საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება
საქართველოში მოგზაურობას რომ გადაწყვეტ, აუცილებლად სანახავ ადგილებში ასურეთი მოინიშნე
საქართველოში მოგზაურობას რომ გადაწყვეტ, აუცილებლად სანახავ ადგილებში ასურეთი მოინიშნე.


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი. მისი საერთო ფართობი 107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია. იგი 1995 წელს დაარსდა.
კვეტერა, კოლონკელიძეები, დიდოსტასტის მარჯვენა, ნამდვილი და გამოგონილიც აქ არის.
კვეტერა, კოლონკელიძეები, დიდოსტასტის მარჯვენა, ნამდვილი და გამოგონილიც აქ არის.
უღრან ტყეში დაკარგული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა.
„ხომ გაგიათ ჯუნგლებში დაკარგული ქალაქების შესახებ და რამდენჯერ გვითქვამს, რაოდენ დიდი საიდუმლოს ინახავს ისტორია..“
კვეტერა
იგივე კვეტარი ან კუეტერი ისტორიული ციხე-ქალაქია კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. ციხე-ქალაქი მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდებარეობს.
ბევრი შთამბეჭდავი სანახაობა გელით – შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და ყველაზე მნიშვნელოვანი – გუმბათოვანი ეკლესია
1968 წელს კვეტერაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, სამუშაოებისას აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა არტეფაქტები, რომლებსაც დუშეთის მუზეუმში ნახავთ. გამორჩეულია შთამბეჭდავი ხედებით.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ირაკლი ლომაია 13 წელია ემიგრანტია – ეხმარება ქართველ და არამარტო ქათველ ადამიანებს კანადის ვიზის მიღებაში
ირაკლი ლომაია 13 წელია ემიგრანტია, ის ეხმარება ქართველ და არამარტო ქათველ ადამიანებს კანადის ვიზის მიღებაში.
ირაკლი არის ადამიანი, რომელსაც უხარია სხვისი სიხარული და წარმატება, რომელიც მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ განვითარდეს, მიაღწიოს ყველა იმ მიზანს, რაც ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში ჰქონდა ჩაფიქრებული.
სანამ კანადაში წავიდოდა, ბევრგან იყო ტურისტად ნამყოფი. იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში.
„გიჩნდება სურვილი, წახვიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც გაცილებით დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი გექნება. სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადავწყვიტე წავსულიყავი თავიდან აშშ-ში. იქ არ დამხვდა ის ატმოსფერო და გარემოება, როგორიც წარმომედგინა და გადავწყვიტე, მეცადა ბედი კანადაში, რამეთუ ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრი კარგი მსმენოდა და ვფიქრობდი, დამეხმარებოდა ჩემი მიზნების ასრულებაში“, – ამბობს ირაკლი ლომაია.
ენა არ იცოდა, ამან ძალიან შეუშალა ხელი ინტეგრირებაში. არ იცნობდა ქვეყანას და მის კანონებს, არ იყო ისეთი არავინ, ვინც მხარში დაუდგებოდა. ეტაპობრივად რამოდენიმე ქართველი ოჯახი გაიცნო და ისინი დაეხმარნენ, მარტოსულად რომ არ ეგრძნო თავი.
„სამწუხაროდ, ბევრი ემიგრანტი ვერ უძლებს. ბევრი ღამეები გამითენებია მშიერს, ყოფილა შემთხვევა საჭმლის ფულიც არ მქონია, მაგრამ გამიძლია და ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და მე სულ სხვა მიზანი მქონდა შესასრულებელი.
მუდმივად ყველა და ყველაფერი მენატრება. მენატრება ოჯახი, შვილები, მეგობრები, მეზობლები. მიუხედევად იმისა, რომ ხშირად დავფრინავ საქართველოში, ეს მაინც არ არის საკმარისი, იმისთვის რომ ის მონატრება გააქარწყლოს, რაც მაქვს. საქართველოში გამოფრენა მუდმივად მიხარია და აი, როცა უკან მიწევს დაბრუნება, თვითმფრიანავში მუდმივად ვტირი. სწორედ ამ გრძნობას სამშობლოს და შენი ოჯახის სიყვარული ჰქვია“, – აღნიშნავს ირაკლი.
ირაკლი ლომაია აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, ამ ქვეყანამ მიიღო და ყველაფერი გააკეთა, რომ მიეღწია წარმატებისთვის.
