ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

კლდე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ

0

თუ­შე­თის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი დოჭუ,  ციცაბო ფერდობზე გაშენებული ძალიან ლამაზი სოფელია, გომეწარის ხეობაში მდებარეობს. გა­შე­ნე­ბუ­ლია კლდე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მაღ­ლა.

სოფელი დოჭუ მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში.

მრავალი ვერსიის მიხედვით აქ ბავშვები თოკზე გამობმულები იზრდებოდნენ, რომ ხეობაში არ გადაჩეხილოყვნენ.
დღეს თუშეთის გამორჩეულად ლამაზი და იდუმალი სოფელია და მას ვეწვევით 3 დღიანი ტურის ფარგლებში.
თუ­შეთ­ში 49 სო­ფე­ლია, 4 თე­მია.

მთავარი ღირსშესანიშნაობები: 

სოფელი დოჭუ, ფიჭვნარი ტყის ჰაბიტატები, ნიამორის ჰაბიტატი, ალპური მდელოები.

ომალოს “საძახებელი გორიდან” ეშვება მიხვეულ-მოხვეული ბილიკი ხახაბოს ჭალაში, საცალფეხო ხიდით გადის გომეწრის ალაზანზე და შეუყვება ციცაბო აღმართს სოფელ ხახაბოსაკენ.

ხახაბოდან საცალფეხო ბილიკს კეხის გადასასვლელისაკენ მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით იშლება გომეწრის ჭანჭახოვანის და ჩაღმის ხეობები, თუშური სოფლები.

კეხიდან ბილიკი ეშვება ფოთლოვან ტყეში, გადადის ორწყლის ხიდზე და შეუყვება გოგრულთისაკენ. გოგრულთა საალმის მთის აღმოსავლეთის კონცხზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სამუშაოების დროს აქ აღმოაჩინეს V საუკუნის სამარხები.

გოგრულთიდან  ბილიკი ეშვება დოჭუს ჭალაში. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისაგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.

დოჭუდან ბილიკი ზემოთ კვეთს გომეწრის სამანქანო გზას და აუყვება სახეოს ალპურ ზონას. სახეოდან ბილიკი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, სამარხილე გზაზე, გოგორათის გორებისაკენ და ჩადის ღელეზე. გომეწარ-პირიქითას წყალგამყოფი ქედიდან ხელისგულივით იშლება პირიქითას, ჩაღმისა და გომეწრის ხეობები. ღელედან ბილიკი მიდის ქვემო ომალოსაკენ და ადის ჯერ ზემო ომალოს პლატოზე და შემდეგ ეშვება ქვემო ომალოში. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, 3 დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია

0
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, 3 დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია
#image_title

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, 3 დაცული ტერიტორიის – ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 3 დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კილომეტრის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კილომეტრამდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა.

დასრულების ეტაპზეა 205 კილომეტრიან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.

იცოდით თუ არა, რომ, თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის…

0
თბილისის მეტროსადგური მშენებლობის გეგმები და ახალი სადგურების პროექტი
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობის გეგმას მითები და არაზუსტი ინფორმაცია მოაქვს. ვარკვევთ ფაქტებს და რეალურ ვადებს.

თბი­ლი­სის მეტ­რო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1966 წლის 11 იან­ვარს შე­ვი­და. ის მეტ­როს მე­ო­თხე სის­ტე­მა იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში (მოს­კო­ვის, სანტ-პე­ტერ­ბურ­გი­სა და კი­ე­ვის შემ­დეგ).

როდესაც მეტრო გაიყვანეს ორ გადასარბენზე, კერძოდ ავლაბარი-თავისუფლება და რუსთაველი-მარჯანიშვილის დამაკავშირებელი, სადგურის გათხრა მტკვრის ქვემოთ მოუწიათ, მაგრამ ბეტონისა და რკინის კონსტრუქციით ისეა აშენებული, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს, სხვათაშორის მაგ გადასასვლელებზე წყლის ჩამოსვლის შემთხვევა არ ყოფილა. პირიქით, საბურთალოს ხაზზე, სადაც გვირაბი ღრმად არ არის გათხრილი, იქ უფრო ჩამოსულა წყალი წვიმის დროს, ვიდრე ამ გადასარბენებში.

თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის. კერძოდ, მარჯანიშვილი-რუსთაველი, თავისუფლების მოედანი-ავლაბარი, ვაგზლის მოედანი-წერეთელი. საბჭოთა პერიოდში მთელ ამ მონაკვეთზე მტკვრის ფსკერი რკინაბეტონის ორმეტრიანი ფილით გადახურეს.

