თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას

ნიკოლოზ პაპავა
ავტორი
ნიკოლოზ პაპავა - ჟურნალისტი

კომპანია TAV Georgia-ს ცნობით, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, საქართველოს ბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას.

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.

თბილისის — დეტალები

ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია 50 წელია, რაც ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, 3 დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — სასტუმროები, სერვისი და ტრანსპორტი. წერს სასტუმროებზე, რესტორნებზე, ავიარეისებზე, ვიზებსა და მოგზაურობის ლოგისტიკაზე.
კომენტარები ჯერ არ არის