ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

0
როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან - რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
#image_title

რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ნანატრ დანიშნულების ადგილზე მისვლა და იმის აღმოჩენა, რომ თქვენი ჩემოდანი ყველა საჭირო ნივთით დაიკარგა აეროპორტში. 

ყველასთვის უსიამოვნოა, როცა ქვენი ჩემოდანი ყველა საჭირო ნივთით, აეროპორტში იკარგება. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ბარგის დაკარგვის რისკის შემცირებაში.

„ბარგის უმეტესი ნაწილი იკარგება საერთაშორისო ფრენების დროს, განსაკუთრებით გადატვირთულ პერიოდებში, ბარგის გადაცემის გაზრდილი რისკის გამო. რისკის შესამცირებლად, სცადეთ პირდაპირი ფრენების დაჯავშნა”, – აცხადებენ ექსპერტები.

1. გამოიყენეთ პირდაპირი ფრენები

იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს შორის გადაჯგუფებებია, უმჯობესია შეარჩიოთ პირდაპირი ფრენები. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უმეტეს შემთხვევაში, ბარგი იკარგება საერთაშორისო ფრენებზე, განსაკუთრებით გადატვირთულ სეზონებში, როდესაც ბარგის გადაცემის რისკი მაღალია. პირდაპირი ფრენები ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან თქვენ არ მოგიწევთ ბარგის გადაადგილება საჰაერო ტრანსპორტში.

2. შეარჩიეთ მეტი დრო ფრენებს შორის

თუ ტრანსფერის გარეშე ფრენა შეუძლებელია, გაითვალისწინეთ, რომ ფრენებს შორის მეტი დრო უნდა იყოს. რაც უფრო მეტი დრო გაქვთ, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ბარგი უსაფრთხოდ გადაიტოთ მეორე ფრენაზე. უმჯობესია აირჩიოთ მინიმუმ 2-3 საათიანი ინტერვალი, რათა აეროპორტის პერსონალს ჰქონდეს საკმარისი დრო ბარგის გადატანისთვის.

3. ძველი სტიკერების მოშორება

ფრენების დროს ხშირად ხდება, რომ თქვენს ჩემოდანს დატოვებული აქვს სტიკერები წინა ფრენებიდან. ამ სტიკერების მოშორება თავიდან აგაცილებთ დაბნეულობას და ბარგის არევას სხვა მგზავრების ბარგში.

4. ბარგის ეტიკეტების გამოყენება

თქვენი ჩემოდნის ეტიკეტი აუცილებლად უნდა იყოს გამძლე და კარგად აღქმადი.  აეროპორტის პერსონალს შიდა საკონტაქტო ინფორმაციისა და მონაცემების გაცნობა უფრო მარტივად შეეძლებათ. დარწმუნდით, რომ ეტიკეტზე მითითებული იქნება თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და პირადი მონაცემები.

5. შესამჩნევი ნიშნების დამატება

თუ თქვენს ჩემოდანს გააჩნია გასამახვილებელი ნიშნები, როგორიცაა უნიკალური ფერი ან დამახასიათებელი ნიშანი, მარტივად გაარჩევთ თქვენს ბარგს სხვებისგან. ეს იმ შემთხვევაში იქნება ძალიან პრაქტიკული, თუ თქვენი ჩემოდანი შემთხვევით სხვა მგზავრის ბარგთან ერთად მოხვდება.

6. ბარგის დაზღვევა

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ზარალის პრევენციისთვის, უმჯობესია შეიძინოთ ბარგის დაზღვევა. თუ თქვენი ბარგი დაიკარგა ან დაზიანდა, დაზღვევა შეიძლება დაგეხმაროთ დაზღვეული ნივთების დაბრუნებაში ან მათი ღირებულების კომპენსაციაში.

7. ბარგის ტრეკინგი

დღესდღეობით ბევრი ავიაკომპანია უზრუნველყოფს ბარგის ტრეკინგის სერვისს, რაც საშუალებას გაძლევთ, გააკონტროლოთ თქვენი ბარგის ადგილმდებარეობა. მსგავსი სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ფრენა ყოვნდება ან გჭირდებათ თქვენი ჩემოდნის მოძებნა.

