#image_title

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია

პროფ. გიორგი ფხაკაძე

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი მრავალი სახასიათო და განსაკუთრებული დეტალით გამოირჩევა. არქიტექტურაში ასახული ისტორია – ძველი თბილისი.

ეს დეტალები ქალაქს ძველისა და ახლის, ისტორიისა და თანამედროვეობის შეხვედრის ადგილად აქცევენ და დიდ ინტერესს აღძრავენ ადგილობრივ თუ უცხოელ მნახველებში.

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია | შენი დასვენება
tbilisi4

ბევრი რამ თბილისის შესახებ კი კვლავ ფარდის მიღმა, ფართო აუდიტორიისათვის უცნობი რჩება. თბილისური ლაბირინთები, ვიწრო ქუჩები, ქვით ნაშენი სახლები და ხის აივნები, “იტალიური ეზოები” და არტ ნუვო – ყოველივე ეს აქცევს თბილისს განსაკუთრებული კოლორიტის მქონე, კოსმოპოლიტური ბუნების ქალაქად, რომლის იდუმალი სილამაზეც ყველაზე კარგად სწორედ დეტალებში ჩანს.

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია | შენი დასვენება
tbilisi3

თბილისურმა ხის სახლებმა რესტავრაციის შემდგომ თითქოს დაიბრუნეს კიდეც ძველებური დიდება, თუმცა, ბევრი მათგანის არქიტექურა დრომ და უკონტროლო მშენებლობებმა იმსხვერპლა, რამდენიმე სახლი კი დანგრევის პირასაა მისული. ბევრი ღირებული ნაგებობა დღემდე არცაა შემორჩენილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია | შენი დასვენება
tbilisi2

თბილისში გაცილებით მეტი რამაა სანახავი, ვიდრე ყველასათვის ცნობილი ღირსშესანიშნაობებია – ქალაქი ბევრ საიდუმლოს ინახავს, გამორჩეულ შენობასა თუ ადგილს, რომელთა უკანაც განსხვავებული და საინტერესო ისტორიები დგას.

- Advertisement -
Ad imageAd image
საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია | შენი დასვენება
tbilisi1

ერთ-ერთი ასეთი შენობა, გასაოცარი არქიტექურით, აღმაშენებლის 36 ნომერში მდებარეობს. საკმარისია, კარები შეაღოთ, რომ მაშინათვე განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარემოში აღმოჩნდებით. მიუხედავად სიძველისა, შენობა დღემდე ინარჩუნებს უნიკალურ ხიბლს.

სახლი XIX-XX საუკუნეებში, ცნობილი ქველმოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, ერასტო ჭავჭანიძის მიერ აშენდა. როგორც იმ დროს აშენებული მდიდრული სახლებისთვის იყო დამახასიათებელი არქიტექტირა, ინტერიერი ოქროს ნიმუშებით არის მორთული. ჭერიდან ანგელოზები იყურებიან, ხოლო კედლები “ვეფხისტყაოსნის” ეპიკური სცენებითაა მორთული. ილუსტრაციები ზიჩისეულია.

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია | შენი დასვენება
tbilisi

უნიკალური ვიტრაჟი ბეთლემის ქუჩიდან დედაქალაქის არქიტექტურის კიდევ ერთი სამკაულია. ბეთლემის ქუჩაზე ეს ერთადერთი შენობაა ფერადი ფანჯრებით – უნიკალური სახლი მე-19 საუკუნით არის დათარიღებული და ლამაზი ფანჯრების გარდა, სახლს ხის მოჩუქურთმებული აივანიც ამშვენებს. 100 წლის შემდეგაც საუცხოოდ შემონახული ვიტრაჟები ტურისტებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა.

READ  3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

წყარო

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია. 12 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/საქართველოს-ულამაზესი-დე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network