სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

„საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს აფრთხილებს

0

„საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს აფრთხილებს:

„ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1-ლი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. 15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია.

არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის, მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სადაც კი გაიხედავთ მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზეით თუ ქვეით, ამათ ნაშენებ ძეგლებს დაინახავთ

0
დღეს ქალაქი თბილისი გამშვენებულია ზუბალაშვილების აგებული ძეგლებით.
სადაც კი გაიხედავთ მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზეით თუ ქვეით, ამათ ნაშენებ ძეგლებს დაინახავთ.
ზაქარია ჭიჭინაძე ძმებ ზუბალაშვილებზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

“ვარძიაშია დღეობა დიდი, საკლავად მიჰყავთ ირმები” –  მთელი დღე გამილამაზა…

0
“ვარძიაშია დღეობა დიდი, საკლავად მიჰყავთ ირმები” –  მთელი დღე გამილამაზა ამ სიმღერამ, პირველად მოვისმინე.
ანსამბლი “მესხეთი”

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

0
ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის
#image_title

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა. პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).

შეიძლება იყოს 5 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმის კონკურენტები იყო მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).

World Travel Awards“ -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა.

„ბათუმი მუდმივად ვითარდება, აჭარის რეგიონს აქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც მიმზიდველია, როგორც ტურისტული და საინვესტიციო მიმართულება 4 სეზონის განმავლობაში.ეს ბუნებრივია ყურადღების მიღმა არ რჩება და ‘ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების’ სტატუსის შემდეგ, ბათუმმა მიიღო ახალი აღიარება და მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოვების ცერემონიაზე დასახელდა, როგორც “მსოფლიოს წამყვანი ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება. აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს უფრო მეტი ნდობა ჩვენი ქალაქის მიმართ ვიზიტორებს და ინვესტორებში.

ეს აღიარება ხელს უწყობს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით. ვულოცავ ბათუმს და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ პრესტიჟულ ჯილდოს და საერთაშორისო აღიარებას”, განაცხადა ქრისტინე ძიძიგურმზ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ბათუმის ჯილდოს ეხმიანება გრემ კუკი, World Travel Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. “ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას – ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდოს მოპოვებას, რაც მოიაზრებს თქვენი ქალაქისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ მიმზდიველობას წლის ნებისმიერ დროს, იქნება ეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი.

ეს არის ქვეყანა, რომელმაც თავისი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით, ტურისტული პოტენციალით, მზარდი მიმართულებიდან მოწინავე პოზიციაზე გადმოინაცვლა. ყველას გილოცავთ ამ წარმატებას. მოგზაურები ეძებენ სიახლეებს – სათავგადასავლო თუ ველნეს ტურიზმი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, და რაც მთავარია ხალხი – რომელიც საქართველოს უდიდესი სიმდიდრე გახლავთ. თქვენს ქვეყანას ახასიათებს გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული კულინარია. მე და ჩემს გუნდს კარგად გვახსოვს შარშანდელი დახვედრის გამოცდილება, როდესაც ბათუმს ვესტუმრეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანასთან შეხება იწყება ჩასვლისთანავე მიღებული გამოცდილებით და სრულდება ქვეყნიდან გამგზავრებისას. ჩვენი ისტორიის განმავლობაში კი სწორედ ბათუმში გვქონდა ასეთი დახვედრა და ასეთივე გაცილება. სწორედ ამიტომ, უდავოდ, ბათუმი და საქართველო არის ის ადგილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით”.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6- ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
World Travel Awards“ -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

სიღნაღი სიყვარულის ქალაქი – არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე

0
სიღნაღი სიყვარულის ქალაქი - არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე
#image_title

სიღნაღი სიყვარულის ქალაქი. სიღნაღს არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.

სიღნაღი – ქიზიყის გული,  მთაგორიანი ქალაქი… გომბორის ქედზე გოროზად გადმომდგარი და ალაზნის ველის ფხიზლად მოდარაჯე.

მეცნიერთა გამოკვლევით თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.

ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში.