ვაგზლის სადგურსა და წერეთელს შორის გადასარბენ გვირაბებში, რომელიც მტკვრის ქვეშ გადის, მტკვრის ნაწილობრივი, ეტაპობრივი გადაკეტვით განხორციელდა მშენებლობა და მტკვრის საძირკველი ჩაბეტონებულია.

მეტროსადგური რომ გადის მტკვრის ქვეშ, ეს არ ნიშნავს, რომ იმ ადგილებში განსაკუთრებული წყლის მოდენაა. წყლის მოდენა უფრო მეტია, სადაც გადაკვეთს თავისუფლების მოედნიდან ავლაბრისკენ მიმავალი გვირაბი, მაგრამ ეს ყველაფერი იტუმბება.

ამჟამად, 22 მოქმედი სადგურია, ხოლო ლიანდაგების საექსპლუატაციო სიგრძე 26 კმ-ია. I ხაზზე (“ახმეტელის თეატრი”-“ვარკეთილი”) მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად 60 წუთი სჭირდება (30 წუთი ერთი მიმართულებით), ხოლო საბურთალოს ხაზზე – 30 წუთი (15 წუთი ერთი მიმართულებით). I ხაზის სიგრძე 40 კმ-ია, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი – 13,6 კმ. საშუალოდ, დღეში პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები 400 კმ-ს გადიან, საბურთალოს ხაზზე კი – 311 კმ-ს. თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კმ-ია. თბილისის მეტროს გვირაბების საერთო სიგრძე (დამხმარე გვირაბებისა და ჩიხების ჩათვლით) 53,7 კმ-ია.

ყველაზე ძველი ესკალატორი არის მეტრო „მარჯანიშვილის“ ესკალატორი, რომელიც 1958 წელს დამონტაჟდა.

“მარჯანიშვილის სადგურის” ადგილას  თავდაპირველად თავშესაფარი ყოფილა, 3-მეტრიანი სისქის რკინა-ბეტონის გადახურვით. მის ქვეშ მოქცეული თავშესაფარი აღჭურვილი იყო ყველა საჭირო პუნქტით. ამ თავშესაფრის დაშლით გაყვანილ იქნა “მარჯანიშვილის” დახრილი გვირაბი. ყველაზე რთული ობიექტი მეტროს მშენებლობაში “თავისუფლების” იყო. საესკალატორო დახრილი გვირაბის მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ეს გვირაბი მცურავ ქანებში გადიოდა, რომელთა „დაჭერაც“ ჩვეულებრივი გაყვანის მეთოდებით შეუძლებელი იყო. აქ გამოიყენეს ე.წ. გაყინვის მეთოდი. მცურავი ქანების ფენა გაიბურღა და ჩაშვებული მილებიდან გამყინავი აპარატებით გაიყინა გრუნტი.

ყველაზე ღრმა “რუსთაველის სადგურია”, –  100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება.

გვირაბებში საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა.

თბილისის მეტროს, მგზავრთა გადაყვანის გარდა, კიდევ რამდენიმე ფუნქცია აქვს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეტროს სადგურების თავშესაფრად გამოყენებაა საჰაერო იერიშის დროს. ამ მიზნით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მეტროს ღრმად განლაგებული სადგურები აღიჭურვა სპეციალური ინფრასტრუქტურით, რომელიც განკუთვნილი იყო გარკვეული რაოდენობის მოქალაქეებისთვის.

სავენტილაციო შახტა მიწის ზედაპირზე ამოდის. მას ავარიული ამოსასვლელის ფუნქციაც აქვს. ის უერთდება გადასარბენ გვირაბებს. შახტიდან წამოსული ჰაერის ნაკადი გიგანტური ვენტილატორისა და ვერტიკალურად „ჩალაგებული“ კედლების საშუალებით ნაწილდება. სავენტილაციო შახტების შესასვლელებთანაც არის ჰერმეტული კარი, რომელიც საჭიროებისამებრ დაიკეტება და მოახდენს გარკვეული მონაკვეთების იზოლირებას.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ – ზურაბ აზარაშვილი

0

“შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

„რასაკვირველია, შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ შეთანხმებულ ქმედებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მეტი თანხის გადახდა მომხდარიყო. ნახეთ, რომ ზოგჯერ ფასი სამ-ოთხჯერ იყო გაზრდილი.

სამწუხაროდ,პაციენტებში მედიკამენტის გარეშე რჩებოდნენ, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტის ამოწურვა. ამას მოჰყვა რეაგირება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან და იქ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაჯარიმება. ჩვენ ეს, ჯერ კიდევ მარტის თვეში წარვუდგინეთ სააგენტოს. კომპანიების მხრიდან კი, ვერ იქნა ვერავითარი არგუმენტი წარმოდგენილი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა და იმედი მაქვს, რომ ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ აღარ განმეორდება.

ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო  გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება

0

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განახლებული საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მუშაობის სატესტო რეჟიმი, რომელიც 25 მარტიდან ამოქმედდა, დასრულებულია.

მობილური აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა, ორივე პლატფორმაზე, განახლებულ აპლიკაციას იყენებს, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კვლავ ძველი სერვერების მომხმარებელია.

მიმდინარე წლის 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშება და აპლიკაციების მანამდე არსებული ვერსიები ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამიტომ, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ისარგებლონ აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომლის გადმოწერასაც შეძლებენ, როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს.

განახლებული საინფორმაციო ვებგვერდითა და აპლიკაციით უკვე შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება. აპლიკაციის ახალი ვერსია მგზავრებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი.

ჭყონდიდის ეპარქია – ჭყონდიდის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები

0

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს – აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონისა და სამტრედიის, დასავლეთიდან _ სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან _ ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან ფოთისა და ხობის და შემოქმედის ეპარქიები.
საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. იმჟამად ამ ადგილზე სახელგანთქმული კერპი _ მუხის დიდი ხე, მეგრულად „ჭყონი დიდი“ მდგარა და მის სათაყვანებლად და მსხვერპლშესაწირად მთელი ეგრისის მოსახლოება დადიოდა. მაგიური ძალით შემოსილ ბომონს საუკუნეთა განმავლობაში ჩვილ პირმშოებს სწირავდნენ მსხვერპლად. წმიდა მოციქულმა უპირველეს კერპად მიჩნეულ მუხას ქრისტეს სახელით ხალხის თვალწინ მოჭრა დაუწყო. უვნებლად გადარჩენილი ანდრიას ხილვისას, ხის უძლურებით გულმოცემულმა წარმართებმა, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მუხა თვითონვე მოჭრეს. ანდრიას მიერ მოქცეულმა მეგრელებმა პირველი ეკლესიაც ბომონის ადგილზე ააგეს. ტაძრის პირვანდელი სახელწოდება „მარტვილი“ ერთი ვერსიით ამ ადგილზე მოწამეობრივად აღსრულებულთა გამო დაურქმევიათ, მეორე ვერსიით ეკლესია ადრიდანვე განთქმული ყოფილა წმიდა მარტვილთა ნაწილთა სიმრავლით.
მარტვილთა სახელზე აგებული ეკლესია მოგვიანებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს, „მარტვილი“ კი იმ სოფლის სახელად დარჩა.
მატიანის თანახმად, ჭყონდიდის უძველეს საკათედრო ტაძარში დასაფლავებულია ერთიანი საქართველოს დიდი მეფე ბაგრატ IV (1027-1072 წწ.).
ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი. ჭყონდიდელს უმაღლესი საერო თანამდებობა – მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია – ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ზოგჯერ ქართლის უპირველესი საეკლესიო იერარქი – კათალიკოსიც ხდებოდა და სხვა ეპარქიის მღვდელმთავრობასაც ითავსებდა.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ჭყონდიდელი მღვდელმთავრები იყვნენ: სტეფანე სანანოისძე, იგი პირველად Xს. მოიხსენიება, როგორც ჰიმნოგრაფი და მთარგმნელი; XIს-ის I ნახევრიდან ცნობილია გიორგი ჭყონდიდელი, რომელსაც კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობა ჰქონდა ათონის საღვთისმეტყველო სკოლასთან; სტეფანე ჭყონდიდელი, რომელიც ეფთვიმე მთაწმინდლის აპოკრიფული მწერლობის შესახებ კითხვა-მიგებაშია მოხსენიებული; XIს-შივე მოღვაწეობდა იოანე ჭყონდიდელიც, რომელიც 1065 წ. მთავარეპისკოპოსის ხარისხში იხსენიება, იგი მართა დედოფალს ახლდა კონსტანტინოპოლში და გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების აღწერის ერთ-ერთი ინიციატორი იყო; ამავე პერიოდის, 1103-1110 წლებს შორის, ცნობილი მოღვაწეა გიორგი მონოზონი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი; 1118 წ. გიორგის გარდაცვალების შემდეგ დავით აღმაშენებლის დროს, გიორგის დისწული სვიმონი იხსენიება ჭყონდიდელ-ბედიელ-ალავერდელ მთავარეპისკოპოსად და მწიგნობართუხუცესად; XII ს. II ნახევრიდან, 1161 წ. ანისის აღების დროს გიორგი III-ს „თანავაზირობდეს იოანე მწიგნობართუხუცესი და სუმბად სვიმონ ქმნილი“; 1184 წ. გიორგი III-ს გარდაცვალების დროს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი უკვე ანტონი იყო; ანტონის შემდეგ კი თეოდორე; მისი გარდაცვალების შემდეგ, XIII ს-დან მხოლოდ ორი მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელია ცნობილი _ არსენი და ბასილი. არსენი ჭყონდიდელობისა და კათოლიკოსობის შემდეგ მწირად წავიდა შიო მღვიმის მონასტერში; XIII ს-ის 40-იან წლებში იხსენიება ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.
საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVIII სს-ში ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათალიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. იგი სამეგრელო-ოდიშის სამთავროს ეკლესიის მეთაურად ითვლებოდა.
ჭყონდიდის მონასტრის არქიმანდრიტთა გულმოდგინებით მძლავრ საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აქ, როგორც საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერაზე არსებობდა წიგნების გადამწერთა და ბერთა სპეციალური სადგომი _ კრიპტერია. მარტვილის საგანმანათლებლო კერაზე აფხაზთა მეფის გიორგი II-ის თანამედროვე დიდი ჰიმნოგრაფი და მგოსანი იოანე მინჩხი მოღვაწეობდა.
1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას შორის ჭყონდიდის უძველესი ეპარქიაც იხსენიება. ეპარქიაში ეკლესიური ცხოვრების ეტაპობრივი აღდგენა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებიდან იწყება.
2006 წლის 21 დეკემბრიდან ეპარქიის მწყემსმთავარია მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.
ეპარქიის უძველეს საეკლესიო სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიის, წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარე ეკლესია-მონასტრები:
მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (მონასტერი)
ბანძის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
სალხინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ნახარებაოს წმიდა გიორგის ეკლესია
ალერტის წმიდა გიორგის ეკლესია
წაჩხურას მთავარანგელოზთა ეკლესია
ონოლიას წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ნაჯახაოს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესია
სერგიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია
საელიავოს ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია (დედათა მონასტერი)
აბაშის სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესია
სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია
მაედანის წმიდა ილია თეზბიტელის ეკლესია
მარანის მთავარანგელოზთა ეკლესია
კეთილარსის მთავარანგელოზთა ეკლესია
ვედითკარის მთავარანგელოზთა ტაძარი
ნაჯახაოს მთავარანგელოზთა ტაძარი
ნაგებერაოს წმიდა გიორგის ტაძარი
ჯოლევის წმიდა გიორგის ჯვრის მონასტერი.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

