკურ ბაღს, იაპონური ბაღის მიმდებარედ ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.

„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების – „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება. დამთვალიერებელს დახვდება იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაი, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმეების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული თემატური ნახატების გამოფენა გაიმართება. ღონისძიება კინცუგის – დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერკლასით დასრულდება.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეოთხედ იმართება.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის

0
ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის
#image_title

ძამის ხეობა შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის

ძამის ხეობა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  მდინარე ძამა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე იღებს სათავეს და დაბა აგარაში მტკვარს უერთდება. მდინარის სიგრძე 42 კმ-ა. იგი შესანიშნავი ადგილია როგორც ლაშქრობისა და ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებულთათვის.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს.

ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ მოგზაურებს აქ 60-ამდე ისტორიული ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, კოშკები და ბუნებრივი ძეგლები ელოდებათ.
აქ მდებარე კულტურის ძეგლებს შორისაა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი დიდებული ფრესკებით, XVII საუკუნის მძოვრეთის ციხე-დარბაზი, 5 ეკლესიისგან შემდგარი ქოზიფას მამათა მონასტერი, იგივე გუგომის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, და ძამის ციხე.
რაც შეეხება ბუნების ძეგლებს, ძამის ხეობაში ნახავთ ტყეში ჩაფლულ ბატეთის ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 1313 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ასევე, მოგზაურთათვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილია ძამის ხეობის მარგალიტი, აბუხალოს ჩანჩქერი, რომელიც გაზაფხულზე და ზაფხულში მწვანეშია ჩაფლული და ულამაზეს სანახაობას ქმნის. აბუხალოს ჩანჩქერთან ახლოს აბუხალოს კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონახულებაც შეგიძლიათ.

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება

0
ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება
#image_title

22-23 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელსაც „გარდენია შევარდნაძე“ -ს დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე წარმოაჩენს. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

ქართული ღვინის კომპანიები „Daejeon International Wine Festival”-ში მონაწილეობდნენ

0
ქართული ღვინის კომპანიები „Daejeon International Wine Festival
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე „Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა ემსახურება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მნახველებს მრავალფეროვანი ბუნებას და საუკეთესო ხედებს სთავაზობს

0
გომბორის უღელტეხილი

გომბორის უღელტეხილი წლის ყველა სეზონზე ლამაზია.

მნახველებს მრავალფეროვანი ბუნებას და საუკეთესო ხედებს სთავაზობს.

თელავისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა გომბორის უღელტეხილზე გადის. უღელტეხილის მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრია.

თუ გომბორის მონახულებას გადაწყვეტთ აუცილებლად ესტუმრეთ შუამთასაც, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მოინახულეთ ძველი და ახალი შუამთის მონასტრები, რომელიც განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ფოტოები: tornike kochkiani

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას“

0

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს სიახლე, თანმდევი მარკეტინგული კამპანიის კვალდაკვალ, რომელიც უკვე ხორციელდება იმერეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების კუთხით, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს იმერეთის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის აეროპორტებს შორისაც. მას ძალიან დიდი როლი აქვს როგორც იმერეთის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრიის გაძლიერებაში. სასიხარულოა, რომ ყველაზე მეტი მიმოსვლა ევროპისკენ, 28 მიმართულებით, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. ამ აეროპორტიდან ასევე სრულდება რეისები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის სამი ახალი ავტობუსი შეისყიდა. ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

0

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

„გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული – ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ვისაც აღნიშნული ნებართვის შენარჩუნების სურვილი აქვს, ის პირველ აპრილამდე უნდა გაააქტიუროს.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, პირველ აპრილამდე გაქვთ ვადა. პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება – ძლიერი თოვლი, ნისლი და ლიპყინული

0

22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

0
ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონზე ტურისტებით და ახალი ინფრასტრუქტურით
ბათუმის საზღვაო სეზონი ოფიციალურად იწყება 9 ივნისიდან ახალი ინფრასტრუქტურითა და გაუმჯობესებული სერვისით. ისწავლეთ, როგორ მოემზადოთ სრულყოფილი დასვენებისთვის ზღვისპირას.

„თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანის დასაარსებლად- პასუხი არის ბათუმი“ ასე იწყებს European Best Destinations-ი ბათუმზე საუბარს.

ევროპაში პრესტიჟული სამოგზაურო პლატფორმა ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის სწორედ ბათუმს ასახელებს. ორგანიზაციის გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და სხვა ევროპული პოპულარული ქალაქების გვერდით არის წარმოდგენილი. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბათუმში არსებულ საგადასახადო შეღავათებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივესა და მოქნილ ბიზნეს გარემოზე.

European Best Destinations-მა 2024 წლის საინვესტიციო მიმართულებები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებთ დაასახელა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, კვადრატულ მეტრის ღირებულება, მზიანი დღეები რაოდენობა; უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე, სამეწარმეო თავისუფლებისა და ბედნიერების ინდექსები.

„აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს გთავაზობთ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდგომ, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას. ამას ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი, ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეში და ინვესტიციის მაღალი ანაზღაურება (10-13% უძრავი ქონების და ტურისტული ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის),“ ნათქვამია სტატიაში.

European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ორგანიზაციის რეიტინგებში ბათუმი არაერთხელ მოხვედრილა.

ბათუმის ბიზნეს გარემოზე საუბრისას სამოგზაურო პორტალი უძრავი ქონების ფასებს, კომპანიების დაბეგვრის სისტემასა და ქონების გადასახადებს ეხება. „ბათუმში ბიზნესის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც კარის გაღება. არანაირი ფორმალობა, არანაირი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ფასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ევროპაში, 1000 ევრო კვადრატულ მეტრზე, ცენტრალურ უბანში, ცხოვრების ღირებულებისა და ევროპაში დანაშაულის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან ერთად (ბათუმში 25%, რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლონდონის 63%). ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის არსებობს მარტივი კანონი, ქონების გადასახადზე კომპანიების დაბეგვრა ხდება 1%-იანი განაკვეთით, ხოლო ხშირ შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0,05-დან 0,2%-მდე.”

European Best Destinations აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN – ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network – ტურისტული მიმართულებების ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. სამოგზაურო პორტალის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებსა და გზამკვლევებს ტრადიციულად ისეთი პრესტიჟული მედიაგამოცემები აშუქებენ, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Wanderlust და სხვები.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.