ბერძენი  გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი მას ,,კამბისენეს”  უწოდებდა. იბერიიდან ალბანეთში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბისენეზე გადისო – წერდა იგი. ბერძენ ისტორიკოსს დიონ კასიოსს მდინარე იორიც  ,,კამბისად“  აქვს დასახელებული.

ქიზიყი გაძლიერდა და წელში გაიმართა მეთვრამეტე საუკუნეშ. ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ჰყვარებია ქიზიყი და ქიზიყელები. მან პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.

ხორნაბუჯის,  –  იმდროინდელი ცენტრის დასუსტების შემდებ სიღნაღი სულ უფრო წამყვან როლს ასრულებს ქიზიყის ცხოვრებაში.

ქართლ-კახეთის სამეფოს  გაუქმების შემდეგ, 1802 წლიდან, სიღნაღი სამაზრო ცენტრი გახდა. მას, ჭარ-ბელექანთან და დაღესტანთან მოსაზღვრეობის გამო, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ნიენიჭა.. ამიტომაც, კავკასიის მთავარმართებლის გადაწყვეტილებით, მაზრაში რუსეთის იმპერიის ,,44-ე ნიჟეგოროდის დრაგუნთა“ პოლკი განთავსდა, რომელსაც რეგიონის დაცვა დაევალა.

ერეკლე მეფეს მიეწერება სიღნაღის გადაქცევა  ქალაქად.

სიღნაღი ქიზიყის ის ნაწილია, სადაც ყოველ კუთხეს, ადგილს, სახლს, ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს. იგი თავისი გალავნითა და კოშკებით აბჯარი ჩამჯდარი რაინდივით გადასცქერის ალაზნის ველს.

სიღნაღი მდებარეობს ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე. ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე.ქალაქის ტერიტორია 296,5 ჰექტარზეა  მოსახლეობა.

ქალაქში ყოფილა ცხრამდე ღვინის მარანი, აგურის ქარხანა, სატრანსპორტო ,,ლინეიკების“ არტელი, ტყავის ქარხნები და სხვა.

ბოდბის მონასტერთან არსებობდა სკოლა. 1818 წლს სიღნაღში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, სადაც სწავლობდა ცნობილი ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი. 1880 წლისთვის სიღნაღში იყო სასწავლებელი, რომელსაც სამი მოსამზადებელი კლასი ჰქონდა, სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო ივანე ჯავახიშვილის მამა ალექსანდრე.

სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია, არამარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. გადმოცემის თანახმად, სიღნაღის  გალავანში ცოცხლად დაუტანებიათ ადამიანი.ლეგენდა გვამცნობს, ოსტატებმა სწრაფად მიატოვეს ცოდვიანი ადგილი, ხოლო, იმ კედლის ძირში, სადაც კაცი დაატანეს წყარო გადმოდისო.

სიღნაღის ციხე-გალავნის კედლები მოსკოვის კრემლისოდენა ფართობს მოიცავს, მას 40 ჰა ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. ყველა თავის სახელს ატარებდა  სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი. ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.

მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთლი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნების დაცვა მათ ევალებოდათ. ციხის კედლები ორიარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ. ამ კედლების სისქეთა გამსხვავება შიგნიდან ქმნის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.

სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.

XIX  საუკუნის  II ნახევრიდან სიღნაღში ფეხს იკიდებს ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, სალონური ტიპის საღამოები, სადაც, უმთავრესად, ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა.

XIX  საუკუნის ბოლოსთვის, სიღნაღში შეიქმნა მოძრავი თეატრალური დასი, ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური სამუსიკო დასები, იქმნებოდა სამუსიკო სალონები. სიღნაღი რეგიონის  კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას  განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა. სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.

2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

თბილისის უბნების სახელწოდებების საინტერესო ისტორიები – უბნების სახელწოდებები

0
თბილისის უბნების სახელწოდებების საინტერესო ისტორიები - უბნების სახელწოდებები
#image_title

თბილისის უბნებს საინტერესო ისტორიები აქვს, უბნების სახელწოდებების მოხედვით.