0
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა
#image_title

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს.

კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჯამურად 161,3 კმ სიგრძის ახალი საფეხმავლო ბილიკი მოინიშნა, უკვე მონიშნული ბილიკების 24 კმ-იანი მონაკვეთი კი ინფრასტრუქტურულად განახლდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საფეხმავლო გზა გაკეთდა თუშეთის, თრუსოსასა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, მოეწყო თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ბილიკი, ბოჭორმის ციხის, გუდაურისა და ქვეშეთის დამაკავშირებელი ბილიკი, არშის ჩანჩქერებისა და ციხის, ასევე კარკუჩა-ბურსაჭირის ბილიკი.

განახლდა კაცხის სვეტის პანორამული გადასახედის ბილიკი და ადგილზე დაემატა წრიული 360 გრადუსიანი ბილიკი. ასევე, ინწრას ჩანჩქერების, მღვიმისა და ჩოლიანი-კლდეკარი-რკონის საფეხმავლო ბილიკები.

ბილიკების მოწყობა ხელს უწყობს აქტიური თავგადასავლების სტიმულირებას საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აძლევს უსაფრთხო და ორგანიზებული მოგზაურობის შესაძლებლობას.

მონიშნული ბილიკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად დალაშქრონ მარტივი და საშუალო სირთულის სხვადასხვა მარშრუტები და მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

სალაშქრო ბილიკების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე:

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს გამორჩეული დიზაინის მქონე სასტუმროები

0

საქართველოს გამორჩეული დიზაინის მქონე სასტუმროები

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

0
როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან - რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
#image_title

რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ნანატრ დანიშნულების ადგილზე მისვლა და იმის აღმოჩენა, რომ თქვენი ჩემოდანი ყველა საჭირო ნივთით დაიკარგა აეროპორტში. 

