31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა.
აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში
გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო-ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
გორი და უფლისციხე — კლდის ქალაქი ერთ დღეში€140 ერთ ადამიანზეგუდაური — მთის გასეირნება€150 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინო და მემკვიდრეობა, 3 დღე€690 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314