სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში ახალი ტურისტული ბილიკი მოეწყო, რომელიც სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით იწყება და ზუნდაგას ჩანჩქერთან ჩადის.

0
#image_title

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში ახალი ტურისტული ბილიკი მოეწყო, რომელიც სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით იწყება და ზუნდაგას ჩანჩქერთან ჩადის.

ფოთლოვან ტყეში გაჭრილი ორ კილომეტრიანი ბილიკი ბუნებასთან ადაპტირებული ხის კიბეებით მოეწყო, რაც მოგზაურებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩანჩქერთან მოხვედრის შესაძლებლობას.
ტურისტული ბილიკი ბათუმიდან ერთი საათის სავალ გზაზეა. ზუნდაგას ჩანჩქერი მდინარე ბზანას ხეობას ეკუთვნის და მისი ვარდნის სიგრძე 30 მეტრია. ველურ ბუნებაში შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა და დასვენება.
ბილიკი საკმაოდ ადვილად გასავლელია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკანა გზა მთლიანად აღმართია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტყეში სიარულისას სასურველია დახურული ტანსაცმლის ტარება.
A new tourist trail has recently been launched in the village of Zundaga, Keda Municipality. Starting three kilometers from the village, the trail leads to the picturesque Zundaga Waterfall.
The two-kilometer path winds through a leafy forest and features wooden stairs carefully integrated into the natural surroundings, making the journey to the waterfall much more accessible for visitors.
Located just an hour’s drive from Batumi, the Zundaga Waterfall lies within the Bzana River gorge and cascades from a height of 30 meters. It’s a great place to have a picnic and simply relax in nature.
The trail is relatively easy to walk, though it’s worth noting that the return route is entirely uphill. Visitors are also advised to wear closed clothing when walking through the forest.
#image_title
#image_title
#image_title
#image_title
#image_title
#image_title
#image_title
#image_title
#image_title
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება

0

გებჟალიის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები გებჟალია საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, თუმცა მეგრელი დიასახლისები ამბობენ, რომ მის მოსამზადებლად მხოლოდ რეცეპტის ცოდნა და კულინარიული უნარები არ არის საკმარისი, რადგან გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ  სასულუგუნე ყველი, ან ახალამოყვანილი უმარილო სულგუნი;
  • 1 საშუალო კონა პიტნა,
  • მწიკვი ხმელი ქონდარი
  • 1 ცალი ცხარე, მწვანე წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

კარგად დავნაყოთ პიტნა, წიწაკა და მარილი, შევურიოთ ქონდარი. ყველი დავჭრათ 0,5 სმ სისქის ფენებად და ჩავაწყოთ ცხელ წყალში. დავაყოვნოთ 3-5 წუთი და გავსინჯოთ: თუ ყველი გაიწელა, ამოვიღოთ, ფაიფურის ლანგარზე გავშალოთ, ხელით გადავზილოთ, რომ ერთგვაროვანი, მკვრივი მასა მივიღოთ. გავაბრტყელოთ სასურველ სისქეზე, წავუსვათ პიტნა, გადავახვიოთ, მრგვალი ფორმა მივცეთ და გულიდან კიდისკენ დავჭრათ. დამუშავების პერიოდში მას გამოსდის სითხე, რომელიც სამყოფია გებჟალიასთვის, როგორც წვენი.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტაძარი და უძველესი არტეფაქტები – უნიკალური აღმოჩენა ლაგოდეხში

0
ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტაძარი და უძველესი არტეფაქტები – უნიკალური აღმოჩენა ლაგოდეხში
#image_title

ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტაძარი და უძველესი არტეფაქტები – უნიკალური აღმოჩენა ლაგოდეხში.

ეკლესიის ნანგრევები ლაგოდეხში, სოფელ გელათში მდებარეობს. ათწლეულების განმავალობაში მიიჩნეოდა, რომ ეს იყო შუასაუკუნეების ტაძარი. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ ეკლესიის აღდგენა მოინდომა. არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ადრექრისტიანული ხანის უნიკალური ეკლესიაა. გააგრძელეთ კითხვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არქეოლოგებმა ადრეული ქრისტიანული ხანის უნიკალურ ტაძარსა და ნივთებს მიაგნეს
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვირიკობის დღესასწაული – კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

0
#image_title

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გილოცავთ კვირიკობის დღესასწაულს ( “ლიგურკეს”).