„საბედნიეროდ, ამ ქვეყანამ მიმიღო და ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, რომ მიმეღწია იმ წარმატებისთვის, რაც რეალურად ჩაფიქრებული მქონდა. იმდენად მიყვარს კანადა, რომ ამ ქვეყანაში ვერ ვგრძნობ იმას, რომ ჩამოსული ვარ ოკეანის გამოღმიდან, არამედ ასე მგონია აქ დავიბადე. რაღაცნაირად ჩემი გახდა ეს ქვეყანა. საკმაოდ კარგი და კომფორტული გარემო მომცა. ჩემი აზრით, ზუსტად ის შედეგი მიჭირავს ხელში, რამდენიც მოვინდომე და ვიშრომე. აბა აქ ლანგარზე მორთმეული არავის არაფერი უანდერძია, რასაკვირველია, ნულიდან დავიწყე ცხოვრება და მივაღწიე საკმაოდ დიდ წარმატებებს ღვთის წყალობით. რა თქმა უნდა, რომ არა კანადური კანონები, მაშინ ვერ მექნებოდა იმხელა არეალი, რომ მქონოდა ამბიცია, თუნდაც გავმხდაარიყავი კანადის მოქალაქე, გამეხსნა ბიზნესები ან სხვა… აქედან გამომდინარე ყველა მოწესრიგებულ და ცივილურ ქვეყანაში კანონი თუ კანონობს, შედარებით მარტივია ახალი ცხოვრების დაწყება და ყველა ჩანაფიქრის ასრულება…
ჩვენ წარმოვადგენთ კანადაში ლეგალურ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ვანკუვერის ფედერალურ სასამართლოში. რომელიც მსოფლიო მაშტაბით გასცემს საკონსულტაციო სერვის აპლიკანტებისთვის, ვისაც სურს ჩამოსვლა კანადაში და ახალი ცხოვრების დაწყება. ჩვენი კომპანია ეხმარება აპლიკანტს, შეუქმნას მოთხოვნილ სტანდარტზე დაყრდნობით, სრული და მყარი, მათზე მორგებული ქეისები, რომელიც შემდგომ იგზავნება კანადის საკონსულოში, საიდანაც მოდის გადაწყვეტილება – გაიცემა თუ არა ვიზა აპლიკანტზე.
ზოგადად, საკუთარ მიზნებზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს, მიმრჩევნია ეს სიურპრიზი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისი ინტერესის სფეროც არის ირაკლი ლომაია. მადლობა!“ – განაცხადა ირაკლი ლომაიამ.
ხულოში, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა


სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – რატომ ბათუმი?
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში
რატომ ბათუმი? – საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, საშობაო-საახალწლო განათებები ქალაქს საოცრად ამშვენებს.
ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია.
ხშირად გონიათ, რომ ახალი წელი და ზამთარი ბათუმში ფანტასტიკის სფეროა, რადგან საზღვაო ქალაქი ყოველთვის მწველი მზესთან და ზღვის ტალღებთან ასოცირდება.
თუ თქვენ ზღვის მოყვარული ხართ, ბათუმი შესაფერისი ადგილია. მართალია, ზღვის სეზონი ზაფხულია, თუმცა თუ ტალღების ხმაური და სანაპიროზე სიარული გიყვართ, გირჩევთ არჩევანი ბათუმზე გააკეთოთ.
დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში პირველი მასშტაბური ფესტივალი – სახელწოდებით, „ურბან ფესტი ჩატარდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანი ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
„პროექტი, დღესდღეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს კვების ზონები; ასევე, ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია. ფესტივალზე მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ, ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებში, იხილონ სახალისო სპორტული შოუ-პროგრამა და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს. ჩვენ ბევრი მსგავსი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რადგან სპორტი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება ჩვენგან დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“
„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს
დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ითვალისწინებს VR ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის აპლიკაციისა და სპეციალური VR სტენდის განვითარებას.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს.
VR გამოცდილება ვიზიტორებს მისცემს საშუალებას:
• დაგეგმონ საკუთარი ვირტუალური მოგზაურობა ინტერაქტიული გზამკვლევებისა და მინიშნებების გამოყენებით;
• აღმოაჩინონ ზღაპრული მღვიმეები და კანიონები;
• დატკბნენ სპეციალური გადასახედებიდან საოცარი ხედებით;
• გამოცადონ ზიპლაინით დაშვების ადრენალინი;
• ისიამოვნონ ვირტუალური პიკნიკებით, კატერით, პანტონითა და კაიაკით გასეირნებით.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც საქართველოს ბუნების პოპულარიზაციას ახდენს. ახალი VR პროდუქტი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების თვალსაჩინო წარმოჩენისა და უცხოელი მოგზაურების დაინტერესების ეფექტური საშუალება გახდება.













