#image_title

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს. ავიაკომპანია AJet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პირველი რეისით თბილისში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდნენ.

„საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. ავიაკომპანია AJet-ის მიერ ანკარა-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილეს საქართველო – თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად თანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

2025 წლის პირველი რვა თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 24 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-აგვისტოში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (24 915) 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 700 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 8 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად ისარგებლა 5 635 975 მგზავრმა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

READ  სვანეთი კოშკების მხარე — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/საქართველოსა-და-თურქეთის/

სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 ოქტ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network