xr:d:DAGBhznMY_s:14,j:6331359080662383188,t:24040509

როგორია Georgian Wings-ის ზაფხულის განრიგი და რა მიმართულებებზე იფრენს ავიაკომპანია

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს გაზრდილი მიმართულებებით და სიხშირეებით ხვდება. როგორც AviaNews-ს კომპანიაში განუმარტეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Wings-ი შეასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.

Georgian Wings-ი ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს პრაღის, კიშინაუს, ბაქოს მიმართულებით. ასევე უკვე დამტკიცებულია ჩარტერული ფრენების პროგრამა თეირანის და შარმ ელ შეიხის მიმართულებით.

თუმცა როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და ზაფხულის განმავლობაში ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს აუცილებლად დაამატებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დღეს დამტკიცებული განრიგის თანახმად, Georgian Wings-ი თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორია — დეტალები

რაც შეეხება თბილისი-კიშანაუ-თბილისის მიმართულებას, Georgian Wings-ი რეისებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი Georgian Wings-ი ფრენებს 7 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით, ანუ ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს.

ჩარტერული ფრენების პროგრამა კი მოიცავს ფრენებს თბილისი-თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ასევე თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისის საჰაერო ხაზზე. თეირანის მიმართულებით Georgian Wings-ი ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს და ფრენები შესრულდება ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ხოლო შარმ ელ შეიხის მიმართულებაზე Georgian Wings-ი კვირაში 1 სიხშირით იოპერირებს და ფრენები ყოველ კვირა დღეს სრულდება.
შესაბამისად ამ დროისათვის გაწერილი განრიგის მიხედვით Georgian Wings-ი კვირაში 12 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის 2 Boeing-ით ოპერირებს.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). როგორია Georgian Wings-ის ზაფხულის განრიგი და რა მიმართულებებზე იფრენს ავიაკომპანია. 19 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/როგორია-georgian-wings-ის-ზაფხულის-გან/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. როგორია Georgian Wings-ის ზაფხულის განრიგი და რა მიმართულებებზე იფრენს ავიაკომპანია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-georgian-wings-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network