სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

სასტუმრო ზუზუმბო მთის ძირში მდებარეობს და თელავს, ალაზნის ველს და კავკასიონს გადაჰყურებს

0

სასტუმრო ზუზუმბო მდებარეობს თელავში, 11 კმ-ს მოშორებით ძველი შუმთის მონასტრიდან.

სტუმრების განკარგულებასია კომფორტული ნომრები, უფასო WiFi, შიდა ეზო პიკნიკის აღჭრვილობით და უფასო პარკირების ადგილით.

ნომრები გაფორმებულია კლასიკურ სტილში, აღჭურვილია ინდივიდუალური აბაზანით, კომფორტული ავეჯით, ზოგიერთი ნომერი ტელევიზიით და აივნით.

სასტუმროში მუშოაბს რესტორანი სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საერთო ტერასით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 80 კმ-ია

ახალგაზრდა ოთხშვილიანმა წყვილმა გადაწყვიტა თბილისიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და საოჯახო სასტუმროს გაკეთება. ძალიან მოკლე დროში სრულიად განსხვავებული სასტუმრო „ზუზუმბო“ ააშენეს. სასტუმრო ზუზუმბოს მთის ძირში მდებარეობს და თელავს, ალაზნის ველს და კავკასიონს გადაჰყურებს, გემოვნებითაა მოწყობილი ოთახებიც და ეზოც: ეზოში შესვლისას ყურადღებას იქცევს ფაცხის მსგავსი ნაგებობა, სადაც გამართულია მარანი რამდენიმე ქვევრით, თონით, მაყლითა და მაგიდებით. ეზოში არის ღია ბარიც. აქ შესაძლებელია კულინარიული მასტერკლასებისა და ღვინის დეგუსტაციის მოწყობა, თონეში პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება. სტუმრებისთვის სუვენირებსაც ამზადებენ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

0

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს.

პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები და სალაშქრო ბილიკები შეისწავლეს. გაეცნენ ტერიტორიაზე არსებულ საპიკნიკე და საკემპნინგე ადგილებს.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

0

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.

მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსები – H1N1 და H1N2 – მომავალ კვირებში კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდება და მეტი ყურადღება გვმართებს რისკჯგუფებში შემავალი პირების მიმართ.

ჩხაიძის ინფორმაციით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები და თუკი 49-ე კვირაში 16 % იყო, ორ კვრაში მაჩვენებელმა 27%-ს მიაღწია.

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება ომიკრონის ახალი ქვეშტამი – JN. აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.

ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, JN.1 ძირითადად ემუქრება ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა… საქართველოში ამ სიმწარეს იგრძნობენ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. JN.1-ის სწრაფი გავრცელების გამო, საავადმყოფოების გადავსების საფრთხე საქართველოშიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია – JN.1-ის სწრაფად გავრცელების შესახებ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ „მაჩვენებლები მაღალი არ არის“, საშიშად არ მიიჩნევა და არც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

„ძირითადად ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, –  მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.

რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში – გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად არის. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

JN.1 – SARS-CoV-2-ის ერთ-ერთია ვარიანტია, რომელიც COVID-19-ს იწვევს; COVID-19 კი, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, გართულებულ შემთხვევებში, ისევ იწვევს ადამიანების სიკვდილს.

JN.1 არის მუტაციის შედეგად წარმოშობილი მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი, მაგრამ დეკემბრიდან უკვე აკვირვებს მსოფლიოს – გავრცელების სისწრაფით და არცთუ სახარბიელო პროგნოზები კეთდება.

დეკემბრის შუა რიცხვებში JN.1 უკვე აღირიცხებოდა ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ქვეყნების რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრდება.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ს კოვიდის ახალმა ტალღამ შეუტია, მას შემდეგ, რაც JN.1 დომინანტ შტამად იქცა.

დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 15-29%-ს შეადგენდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სტატისტიკით, 25 დეკემბრამდე ერთი კვირის ფარგლებში, კოვიდის გამო საავადმყოფოში 29 000 ადამიანი მოხვდა. იტყობინებიან ერთ კვირაში საშუალოდ 1400 დაღუპულის შესახებ. ეს მაჩვენებლები ჩამოუვარდება გასული წლის იმავე პერიოდის სტატისტიკას.
CDC-ის დირექტორი მენდი კოენი „ვაშინგტონ პოსტს“ ეუბნება, რომ რესპირატორული ინფექციებიდან ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე კვლავ კოვიდს ეწირება და სუსტად მიმდინარე კოვიდსაც კი შეუძლია ჯანმრთელობის დამაზიანებელი მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა – გახანგრძლივებული ე.წ. ლონგ კოვიდის სახით. მთელ რიგ კლინიკებში სავალდებულო წესით დააბრუნეს პირბადის ტარება და ეს წესი სრულად მოიცავს, მაგალითად, ლოს-ანჯელესს.

საერთო დათვლებით, აშშ-ში სეზონური გრიპის შემთხვევები სჭარბობს კოვიდისას, თუმცა ამ ვირუსების ერთდროული ცირკულირება საავადმყოფოების პერსონალისთვის პრობლემებს ქმნის და, მაგალითად, მინესოტოს შტატის ქალაქ მინეაპოლისში – პედიატრიულ განყოფილებებში ადგილები თითქმის შევსებულია. საავადმყოფოები ერთმანეთთან კოორდინაციით, გეგმავენ, თუ როგორ გამოყონ ბავშვებისთვის ადგილები ზრდასრულთა განყოფილებებში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით:

განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 65 წელზე ხნიერი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები; ბოლო კვირებში 16%-ით გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და განსაკუთრებით – ხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში. ბოლო კვირებში 10%-ით გაიზარდა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები; ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ დღეს მოქმედი [თანდათან განახლებული] ვაქცინები, ტესტები და სამკურნალო საშუალებები კარგად მუშაობს JN.1-ის შემთხვევაშიც; საჭიროა ვაქცინაცია მათთვის, ვისაც გასული წლის შემოდგომაზე არ გაუკეთებია ვაქცინა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ვაქცინების ბოლო განახლებული ვარიანტი ამერიკელების 19%-ზე მეტს არ გაუკეთებია „ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვირუსი უფრო არ გაძლიერდეს და უფრო მოუხელთებელი არ გახდეს“, – ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის უფროსი მრჩეველი, ეპიდემიოლოგი.

აშშ-ში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიიჩნევა იზოლაციის წესის დარღვევა, როდესაც ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ გარეთ გადის და სხვა ადამიანებსაც აინფიცირებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში JN.1-ის შესახებ ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, „გლობალურ დონეზე დამატებითი რისკი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეფასებულია როგორც დაბალი“, თუმცა ტექსტში ასევე მითითებულია, რომ თავდაპირველად JN.1-ს თვალს ადევნებდნენ როგორც BA.2.86-ის ქვეშტამის ნაწილს, მაგრამ მუტაციის თავისებურებებისა და სწრაფი გავრცელების უნარის გათვალისწინებით, ის უკვე დასაკვირვებლადაც ცალკე გამოიყო.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

აჭარის პოპულარიზაცია უნგრეთში – ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორები ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ

0

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია უნგრეთში – ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე ქართული სიმღერა და ცეკვა ანსამბლმა „ბათუმმა“ და „არსიანმა“ წარმოადგინა.

უნგრეთში აჭარის კულტურული და ტურისტული პროდუქტები ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარმოჩინდა. ღონისძიებას უნგრეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მოწვევით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ქალაქ კესტჰეის მერი და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების და ქვეკატეგორიების წრე გაფართოვდა

0
ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების და ქვეკატეგორიების წრე გაფართოვდა
#image_title

საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება.

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ.

გამოცდაზე გასვლის საფუძველი არ იქნება ოპერაციული ჩარევა, პროთეზირება, კორექცია ან სხვა რაიმე გზით დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მიღწევა. აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ექნება უფლება, მართოს დასახელებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

ბრძანებაში ცვლილების შეტანამდე ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“ და „A1“ კატეგორია/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ენიჭებოდათ, ხოლო „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჰქონდათ.

ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, ასევე, „მართვის მოწმობების შესახებ“ ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივის მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს სმენის დაქვეითების შემთხვევაში რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესებას „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის – ფაზა II“-ის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

სოფელ ჩიქუნეთში ისტორიული მარანი აღდგა

0
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთსა და ჩხუტუნეთში სრულად აღდგა შუასაუკუნეების დროინდელი ისტორიული მნიშვნელობის მარნები, რომლებიც ადგილობრივი კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს!
 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სააგენტოს დირექტორთან ზაურ ახვლედიანთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძესთან ერთად ჩიქუნეთის – ილიას მარანის რეაბილიტირებულ პროექტს გაეცნენ.
მაჭახლის ხეობაში არსებული სხვა ქვიტკირის მარნების მსგავსად, ჩიქუნეთის მარანიც საცხოვრებელი სახლის კომპლექსში შემავალი ქვით ნაგები მარნის ტიპს წარმოადგენს.
ძეგლის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელდა. შენარჩუნებული იქნა მარნის ავთენტური სახე, ქვის წყობის ხასიათი, კამაროვანი გადახურვა. არქიტექტურული კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრება განხორციელდა პირვანდელი ქვებისა და მასალების გამოყენებით.
 პროექტის განხორციელებისთვის 87 000 ლარი დაიხარჯა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

0
#image_title

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. სტუმრებისთვის ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართება. ტურის მონაწილეები მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს მოინახულებენ. აჭარაში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ ტუროპერატორებთან.

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით

0
კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით
#image_title

კახეთში ყველაზე დიდი ტებულოს მთაა. იგი გამოირჩევა როგორც სიდიდით ასევე სილამაზითა და ნასახლარებით.

ტებულოს მთა, დაქუეხი – აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი, ანდის ყოისუსა და არღუნის სათავეებს შორისაა. მდებარეობს ახმეტის რაიონში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე.

სიმაღლე 4493 მ. აგებულია იურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3 კვ.კმ საერთო ფართობით.

მისი თოვლის საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან არღუნის მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და ანდის ყოისუსმთავარი მდგენელი მდინარე  ქვახიდისწყალი. თებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის ქედის საშუალებით.

#image_title

 

კურორტი ლებარდე ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა – მთები, მინდვრები და გასაოცარი ხედები

0

კურორტი ლებარდე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ეგრისის ქედზე

კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის კლიმატი და ნახშირმჟავა მინერალური წყალი.

კურორტი ცნობილია უნიკალური მჟავე წყლებით. ლებარდეში პირველი საკურორტო სეზონი 1922 წელს გაიხსნა, საავტომობილო გზის მშენებლობა კი 1947 წელს დაიწყო, ლებარდე როგორც სააგარაკო კურორტი კი პოპულარული გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა.

ლებარდე ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა, – მთები, მინდვრები და გასაოცარი ხედები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ულამაზესი ადგილი საქართველოში, სადაც სამკურნალო წყლები მოედინება

0

ნოქალაქევი (ძვ.წ. IV-III, ახ.წ. IV-V სს), ციხეგოჯი- არქეოპოლისი – ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 17 კმ-ის მოშორებით. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ სენაკიდან მარტვილის მიმართულებით. ანტიკური ქალაქი მდებარეობს გზის პირას.

ციხისიმაგრეს სამი გალავანი ჰქონდა სხვადასხვა სიდიდის. პატარა საშვალო და მაღალი რომელიც მურმანყრუს შემოსევისას დაინგრა.ი იქნება საქართველოში.

ნოქალაქევი გარდა არქიტეტურული და ისტორიული ნაგებობისა თავისი ლამაზი ბუნებითაც გამორჩეულია. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა უამრავი ადამიანი სტუმრობს ოჯახებთან ერთად მდინარე ტეხურას გასაგრილებლად.

ნაქალაქართან ახლოს არის გოგირდოვანი წყლები, რომელიც სასარგებლოა ალერგიის, კანის დაავადებების, რევმატიზმის, სახსრების სამკურნალოდ.

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც ყოფილა ნოქალაქევში და ისევ არ გასჩენია უკან დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომაც არის, რომ ძველი ნაქალაქარი ზაფხულობით უამრავ დამსვენებელს მასპინძლობას.

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ.

ტეხურის მარცხენა სანაპიროზე.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.