სვანეთში 28 ივლისს სოფელ კალაში (წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას წამების ხსენების დღე) რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლიგურკეს ეძახიან, ძველი დროიდან აღინიშნება.
კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.
დარბაზული ტიპის ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. იგი წარმოადგენს მრავალმხრივ გამორჩეულ, განსაკუთრებით დიდ განძთსაცავს. ეკლესია 1112 წელს მეფის მხატვრის თევდორეს მიერ მოიხატა. კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას ტაძარში დაცულია კალას თემის მთელი საგანძური ( X-XII-XIII-XIV-XV) შუასაუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები. აქვე ინახება მინანქრებით შემკული ბიზანტიური სანაწილე ხატი, რომელსაც სვანები “შალიანის” ხატს უწოდებენ.
აღნიშნული ტაძარი ერთ-ერთია სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაცვის ქვეშ მყოფ ზონებში შემავალ ტაძრებსა,( სულ 10) მუზეუმის N1 ფილიალ სვანურ სახლ “კოშკ-მაჩვიბსა” და “N2 ფილიალ უშგულის “კოშკ-მუზეუმს შორის, სადაც 2022 წელს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ყოფილი მმართველის, ბატონი ზვიად კვიციანის ბრძანებითა და ინიციატივით/უშუალო თაოსნობით განხორციელდა კომპლექსური სამუშაოები, კერძოდ, ჩატარდა ტაძარში დაბრძანებული ხატ-ჯვარის, ასევე უნიკალური არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალის ინვენტარიზაციის, აღწერა/დადარების პროცესი და ტაძრის ირგვლივ მოეწყო გარე განათების სენსორული სისტემა, რაც სვანეთის ყველაზე დიდ განძთსაცავას “წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ტაძარს” კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს ხდის.
🏷 Svaneti Museum of History and Ethnography wishes you a happy Kvirikoba (“Ligurke”).
🏷 Every year on the 28th of July, in the village of Kala in Svaneti (the day of commemoration of the martyrdom of St. Kvirike and St. Ivlita), the religious holiday Kvirikoba, which is called Ligurke in Svaneti, has been celebrated since ancient times. People pray to Kvirike and Ivlita for family happiness and quick healing of sick children.
🏷️The hall church was built in the 11th century. It is a multi-faceted, especially large treasury. The church was painted in 1112 by Tevdore, who was the king’s painter. The whole treasure of the Kala community (X-XII-XIII-XIV-XV) carved and painted icons of the Middle Ages are preserved in this church. A Byzantine partial icon decorated with enamels , which is called as “Shaliani’s icon” is kept here.
🏷️ The mentioned church is under the protection of Svaneti Museum of History and Ethnography, where in 2022, huge work had been carried out by the order and leadership of the former director of Svaneti Museum of History and Ethnography, head of the scientific expedition, professor of Tbilisi State University, manager of Dmanisi Museum-Reserve, Mr. Zviad Kvitsiani. In particular, there had been carried out the process of inventorying, description/bidding of the icons and crosses preserved in the church, as well as unique archaeological-ethnographic and numismatic artifacts had been listed and the outdoor lighting with sensor system was organized around the temple, which made the church even more outstanding and special.
_________________________________________
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიია მუზეუმი
ავთანდილ იოსელიანის 7
სამშაბათი-კვირა 10:00-17:30
Svaneti Museum of History and Ethnography
Avtandil Ioseliani street N7
Tuesday-Sunday 10:00-17:30

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი

0

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.

Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით – „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.

პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.

ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა – PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები – მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას – „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის – „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი – მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოფსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.

ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

თუშეთის ეროვნული პარკი – სასტუმროები და ღამის გასათევი ადგილები

0

თუშეთის ეროვნული პარკი

ალაზნისთავის ტურისტული თავშესაფარი

მისამართი: ალაზნისთავი
საკონტაქტოპირიგიორგი ბაკურიძე, სოფო რაინაული;
ტელეფონი+995 577 10 18 92, +995 577 10 18 91;

ფასიკვებისგარეშეღამისთევა 1 ადამიანი – 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 7 ლარი;

ტურისტულ თავშესაფარში  ჯამში  12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე ადგილით და დაანთოთ  კოცონი. თან იქონიოთ საკვები, პარალონი და საძილე ტომარა.