დასკვნა

ბარგის დაკარგვა საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი პროცესია, მაგრამ შესაძლებელია მისი რისკის შემცირება. გამოყენებული სწორი მიდგომითა და წინასწარ დაგეგმილი ზომებით შეგიძლიათ შეამციროთ ამ უსიამოვნო მოვლენების ალბათობა. პირდაპირი ფრენების შერჩევა, მეტი დროის დატოვება ტრანსფერებზე, გამძლე ეტიკეტების გამოყენება და ძველი სტიკერების მოშორება – ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯებია, რომლებიც თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულს და ნაკლებად სტრესულს გახდის.

თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი

0

თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი.

მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. IV საუკუნიდან – დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია, ისეთივე შემკრებია ქართველობისა, როგორც იერუსალიმი – ებრაელებისათვის უამრავი რამ გადახდა ჩვენს ქალაქს  საუკუნეთა განმავლობაში, მრავალგზის დამუქრებია მტერი, ბევრიც მოუგერიებია გმირთა წყალობით. დიდხანს ყოფილა დაპყრობილი, მაგრამ მაინც გაუტეხელი.
სპარსნი, ოსმალონი, ბიზანტიელნი, რუსნი მოდიოდნენ მტრად და საბოლოოდ რჩებოდნენ მოყვრებად, რაკი ჩვენი დედაქალაქი იკრებდა ყველა ჯიშსა და მოდგმას, ყველა ენასა და სარწმუნოებას – ითავისებდა განსხვავებულ კულტურას, თავადაც მდიდრდებოდა და საქართველოსაც ამდიდრებდა საკუთარი მრავალფეროვნებით.
იშვიათია დედამიწაზე ქალაქი, რომელსაც ესოდენ უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მიეღოს და შეეთვისებინოს სამტროდ გადაკიდებული ტომები, რჯულნი და სარწმუნოებანი, რომლებიც აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მიწის ერთ მტკაველზე – სინაგოგად, მეჩეთად, კათოლიკურ კირხად თუ მართლმადიდებლურ ტაძრად სახეთქმნილნი.
დედა-თბილისი ყოველი მათგანის მფარველი იყო, არის და იქნება მარადჟამს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ გრძნეული ქალაქის ისტორია: როგორ იბადებოდა და ვითარდებოდა იგი, ქმნიდა საერთო ღირებულებებს, იცავდა მათ მოსისხლე მტერთაგან, იზრდებოდა და კნინდებოდა საქართველოსთან ერთად, მაგრამ მუდამ ინარჩუნებდა იმ სულისკვეთებას, რომელმაც საქართველოს დედაქალაქად და კავკასიის ცენტრად აქცია.

ადგილი სადაც, ყველაფერი მეფე თამარს უკავშირდება

0
ძველი ისტორიული სოფელი თორი
ადგილი სადაც, ყველაფერი მეფე თამარს უკავშირდება

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? – ლაგოდეხის ეროვნული პარკი

0
გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? - ლაგოდეხის ეროვნული პარკი
#image_title

გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა?

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი. მისი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება არ არის გასაკვირი. სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (სიმაღლებრივი ზონალურობა, ჰავისა თუ ლანდშაფტური ზონების სრული სპექტრით) 3,428 მეტრს აღწევს. ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) დიფერენციაცია ჭალის ტყეებით დაწყებული და ერთი შეხედვით უსიცოცხლო ციცაბო კლდეების კალთებით დამთავრებული, ბუნებრივად იწვევს იმგვარ ბიომრავალფეროვნებას, რომლის მსგავსიც საქართველოს სხვა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება.

ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია.  დღეისათვის ადმინისტრაცია  ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი,“ მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებით ბილიკი.

გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

0

მეორე წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ მხარდამჭერია. ამასთან ერთად, ის სტუდენტის კატეგორიის გამარჯვებულებსაც აჯილდოებს და ასაჩუქრებს. პრიზებს, რომლებსაც „აგროსფერო“ მათ გადასცემს, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობების მიცემაა. წლევანდელ გამარჯვებულებს „აგროსფერომ“ საზომი ხელსაწყოებით დაკომპლექტებული სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც 3000 ლარის ღირებულების პროდუქცია მოათავსა.

სტუდენტები, რომლებმაც 2023 წლის აგროოლიმპიადის საპრიზო ადგილები მოიპოვეს გიორგი ვენგო ღლონტი, თეა იმნაძე და ბექა ფანგანია. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება და უპირატესობის მოპოვება ასობით კონკურსანტს შორის შეძლეს.

გიორგი, როგორც ვიცით, თქვენ უკვე მესამედ მიიღეთ მონაწილეობა აგროოლიმპიადაში. როგორი იყო თქვენი შედეგები წინა მცდელობებზე?

გიორგი ვენგო ღლონტი: აგროოლიმპიადაში მონაწილეობას მისი დაარსების დღიდან ვიღებ. პირველ წელს შეგეძლო, რამდენიმე მიმართულებაში გეცადა ბედი. მაშინ სატყეო საქმეში – მე-2, ხოლო მექანიზაციაში მე-3 ადგილი დავიკავე. შემდეგი წლიდან პირობები შეიცვალა და მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევის შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი აგრონომიაზე შევაჩერე, ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ფინალურ ტურზე გასვლა ვეღარ მოვახერხე. წელს მესამედ ვცადე ბედი და დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის საშუალებით პირველი ადგილის მოპოვებაც შევძელი.

რამდენად რთული იყო აგროოლიმპიადის ტესტები?

ბექა ფანგანი: აგრონომია, ზოგადად, საკმაოდ რთული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფიტოპათოლოგია, აგროქიმია, ენტომოლოგია და სხვა. კითხვები მაქსიმალურად ფარავდა ყველა საკითხს, შესაბამისად, ტესტებიც საკმაოდ რთული იყო.

გიორგი ვენგო ღლონტი: ვფიქრობ, რომ ტესტი მოითხოვდა ყველა მიმართულების არა ზოგად, არამედ სიღრმისეულ ცოდნას. ამასთან ერთად, იყო კითხვები ისეთ ქვედარგებზეც, რომლებიც უნივერსიტეტში ან არ ისწავლება, ან მხოლოდ ზედაპირულად. ამიტომ ტესტის კარგად დასაწერად, საჭირო იყო უნივერსიტეტს გარეთ დაგროვებული ცოდნაც.

თეა იმნაძე: მეც შემხვდა ისეთი საკითხები, რომლებიც უნივერსიტეტში ჯერ გავლილი არ მაქვს, თუმცა პასუხების გაცემისას ჩემს ლოგიკასა და ზოგად აგრონომიულ ცოდნას ვენდე. პირველი ცდის კვალობაზე ჩემი შედეგით უკმაყოფილო არ ვარ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აგროოლიმპიადები?

გიორგი ვენგო ღლონტი: ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში პროფესიონალების დიდი დეფიციტია. ეს ოლიმპიადა კი მნიშვნელოვანია იმით, რომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს დამატებით მოტივაციას აძლევს, რათა განვითარდნენ, გაიფართოონ ცოდნა და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.

თეა იმნაძე: როცა ამ ოლიმპიადის შესახებ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მოუთმენლად ველოდი პირველ ტურს, რადგან ეს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და გამოცდის ძალიან კარგი საშუალებაა. აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა.

რამდენად მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა ამ ტიპის ღონისძიებებში?

ბექა ფანგანი: ზოგადად, ვფიქრობ, კერძო კომპანიებისგან განათლების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით სტუდენტებს არა მხოლოდ ჯილდოების მოპოვების საშუალება ეძლევათ, არამედ იძენენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული კომპანიების შესახებ. მაგალითად, „აგროსფეროსთან“ გვქონდა ვიზიტიც, რა დროსაც უკეთ გავიცანი მისი საქმიანობა და პროცესებიც ბევრად ხელშესახები გახდა. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ჩაერთვება კერძო სექტორი სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში, მით უკეთესი პროფესიონალები ეყოლება მომავალ თაობას.