ყველასთვის უსიამოვნოა, როცა ქვენი ჩემოდანი ყველა საჭირო ნივთით, აეროპორტში იკარგება. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ბარგის დაკარგვის რისკის შემცირებაში.

„ბარგის უმეტესი ნაწილი იკარგება საერთაშორისო ფრენების დროს, განსაკუთრებით გადატვირთულ პერიოდებში, ბარგის გადაცემის გაზრდილი რისკის გამო. რისკის შესამცირებლად, სცადეთ პირდაპირი ფრენების დაჯავშნა”, – აცხადებენ ექსპერტები.

1. გამოიყენეთ პირდაპირი ფრენები

იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს შორის გადაჯგუფებებია, უმჯობესია შეარჩიოთ პირდაპირი ფრენები. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უმეტეს შემთხვევაში, ბარგი იკარგება საერთაშორისო ფრენებზე, განსაკუთრებით გადატვირთულ სეზონებში, როდესაც ბარგის გადაცემის რისკი მაღალია. პირდაპირი ფრენები ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან თქვენ არ მოგიწევთ ბარგის გადაადგილება საჰაერო ტრანსპორტში.

2. შეარჩიეთ მეტი დრო ფრენებს შორის

თუ ტრანსფერის გარეშე ფრენა შეუძლებელია, გაითვალისწინეთ, რომ ფრენებს შორის მეტი დრო უნდა იყოს. რაც უფრო მეტი დრო გაქვთ, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ბარგი უსაფრთხოდ გადაიტოთ მეორე ფრენაზე. უმჯობესია აირჩიოთ მინიმუმ 2-3 საათიანი ინტერვალი, რათა აეროპორტის პერსონალს ჰქონდეს საკმარისი დრო ბარგის გადატანისთვის.

3. ძველი სტიკერების მოშორება

ფრენების დროს ხშირად ხდება, რომ თქვენს ჩემოდანს დატოვებული აქვს სტიკერები წინა ფრენებიდან. ამ სტიკერების მოშორება თავიდან აგაცილებთ დაბნეულობას და ბარგის არევას სხვა მგზავრების ბარგში.

4. ბარგის ეტიკეტების გამოყენება

თქვენი ჩემოდნის ეტიკეტი აუცილებლად უნდა იყოს გამძლე და კარგად აღქმადი.  აეროპორტის პერსონალს შიდა საკონტაქტო ინფორმაციისა და მონაცემების გაცნობა უფრო მარტივად შეეძლებათ. დარწმუნდით, რომ ეტიკეტზე მითითებული იქნება თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და პირადი მონაცემები.

5. შესამჩნევი ნიშნების დამატება

თუ თქვენს ჩემოდანს გააჩნია გასამახვილებელი ნიშნები, როგორიცაა უნიკალური ფერი ან დამახასიათებელი ნიშანი, მარტივად გაარჩევთ თქვენს ბარგს სხვებისგან. ეს იმ შემთხვევაში იქნება ძალიან პრაქტიკული, თუ თქვენი ჩემოდანი შემთხვევით სხვა მგზავრის ბარგთან ერთად მოხვდება.

6. ბარგის დაზღვევა

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ზარალის პრევენციისთვის, უმჯობესია შეიძინოთ ბარგის დაზღვევა. თუ თქვენი ბარგი დაიკარგა ან დაზიანდა, დაზღვევა შეიძლება დაგეხმაროთ დაზღვეული ნივთების დაბრუნებაში ან მათი ღირებულების კომპენსაციაში.

7. ბარგის ტრეკინგი

დღესდღეობით ბევრი ავიაკომპანია უზრუნველყოფს ბარგის ტრეკინგის სერვისს, რაც საშუალებას გაძლევთ, გააკონტროლოთ თქვენი ბარგის ადგილმდებარეობა. მსგავსი სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ფრენა ყოვნდება ან გჭირდებათ თქვენი ჩემოდნის მოძებნა.

დასკვნა

ბარგის დაკარგვა საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი პროცესია, მაგრამ შესაძლებელია მისი რისკის შემცირება. გამოყენებული სწორი მიდგომითა და წინასწარ დაგეგმილი ზომებით შეგიძლიათ შეამციროთ ამ უსიამოვნო მოვლენების ალბათობა. პირდაპირი ფრენების შერჩევა, მეტი დროის დატოვება ტრანსფერებზე, გამძლე ეტიკეტების გამოყენება და ძველი სტიკერების მოშორება – ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯებია, რომლებიც თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულს და ნაკლებად სტრესულს გახდის.

თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი

0

თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი.

მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან – დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი – ებრაელებისათვის უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს  საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი.
სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას – ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე – სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი.
დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.