თუშეთს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი

მისამართი: სოფელი ქვემო ომალო, თუშეთი
საკონტაქტო პირი: მაყვალა მელაიძე
ტელეფონი: +995 599 10 45 90

ფასი კვების გარეშე: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 7 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სველი წერტილები კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,ლამატა”

საოჯახო სასტუმრო „ლამატა“
მისამართი: სოფელი ვერხოვანი
საკონტაქტო პირი:  ანზორ კირიტიული
ტელეფონი: +995 599 70 03 78; +995 599 70 03 78
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 9 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,სარგირი”

საოჯახო სასტუმროების ქსელი „სარგირი“
მისამართი: სოფელი ალისგორი
საკონტაქტო პირი:  ფატი მიშიძე; ვაჟა კარდლიძე.
ტელეფონი: +995 555 30 02 21; +995 555 30 02 21;
+995 599 77 55 43; +995 599 77 55 43
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,კრიოსკარი”

საოჯახო სასტუმრო „კრუისკარი“
მისამართი: სოფელი დოჭუ
საკონტაქტო პირი:  უსუფი თორღვაიძე
ტელეფონი: +995 599 28 56 47; +995 599 28 56 47
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 8 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 21 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,სოსო ბაკურიძე”

სოსო ბაკურიძის საოჯახო სასტუმრო
მისამართი: სოფელი ჩიღო
საკონტაქტო პირი:  სოსო ბაკურიძე
ტელეფონი: +995 599 10 02 19; +995 599 10 02 19;
+995 551 14 24 43; +995 551 14 24 43
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 3 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,დიკლო”

საოჯახო სასტუმრო „დიკლო“
მისამართი: სოფელი დიკლო
საკონტაქტო პირი:  გულნაზი ხელაიძე
ტელეფონი: +995 599 77 53 72; +995 599 77 53 72
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 2  საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,ძველი თუშეთი”

საოჯახო სასტუმრო „ძველი თუშეთი“
მისამართი: სოფელი შენაქო
საკონტაქტო პირი:  ელდარ ბუქვაიძე
ტელეფონი: +995 558 27 20 06  +995 558 27 20 06
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 13 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,შენაქო”

საოჯახო სასტუმრო „შენაქო“
მისამართი: სოფელი შენაქო
საკონტაქტო პირი:  ელენე გაგოიძე
ტელეფონი: +995 599 48 18 12;  +995 599 48 18 12+995 558 63 97 22; +995 558 63 97 22
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 10 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო ,,ლოელი”

საოჯახო სასტუმრო „ლოელი“
მისამართი: სოფელი შტროლთა
საკონტაქტო პირი:  ლამზირა გოთაიძე
ტელეფონი: +995 599 21 81 39; +995 599 21 81 39
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 14 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო ,,კეხი”

საოჯახო სასტუმრო „კეხი“
მისამართი: სოფელი ხახაბო
საკონტაქტო პირი:  გიორგი ბაკურიძე
ტელეფონი: +995 557 14 39 07; +995 557 14 39 07;
+995 598 10 43 62; +995 598 10 43 62
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 8 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო „გირევი“.

საოჯახო სასტუმრო „გირევი“
მისამართი: სოფელი გირევი
საკონტაქტო პირი:  ადამო მოზაიძე
ტელეფონი: +995 591 70 38 32; +995 591 70 38 32
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 20 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

საოჯახო სასტუმრო “კომიტო”

საოჯახო სასტუმრო “კომიტო”
მისამართი: 
სოფელი ჩეშო
საკონტაქტო პირი: 
ეკატერინე აბალოიდზე
ტელეფონი: 
 +995 591 25 74 02; +995 591 25 74 02
ფასი საუზმით: 30 ლარი.

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 16 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. კეთილმოწყობილი სველი წერტილით.

საოჯახო სასტუმრო ,,ჯიქი”

საოჯახო სასტუმრო „ჯიქი“
მისამართი: სოფელი ჭეშო
საკონტაქტო პირი:  ელდინო ჯანგულაშვილი
ტელეფონი: +995 599 58 58 39; +995 599 58 58 39
ფასი საუზმით: 30 ლარი

სასტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 10 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 22 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია

საოჯახო სასტუმრო “კვავლო”

საოჯახო სასტუმრო “კვავლო”
მისამართი:
 სოფელი კვავლო
საკონტაქტო პირი: ბესიკ გოცირიძე
ტელეფონი: +995 591 01 26 90; +995 591 01 26 90;
+995 599 68 76 90+995 599 68 76 90
ფასი საუზმით: 30 ლარი.