 სტატიაში გაეცანით – საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი მრავალი სახასიათო და განსაკუთრებული დეტალით

აბანოთუბანი

თბილისი სამკურნალო წყლებით ოდითგანვე განთქმული იყო, ქალაქში საგენგებოთ ააშენეს აბანოები, ეს აბანოები დღემდე შემორჩენილია. ამ უბანს კი – აბანოთუბანი ეწოდება.

ავლაბარი

ერთ ერთი თქმულების მიხედვით, ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ და მოჰყავდათ უსაფრთხო ადგილისკენ. გზა აღმართზე ადიოდა, დაჭირილი სარდალი წუხდა, მეომრები კი ამშვიდებდნენ ახლა აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც აღმართის მერე ბაღი დაიწყო. ამ ადგილს კი ავლაბარი ეწოდა.

დიდუბე

წარმოდგენა სათაურიდან ” დიდი უბე” დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. დიდუბე განაპირა თბილისის სახელად 12 საუკუნეში გვხვდება პირველად. როდესაც მემატიანე მეფე თამარისა და სოსლანის ქორწინებისა და შამქორის შემსეგ აქ გამართული ნადიმის  ამბებს აგვიღწერს. სწორედ აქ იდგა ერთ ერთი მეფის სასახლე და კარის ეკლესია.

ვარკეთილი

მომდინარეობს სახელწოდებიდან ველიკეთილი. ასე ერქვა ადრე ამ ადგილს.

ისანი

11-ე საუკუნეში. თბილისის ეს ადგილი ქვითკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს,  სიმტკიცის გამო კი მას არაბულად ,, ჰისნი” უწოდეს. ანუ ისანი. რაც ქართულად ციხესიმაგრეს ნიშნავს .

მთაწმინდა

თბილისის უბანს მთაწმინსა შეერქვა დაბით გარეჯელის პატივსაცემად. რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა. გარეჯის უდანოში წასვლამდე.

ნავთლუღი

თურქულად ნავთის ადგილს ნიშნავს. თბილისში ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს. თუმცა მცირე რაოდენობით.

ნარიყალა

სპარსული წარმოშობის სიტყვაა ” ნარინ ყალა”  ქართულად კი შიდა ციხეს ნიშნავს.

ნაძალადევი

1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის ,რკინიგზის გახსნის შემდეგ , დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო.რკინიგზის გაღმა მიშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართვოდ იკავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ თბილისის ამ ახალ უბანს ნაძალადევი ეწოდა.

საბურთალო

ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ, ბურთაობდნენ. ამ ადგილს ეწოდებოდა საბურთაო. შემდგომშო ცოტათი შეიცვალა სახელწოდება და საბურთალო ეწოდა.

სამგორი

თქმულების მოხედვით ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ერთი ცალხელ მოხუცი, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა. რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა. იქ თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მოხუცის გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე შვილებმა გააგრძელეს. და ერთ ერთი შემოაევისას როდესაც სვეტზე ცეცხლის დანთებაა ორივე ვაჟი ემსხვერპლა სწორედ ირემს შეაბეა წერილი კისერზე და ქალაქში აფრინეს. სწორედ ასე შეიტყო თბილის ქალაქმა მტრის შემოსევის შესახებ. უკან დაბრუნებულმა კი ძმები უსიცოცხლოდ რომ დაინახა ქვას ახალა თავი და გარდაიცვალა. სამივე გვერდიგვერდ დაასაფლავეს და ასე აღიმართა სამი გორა. ამ ადგილს ეწოდა სამ გორი.

ჩუღურეთი

მომდინარეობს თურქული სიტყვიდან ,,ჩუქორ,, რაც ქართულად ხევს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.

წყარო

#drpkhakadze

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას

0

კომპანია TAV Georgia-ს ცნობით, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, საქართველოს ბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას.

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.

ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია 50 წელია, რაც ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მორიგი სიუჟეტი ხერთვისის ციხის შესახებ! – „ვიწყებთ მოკლე ისტორიულ-შემეცნებითი სერიების ციკლს“ – გიორგი მაღრაძე

0
xertvisis-cixe (1)
#image_title

„ვიწყებთ მოკლე ისტორიულ-შემეცნებითი სერიების ციკლს“

მორიგი სიუჟეტი ხერთვისის ციხის შესახებ!
მართალია,ხერთვისის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, სასაუბროს მარტივად ვერ ამოვწურავთ ,თუმცა აღნიშნულ სერიათა ციკლი არის ერთგვარი მცდელობა ერთი ამოსუნთქვით ,სხარტად თვალი გავადევნოთ ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის შესახებ არსებულ ცნობებს!..
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ,ახლებურად შევხედოთ-შევაფასოთ ჩვენი ბჭეშეუვალი და ზვიად-მედგარი ხერთვისის ციხე!..
პ.ს ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია!..

წერს ფოტოგრაფი გიორგი მაღრაძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Hestia თელავის ცნობილი სასტუმრო უნიკალური მდებაროებით და უმაღლესი კომფორტით

0

Hestia

Hestia თელავის ცნობილი სასტუმროა, რომელიც უნიკალური მდებაროებით და უმაღლესი კომფორტით გამოირჩევა. სასტუმრო საკმაოდ დადებითი რეპუტაციით სარგებლობს მოგზაურებში და მდებარეობს 20 კილომეტრის მანძილზე, ალავერდის ეკლესიიდან. სასტუმროში ვიზიტორებს ქართული კულტურით შთაგონებული, ფერადი ინტერიერი დახვდებათ. ხის დეკორაციები, ულამაზესი მხატვრული ნამუშევრები კიდევ უფრო ალამაზებს Hestia–ს ნომრებს, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ტიპის, ორი ადამიანისთვის, ასევე ოჯახისთვის, სადაც შესაძლებელია 4 ადამიანის განთავსება. სასტუმროში ასევე შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით. თითოეული ოთახიდან ულამაზესი ხედი იშლება, სასტუმროს ბაღზე.

პატარა და მყუდრო სასტუმროში ასევე განთავსებულია ღია და დახურული მოსასვენებელი სივრცეები და სასაუზმე ადგილები. სასტუმროში ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი და უგემრიელესი საუზმე, ქართული ტრადიციული მენიუს თანხლებით.

სასტუმრო hestia ბაღით

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: კვირიკე დიდის 109

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორნები, პარკი, ერეკლე მეორეს სასახლე, ნადიკვარი, წინანდლის მუზეუმი.

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კიბორჩხალების მიგრაციამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა

0
https://shenidasveneba.ge/%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/
#image_title

შობის კუნძულიდან მილიონობით წითელი კიბორჩხალის ყოველწლიური მასობრივი მიგრაცია მიმდინარეობს

მილიონობით წითელმა კიბორჩხალამ ავსტრალიის ერთერთი კუნძული დაიპყრო, კიბორჩხალების მიგრაციამ რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობაც კი შეაჩერა, დიდი დისკომფორტი შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც გარეთ გამოსვლას ფაქტობირვად ამ ფაქტის გამო საერთოდ ვერ ახერხებენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გაადაწყვტილება, რომ გამოყონ სპეციალური სამსახური, რომლის პერსონალიც უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას ისე, რომ არ შეფერხდეს საავტომობილო მოძრაობა ან რაიმე სახის დისკომფორტი არ შეექმნათ ადამიანებს. აპირებენ გზებზე სპეციალური ბილიკებიც კი შექმნან მათთვის.

ნატურალისტები წითელი კიბორჩხალას მიგრაციას ბუნების  ერთ-ერთ სასწაულს უწოდებენ. მიგრაცია 10 დღეს გრძელდება.

ეს შთამბეჭდავი მოვლენა ზამთრის სავსემთვარეობას ემთხვევა. ყოველწლიურად ამ პერიოდში 100 მლნ-ზე მეტი კიბორჩხალა ჯუნგლებიდან გამოდის და კვერცხების დასადებად ოკეანის სანაპიროსკენ მიემართება.

კუნძულის მთავრობა ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა გზას კეტავს, „წითელ მიგრანტებს“ კი გადასავლელებს და ხიდებს უშენებს, რათა ბუნებას „გადატვირთვის“ შესაძლებლობა მისცეს.

ზამთრის პირველი სავსე მთვარის პერიოდში, ათასობით კიბორჩხალა არაღრმა წყლებში გადადის და გზაში ყველა ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.