სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

„წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული, ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია…“

0

„წლევანდელი წელი გამონაკლისია და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით.“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული.

„პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სხვა მდგომარეობა იყო რეგიონებში. ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

„არასრულწლოვნებს შორის არიან 6 და 16 წლის მოზარდები. 16 წლის მოზარდმა 2 თითი დაკარგა. კლინიკაში შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ ორმა, ორ-ორი თითი დაკარგა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ.

ქუთაისში, პიროტექნიკით ორი პენსიონერი დაშავდა, ბათუმში ცეცხლი აივანს წაეკიდა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ

0
საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები სტუმრობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 10-ზე მეტ კომპანიასა და მარანს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

„ჯგუფის შემადგენლობაში ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) იყო, რომელიც საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენის ProWein Dusseldorf ფარგლებში, ტონი ასკიტისმა სამი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია „ქართული ღვინის დღე“ გამართა. ტონი ასკიტისი ქართული ღვინოების მრავალფეროვნებაზე საუბრობს და ქვევრის ღვინის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% შეადგინა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია – უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი

0
13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია - უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი
#image_title

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია. უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი

„დირბის ღვთისმშობელი“ არა მხოლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდეა საქართველოსთვის, არამედ სასწაულების წყარო, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება, ვინც რწმენით მიმართავს. 

ისტორიულად, „დირბის ღვთისმშობელი“ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სიწმინდე საქართველოში, რომლის მიმართაც მრავალი სასწაული აღსრულდა.

“დირბის ღვთისმშობელი” წარმოადგენს ღვთიური ძალის გამოხატულებას, რომელიც რელიგიური ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მისი სიწმინდისა და მადლის აღდგენა სასარგებლო აღმოჩნდა მრავალი მორწმუნე ადამიანისთვის.

დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა. ეს ხატი ერთ-ერთი საოცარი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში.

“დირბის ღვთისმშობელი” არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია:

დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო…
მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედორვეობის ახალ, თვალსაჩნო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.

დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.

“დირბის ღვთისმშობლის” განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი, რომელიც ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება.

ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად.
დირბის ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით უშვილო წყვილებს.

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.

დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.

ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.

დირბის ღვთისმშობელმა ბევრუ სასწაული მოახდინა.

მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა

ასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.

#drpkhakadze

ერთაწმინდა -სოფელში დგას XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა ესტატეს ეკლესია

0
xr:d:DAGB6Ox9z7A:18,j:1603705784696702875,t:24040910

ერთაწმინდა – სოფელი კასპის რაიონში (ახალქალაქი სოფსაბჭო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 840 მ, კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 16 კმ…

სოფელში დგას XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა ესტატეს ეკლესია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია.

ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება – გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის – პაატას თავი, აგრეთვე მწერალი ს.ერთაწმინდელი….

საბადურის ტყე – ყველაზე ზღაპრული ადგილი

0
საბადურის ტყე – ყველაზე ზღაპრული ადგილი

საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

საბადურის ტყე 6 წლის წინ.... - თიანეთი - Tianeti,Georgia | Facebook

საბადურის ტყე გამოირჩევა ტურისტული ინფრასტრუქტურით, მოწყობილია ცეცხლის დასანთები, საკარვე და საპიკნიკე ადგილები.

საბადურის ტყე ყველა სეზონზე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

ფოტოები: შემოდგომაზე საბადურის ტყის მონახულება ზღაპარში მოხვედრის ტოლფასია

საბადურის ტყე,ისტორიული ერწო, თიანეთი, 15 GEL, ჯეო მეგზური

საბადურის ტყე თბილისიდან 20 კმ-ში იწყება მისი ფართობი დაახლოებით 5125 ჰექტარია. ტყეში ძირითადად წიფლისა და მუხის ხეებია, აგრეთვე სოკოებს უხვად ვხვდებით. ტყეში მელიასთან და მგელთან ერთად შველიც ბინადრობს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ბაგრატის ტაძარი – საქართველოს სულიერი საგანძური

0

ბაგრატის ტაძარი იმერეთში,  ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. აგებულია 1003 წელს, ბაგრატ III-ის მეფობის ხანაში.

ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო.
XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები. მათივე ცნობით, ტაძარი დამშვენებული ყოფილა ოქრო-ვერცხლის, იაგუნდისა და სხვა ძვირფასი სამკაულებით მოჭედილი მრავალი უძვირფასესი ხატით. რუსი ელჩები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი ამალითურთ დასავლეთის პატრონიკეზე, ე.ი. მეორე სართულზე იმყოფებოდნენ და წირვას ისმენდნენ. ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, ამ უკანასკნელთათვის კი დაფარულნი იყვნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. ხოლო მისი აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტაძრის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭე უვნებლად მდგარა. ამას მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. დღეს კი ისიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
1952 წლიდან ვახტანგ ცინცაძის მიერ ტაძრის თავდაპირველი სახის გრაფიკული რესტავრაციის პროექტის მიხედვით წარმოებს მისი აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.
1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
2012 წელს რესტავრაცია დასრულდა.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენ თვალწინ გადაიშლება ულამაზესი სანახაობა და მიხვდებით, რომ  სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით

0

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს წარმოადგენს, რომლის მსგავსსაც მთელ საქართველოში ვერ ნახავთ. ნახევრადუდაბნო და ტყე, წყნარი და მშვიდი, ერთი შეხედვით მიძინებული დედამიწა, მაგრამ ამავდროულად სიცოცხლით მჩქეფარე, ულამაზესი ხედებით, ბუნების ძეგლებით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლებით მდიდარი ტერიტორია – ეს ვაშლოვანია.

ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენ თვალწინ გადაიშლება ულამაზესი სანახაობა და მიხვდებით, რომ  სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით. იგი ყოველმხრივ უნიკალური დაცული ტერიტორიაა, როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.

თავისუფლებითა და მრავალი დაფარული საიდუმლოებით მოცული ვაშლოვანი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, თითოეულმა თქვენგანი აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას.  ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გამაოგნებელი, ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლების სამყარო გელოდებათ.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

განსაკუთრებით საინტერესოა კოლხეთის ეროვნული პარკი

0

კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა 1999 წელს, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

0
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
#image_title

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს.

რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.

ამასთან, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა 2 შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის, შევინარჩუნოთ დედაქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და მივანიჭოთ მას ახალი სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, ეს საბაგირო გზა გახდება უამრავი ადამიანის ბედნიერი წუთების, მოგონებების, თავგადასავლების ადგილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას საბაგირო გზის ტექნიკური დეტალებიც გააცნო.

„საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული 5 საყრდენი ანძა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას ამ შენობის გარეშე და ქვედა სადგური უნდა მოწყობილიყო რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ მოგვიწია პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ისტორიული შენობა-ნაგებობა უფუნქციოდ არ დარჩენილიყო. დღეს ხედავთ, როგორი ლამაზია ის აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ასევე, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, პროექტის განხორციელებაში ჩართულ კომპანიებს – „დაგს“ და „დოპელმაიერს“, ასევე, განსაკუთრებით გამოყო პატარკაციშვილების ოჯახის დამსახურება მთაწმინდის პარკის შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება არსებითად ზრდის დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალს.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა 2 შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია, ასევე, პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პანორამა სხალტბა

0

📍ყველა ცდილობს იყოს იზოლირებულად, გაერთოს ისე რომ არავინ შეაწუხოს.

ზუსტად ეს პირობებია ჩვენთან✅

📍გაატარეთ წლის ნებისმიერი სეზონი ჩვენთან მათაში😊

📍მდებარეობს მცხეთა წეროვანი თბილისიდან 20კილომეტში

📍კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით.

📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣📣

ადგილზე დახვდებათ

✅სამზარეულო

✅აბაზანა

✅გათბობა-კონდიცირება

✅ჰიგიენური საშუალებები

✅თეთრეული

✅wi-fi

✅პარკირების ადგილი

✅ეზო

✅ყველანაირი აღჭურვილობა ბარბექიუსთვის

✅კაფე -ბარი

✅დინამიკი/მიკროფონი

დაისვენე ქალქიდან მოშრებით 25კილომეტში

აღნიშნე პანორამა სხალტბაზე

✅დაბადების დღე

✅წვეულება

✅ნიშნობა

✅ივენთი

ჩვენთან დაგხვდებათ გუმბათის ტიპის 4 კაციანი გლემფინგი. ასევე 2 ორადგილიანი სახლის ფორმის გლემფინგი.

☎️დაგვიკავშირდით:

📞571163555

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.