სტუმრო სახლში ვიზიტორებს ეთმობა 5 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 20 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. სველი წერტილი კეთილმოწყობილია.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით

0

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში.

ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.

კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს  საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში მდინარე მტკვრის ორივე მხარეს,  ზღვის დონიდან  560 მეტრზე და მოიცავს ლეხურის, თეძამის, კავთურის და ნაწილობრივ ქსნის ხეობებს.

მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდლოეთით აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით – თრიალეთის ქედი. უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080 მეტრი ზღვის დონიდან).

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით.

კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია უნიკალური ჩუქურთმებით შემკული, ჰარმონიული პროპორციებით გამორჩეული სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო და მნიშვნელოვანი ძეგლი – ქვათახევის მონასტერი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, მეტეხი, არქეოლოგიური ძეგლი – გრაკლიანი გორა.

ქალაქ კასპში ფუნქციონირებს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში 20 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდებს მოცავს. რაიონში არის ჰავითა და სამკურნალო წყლებით გამორჩეული კურორტები (ხოვლე, გარიყულა, გოსტიბე), სადაც სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებთ.

ასევე ნახავთ ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერს.

მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა, ზაფხული  გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 11.40,C0,  შესაძლებელი მაქსიმუმია 38 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი 5 C0.  კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით – დუშეთის   და ახალგორის მუნიციპალიტეტები.

1917 წლამდე, კასპი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. 1959 წლის ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. მუნიციპალიტეტის ფართობი  შეადგენს 803,2 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში  17 ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი,  71 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი, იგი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისიდან დაცილებულია 56, ხოლო გორიდან 40 კოლომეტრით. მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს რესპუბლიკის მთავარი საავტომობილო (ავტობანი) და სარკინიგზო მაგისტრალი, რკინიგზის 4 სადგურით.

მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 829, მათ შორის ქალაქად 15 896, ხოლო სოფლად 35 933 კაცს.

არქეოლოგიური მასალა, უძველესი ნამოსახლარები და ნასახლარები, მატერილური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ კასპის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი, ადრევე დაწინაურდა და  ციხე-ქალაქად ითვლებოდა, მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა,  როგორც ციხე-ქალაქი  საკუთარი სპასალარი ჰყოლია და  წარმოადგენდა გარკვეულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში  მნიშვნელოვანი როლი  ენიჭებოდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

თბილისში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენის მიზნით საპილოტე პროექტი ხორციელდება

0
საპილოტე პროექტი

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს საპილოტე პროექტს, რომლის მიზანი კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენაა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპილოტე პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.

„აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ განსაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრებაც. ზოგადად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ძალიან წუხს მოსახლეობა სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებით ღამის საათებში, გადაადგილდებიან ისეთი ავტომობილები, რომლებიც ხელს უშლიან თბილისის მცხოვრებლებს დასვენებასა და განტვირთვაში. საპილოტე პროექტის შედეგების საფუძველზე, ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტი, რაც აღნიშნულ პრობლემას არსებითად გადაწყვეტს“, – განაცხადა კალაძემ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი

0
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს ახალ შემეცნებით პროექტს – „UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შესული ქართული ძეგლები.“
დღესდღეობით, UNESCO-ს საცდელ სიაში საქართველოდან 15 ისტორიული და ბუნებრივი ძეგლია. მათ შორისაა უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებით ცნობილი ვანის ანტიკური ნაქალაქარი.
ვანი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.
აქვე მდებარეობს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

აშშ-ში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გრძელდება

0
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის „The New York Times” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.

ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება.

აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტები; ქალაქ ნიუ-იორკში, ორი კვირის განმავლობაში, 25 სარეკლამო აბრაზე (ლაითბოქსი) განთავსებული იყო ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები; ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენაც „გრანდ თეისტინგი“ ჩატარდა; გაგრძელდა თანამშრომლობა პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის გამოცემასთან „Wine Enthusiast“ და სხვა მედია საშუალებებთან.

აღსანიშნავია, 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული სარეკლამო კამპანია და თანამშრომლობა ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS და CNN, რამაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განვლილი პერიოდში, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა განაპირობა.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან “Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.