ადგილი სადაც, ყველაფერი მეფე თამარს უკავშირდება
გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? – ლაგოდეხის ეროვნული პარკი
გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა?
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი. მისი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება არ არის გასაკვირი. სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (სიმაღლებრივი ზონალურობა, ჰავისა თუ ლანდშაფტური ზონების სრული სპექტრით) 3,428 მეტრს აღწევს. ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) დიფერენციაცია ჭალის ტყეებით დაწყებული და ერთი შეხედვით უსიცოცხლო ციცაბო კლდეების კალთებით დამთავრებული, ბუნებრივად იწვევს იმგვარ ბიომრავალფეროვნებას, რომლის მსგავსიც საქართველოს სხვა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება.
ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია. დღეისათვის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი,“ მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებით ბილიკი.
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).
კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით
კურორტი ურეკი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე.
ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკული, იცის თბილი უთოვლო ზამთარი.
ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. აქ ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია თუკი ბავშვებთან ერთად ისვენებთ.
ლისაბონში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – Web Summit 2024 ქართული სტენდია წარმოდგენილი
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Web Summit 2024 მიმდინარეობს. ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს.
ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდია წარმოდგენილი.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი მესიჯია Start up in Georgia / Invest in Georgia, რომელიც შემუშავდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის, IT სექტორის პოპულარიზაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენის მიზნით.
Web Summit 2024-ს 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.
აპირებს თუ არა მთავრობა სახელმწიფო პროგრამით ყველა წამალი თავად შეისყიდოს? – მინისტრის პასუხი
სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახელმწიფომ ფარმაცევტული ბიზნესი ონკომედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებაში დაადანაშაულა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს
კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მატარებელი კულტურული ძეგლი.
ჟურნალმა “Architecture Desigh”-მა მკითხველ მსოფლიოს 115 ზღაპრული სოფელი გააცნო, რომლებიც გამოირჩევიან ლანდშაფტით, კულტურითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.
115 მსოფლიოს ზღაპრული სოფლების ნუსხაში დასახლებები მთელი მსოფლიოდან მოხვდა. ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ულამაზესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი- უფლისციხე.
სიაში ასევე ვხვდებით გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნის საოცარ ადგილებს.
უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. გორიდან 10 კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, 10 ჰა ფართობზე. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. ქალაქს აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა… ამჟამად ციხე-ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.
ნაქალაქარში შემორჩენილია ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები, II ს-ის ანტიკური თეატრონი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოკვეთილია დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა (VI ს-ის II ნახ.). ციხე-ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დგას უფლისწულის სამეკლესიანი ბაზილიკა (X ს-ის II ნახ.). ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა, ქვევრი ეკლესიაში მოჰქონდათ და აქვე ტოვებდნენ. უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა საიდუმლო გვირაბი. იგი კლდეშია ნაკვეთი და 41 მეტრის სიგრძისაა. ალყის დროს აქედან ამარაგებდნენ ქალაქს წყლითა და სანოვაგით.
დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.
საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.
უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქას, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა…
ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის მიდამოები ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია. ძვ.წ. X-VIსს.-ში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე -‘’უფლის”, ‘’ბელადის’’ ციხექალაქი. სიტყვა ‘’უფალი’’ უძველესია და თავიდანვე ღმერთს ნიშნავდა, მაგრამ კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მას საერო მნიშვნელობაც გაუჩნდა. აქედან წამოვიდა მეფე, მეუფე, ხელისუფალი. ’’ციხე’’ კი საცხოვრისის აღმნიშვნელი სიტყვა იყო, შემდეგ კი გამაგრებულ ადგილს მიესადაგა.
არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონის იყო დაფარული, ხოლო შემდეგ ძვირფასი ლითონი მოდიოდა. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ გაეცვითა უბრალო ლითონი, მერე საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს იღებდა. არქეოლოგიური მასალები ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა ძვ. წ. XVI-XV სს.-ში უკვე ცხოვრობდა, ხოლო ძვ.წ. X-VIსს.-ში უკვე სატაძრო ქალაქია, ახ.წ. I-III სს.-ში კი უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატგიული და ამავდროულად მნიშვნელოვანი წარმართული საკულტო ადგილია.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IVს.30-იან წ.) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ.
1920 წელს გორის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა იყო, რამაც უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა.
XXს.-ის მეორე ნახევარში არქეოლუგიურმა ექსპედიციებმა უნიკალური მასალები გამოავლინა, ასევე 6 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნი იქნა განძი – მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა. მთავარი მაინც ტერაკოტის ქანდაკებაა, რომელიც ქალღმერთის გამოსახულებაა. დათარიღებულია ძვ.წ. IV-III სს.-ით განძის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, აქ გადიოდა ეს გზა, ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე დღესაც ეთყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.
უფლიასციხეში კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი, ასევე ციხე წყალს გვირაბის მეშვეობით იღებდა მტკვრიდან.
შემთხვევით აქ ერთმა მცხოვრებმა სამარხი აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა სამარხემზე ცხოვრობდა.
თეატრონიდან ‘’თამარის დარბაზისაკენ’’ მიმავალ გზაზე გხვდება საპყრობილე, რომელიც 8,5 მეტრის სიღმის ორმოს წარმოადგენს. მდებარეობს მთავარ ქუჩაზე. ორმო ქვემოთ ვიწროვდება ისე, რომ პატიმარს დაჯდომა არ შეეძლო. რადგანაც ციხექალაქის მთავარ ქუჩაზე იყო, ყველა გამვლელი დაინახავდა ვინ იჯდა საპყროპილეში, ასე არცხვენდნენ პატიმარს.
თამარის დარბაზს ეს სახელი თამარ მეფის საპატივცემლოდ დაარქვეს, თუმცა თამარს აქ არასოდეს უცხოვრია. დარბაზი თავდაპირველად განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისთვის. დარბაზის ჭერს შუაში შედგმული ქონდა კლდეში გამოკვეთილი ორი სვეტი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაწილში მარანი გაუკეთებიათ. დარბაზის ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა, გაჭრილია წრიული ფორმის ხვრელი, საიდანაც შემოდიოდა სინათლე და სავენტილაციო ფუნქციასაც ასრულებდა.
VI ს.-ის II ნახევარში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოუკვეთიათ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა.
ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.
დენდროლოგიური პარკი გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში
პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი თავისი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.
დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება.
დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხემცენარეა წარმოდგენილი.
მცენარეთა ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს.
დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. მთლიანად პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.
სწორედ ამიტომ ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.
პარკი ხელოვნურად არის გაშენებული, სადაც ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილს შორის არსებული ტერიტორიაა, რომელსაც სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ.
ტერიტორია, სადაც ახლა პარკია გაშენებული, ჭაობით იყო დაფარული. პარკში თავმოყრილია უნიკალური ჯიშის ხეები ხეები საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან: კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და ევკალიპტი და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები. გაშენებულია ბამბუკის ტყეც. იმისთვის, რომ ვიზიტორმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, სპეციალური ბანერებია განთავსებული. ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება. სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელებული ხე-მცენარეების გარდა დენდროლოგიურ პარკში ქართული ჯიშის მუხა, ნეკერჩხალი და წიფელია წარმოდგენილი. პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.
დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.






ქობაირის მონასტერი — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე
ქობაირის მონასტერი — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე.
