უკვე გამოცადეთ თუ არა „აგროსფეროს“ მიერ გადმოცემული საზომი ხელსაწყოები პრაქტიკაში?

თეა იმნაძე: დიახ, უკვე აქტიურად ვიყენებ ციფრულ მიკროსკოპს, რომლის დანახვაც, ვერ აღგიწერთ, რამდენად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მცენარეების მავნებელ-დაავადებები მაინტერესებს და ციფრული მიკროსკოპის დახმარებით უკვე შევისწავლე გარკვეული მავნებლები ჩემი სახლის ციტრუსზე. დანარჩენ ხელსაწყოებს, ვფიქრობ, უნივერსიტეტის პრაქტიკული საგნის, „აგროპროექტის“ ფარგლებში უფრო აქტიურად გამოვიყენებ.

გიორგი ვენგო ღლონტი: აგრონომიაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, ცალკეული ფაქტორი ან გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა. პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის პოვნა, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საზომ ხელსაწყოებს შეგვიძლია აგრონომიის მარჯვენა ხელი ვუწოდოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, სამსახურში უკვე გამოვიყენე მარილიანობის და ph პარამეტრების მზომელები. დანარჩენს კი ეტაპობრივად მოვსინჯავ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ „აგროსფეროს“ მიერ დაწესებული პრიზი ზუსტად ემთხვევა აგროოლომპიადის მიზნებს. ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, აგრონომიის მარჯვენა ხელია, გაძლევს შესაძლებლობას მეტი ინფორმაცია დააგროვო, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარო და განვითარდე.

აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ორეტაპიანი ტესტირების შედეგად 39 გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზიორები ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე) და ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე) დასახელდნენ.

აგრარული ეროვნული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, „აგროსფერო“ კი მეორე წელია მას პარტნიორობას უწევს. გასულ წელს კომპანიამ 9 გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა და მათ აუდიო და ელექტრონული წიგნები, ონლაინ კურსი, JBL-ის უსადენო ყურსასმენები, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გადასცა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

0
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი
#image_title

სინოპტიკოსების პროგნოზით 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  (საფრთხის დონე საშუალო).

კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით

0

კურორტი ურეკი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკული, იცის თბილი უთოვლო ზამთარი.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. აქ ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია თუკი ბავშვებთან ერთად ისვენებთ.

ლისაბონში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – Web Summit 2024 ქართული სტენდია წარმოდგენილი

0
ლისაბონში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit 2024 ქართული სტენდია წარმოდგენილი
#image_title

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Web Summit 2024 მიმდინარეობს. ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს.

ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული სტენდია წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს საქართველოს მთავარი მესიჯია Start up in Georgia / Invest in Georgia, რომელიც შემუშავდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის, სერვისების ინტერნაციონალიზაციის, IT სექტორის პოპულარიზაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენის მიზნით.

Web Summit 2024-ს 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

აპირებს თუ არა მთავრობა სახელმწიფო პროგრამით ყველა წამალი თავად შეისყიდოს? – მინისტრის პასუხი

0

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახელმწიფომ ფარმაცევტული ბიზნესი ონკომედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებაში დაადანაშაულა.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს

0

კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მატარებელი კულტურული ძეგლი.

ჟურნალმა “Architecture Desigh”-მა მკითხველ მსოფლიოს 115  ზღაპრული სოფელი გააცნო, რომლებიც გამოირჩევიან ლანდშაფტით, კულტურითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.

115 მსოფლიოს ზღაპრული სოფლების ნუსხაში დასახლებები მთელი მსოფლიოდან მოხვდა. ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ულამაზესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი- უფლისციხე.

სიაში ასევე ვხვდებით გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნის საოცარ ადგილებს.

უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. გორიდან 10 კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, 10 ჰა ფართობზე. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. ქალაქს აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა… ამჟამად ციხე-ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.

ნაქალაქარში შემორჩენილია ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები, II ს-ის ანტიკური თეატრონი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოკვეთილია დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა (VI ს-ის II ნახ.). ციხე-ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დგას უფლისწულის სამეკლესიანი ბაზილიკა (X ს-ის II ნახ.). ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა, ქვევრი ეკლესიაში მოჰქონდათ და აქვე ტოვებდნენ. უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა საიდუმლო გვირაბი. იგი კლდეშია ნაკვეთი და 41 მეტრის სიგრძისაა. ალყის დროს აქედან ამარაგებდნენ ქალაქს წყლითა და სანოვაგით.

დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.

სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.

საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.
უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქას, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა…
ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის მიდამოები ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია. ძვ.წ. X-VIსს.-ში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე -‘’უფლის”, ‘’ბელადის’’ ციხექალაქი. სიტყვა ‘’უფალი’’ უძველესია და თავიდანვე ღმერთს ნიშნავდა, მაგრამ კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მას საერო მნიშვნელობაც გაუჩნდა. აქედან წამოვიდა მეფე, მეუფე, ხელისუფალი. ’’ციხე’’ კი საცხოვრისის აღმნიშვნელი სიტყვა იყო, შემდეგ კი გამაგრებულ ადგილს მიესადაგა.
არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონის იყო დაფარული, ხოლო შემდეგ ძვირფასი ლითონი მოდიოდა. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ გაეცვითა უბრალო ლითონი, მერე საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს იღებდა. არქეოლოგიური მასალები ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა ძვ. წ. XVI-XV სს.-ში უკვე ცხოვრობდა, ხოლო ძვ.წ. X-VIსს.-ში უკვე სატაძრო ქალაქია, ახ.წ. I-III სს.-ში კი უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატგიული და ამავდროულად მნიშვნელოვანი წარმართული საკულტო ადგილია.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IVს.30-იან წ.) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ.
1920 წელს გორის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა იყო, რამაც უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა.
XXს.-ის მეორე ნახევარში არქეოლუგიურმა ექსპედიციებმა უნიკალური მასალები გამოავლინა, ასევე 6 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნი იქნა განძი – მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა. მთავარი მაინც ტერაკოტის ქანდაკებაა, რომელიც ქალღმერთის გამოსახულებაა. დათარიღებულია ძვ.წ. IV-III სს.-ით განძის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, აქ გადიოდა ეს გზა, ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე დღესაც ეთყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.
უფლიასციხეში კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი, ასევე ციხე წყალს გვირაბის მეშვეობით იღებდა მტკვრიდან.

შემთხვევით აქ ერთმა მცხოვრებმა სამარხი აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა სამარხემზე ცხოვრობდა.
თეატრონიდან ‘’თამარის დარბაზისაკენ’’ მიმავალ გზაზე გხვდება საპყრობილე, რომელიც 8,5 მეტრის სიღმის ორმოს წარმოადგენს. მდებარეობს მთავარ ქუჩაზე. ორმო ქვემოთ ვიწროვდება ისე, რომ პატიმარს დაჯდომა არ შეეძლო. რადგანაც ციხექალაქის მთავარ ქუჩაზე იყო, ყველა გამვლელი დაინახავდა ვინ იჯდა საპყროპილეში, ასე არცხვენდნენ პატიმარს.
თამარის დარბაზს ეს სახელი თამარ მეფის საპატივცემლოდ დაარქვეს, თუმცა თამარს აქ არასოდეს უცხოვრია. დარბაზი თავდაპირველად განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისთვის. დარბაზის ჭერს შუაში შედგმული ქონდა კლდეში გამოკვეთილი ორი სვეტი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაწილში მარანი გაუკეთებიათ. დარბაზის ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა, გაჭრილია წრიული ფორმის ხვრელი, საიდანაც შემოდიოდა სინათლე და სავენტილაციო ფუნქციასაც ასრულებდა.
VI ს.-ის II ნახევარში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოუკვეთიათ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა.
ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.