ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობა – სპინალური არხის სტენოზი ნიშნავს ხერხემლის არხის შევიწროვებას
მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი – ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე იკითხება
მეტეხი – სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრში.
იგი XIII საუკუნით თარიღდება. სატაძრო კომპლექსი ღვთისმშობლის ტაძარს, გალავანს, კოშკებსა და სამრეკლოს მოიცავს. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღადგინეს მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტიანი სამკაულები. ტაძრის თავისებურებას და მისი გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს თორმეტსარკმლიანი გუმბათი წარმოადგენს, რომლის ყელიც ზევითკენ მკვეთრად ვიწროვდება. მეტეხის ტაძარი ასახავს ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს, თუმცა ის ამავდროულად საგრძნობლად ინდივიდუალურია. ტაძარი არ არის დატვირთული ხორცოვანი ჩუქურთმებით, ასევე მის საფასადო მორთულობას დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განუცდია (ნაწილობრივ გადანაცვლებულია, ნაწილობრივ კი დაკარგული), თუმცა მისი მხატვრული გადაწყვეტა ყურადღებას იქცევს. კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.
მეტეხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამაროვნები, ყორღანები და ნამოსახლარები, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ძვ წ- აღ -ის მე -10 საუკუნით დამთავრებული..
სოფელში რამდენიმე ეკლესიაა:
- მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
- კვირაცხოვლის ეკლესია
- ამაღლების ეკლესია
- წმ. თევდორეს ეკლესია
სოფელში, გაშლილ ტაფობზე, დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის XIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნოვანი სამრეკლო და კოშკებჩამონგრეული გალავანი.
ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება, გალავანი და კოშკები გვიანი შუასაუკუნეებისაა, სამრეკლო კი XIX საუკუნეშია აგებული. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიან შუასაუკუნეებშია აღდგენილი ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტული სამკაულები.
28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

ფოტო: badri vadachkoria
ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობელს უკავშირდება.
გუგულაანთ უბანში, სოფლის აღმოსავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის ეკლესია – ამაღლების ეკლესია.
სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის წმ.თევდორეს ეკლესია
სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს კვირაცხოვლის მცირე ზომის ეკლესია.
ლოცვა მარიამობისა
„ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები
“ბორჯომის” სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ეპოსშია აღწერილი. ცნობები ამ სასწაულმოქმედი წყლის წყაროების შესახებ 1500 წელზე მეტს ითვლის.
“ბორჯომი” — საშუალო მინერალიზაციის, სუფრის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატული, სამკურნალო მინერალური წყალია. წყაროები საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარეობს.
სხვა ანალოგიური მინერალური წყლებისგან განსხვავებით “ბორჯომი” მიწის ზედაპირთან გაცივებას ვერ ასწრებს და თბილი ამოდის (38–41 გრადუსი ცელსიუსით), “გზადაგზა” ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის.
მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, თირკმლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ქვის აბაზანები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისშია აღმოჩენილი, მოწმობს, რომ მინერალური წყაროები საბანაოდ ძველი დროიდან გამოიყენებოდა.
ქართველი ისტორიკოსების კვლევების თანახმად, ბორჯომის ხეობის მინერალური წყლები I საუკუნიდან XVI საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.
წყარო აღადგინეს XIX საუკუნის დასაწყისში ხერსონის პოლკის გრენადერების წყალობით, რომლებმაც წყარო მდინარე ბორჯომის მარჯვენა ნაპირზე აღმოაჩინეს. უკვე 1850 წელს იქ მინერალური წყლების პირველი პარკი გაშენდა, ხოლო 1854 წელს პირველი ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.
კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა — რომანოვების სასახლე აიგო.
ეს უნიკალური ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების მტკვრისა და ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს.
დედა მარიამის მონასტერი (პანაგია სუმელა) – იქ დაცულია სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ ლუკა მახარებელს უნდა დაეწერა
გილოცავთ სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის მიძინებს დღესასწაულს. შეგეწიოთ დედაღვთისა და გფარავდეთ

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო
მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
საინტერესო ამბები ქუთაისის ცნობილი თეთრი ხიდის შესახებ
საინტერესო ამბები ქუთაისის ცნობილი თეთრი ხიდის შესახებ
„დიდი მადლობა ჩემს ახალგაზრდა კოლეგას კატო ბარამიძეს ასეთი კარგი სიუჟეტისთვის“, – წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფილმი
სასწაულია მღვიმევის დედათა მონასტერი – უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე
„სასწაულია მღვიმევის დედათა მონასტერი.

ტაძარი XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავს დაუარსებია. მონასტერში შემორჩენილია ფრესკები: დამაარსებლისა, მისი მეუღლისა და ძმისა.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში
რატომ ბაკურიანი? – გიყვართ თოვლი და გართობა, ბაკურიანში ახალი წელი კარგი არჩევანია.
კურორტი ბაკურიანი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას. იგი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე.
ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა.
მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, უმეტესად წიწვიანი (ნაძვნარი) და წიფლნარი ტყის სურნელი, კოხტაგორას, კოხტაგორა II, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს მთების – ხედები წელიწადის ყოველ დროს იზიდავს დამსვენებელს.
ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბაკურიანში ყოველ სეზონზე ბევრი დამსვენებელია.
სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება – თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია
„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებების აღწერა
თბილისობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს:
- კულტურული ღონისძიებები: კონცერტები, საცეკვაო წარმოდგენები და სახელოვნებო გამოფენები.
- ადგილობრივი საჭმელები: უნიკალური გემოთი სავსე საკვები, რომელიც თბილისის კულტურას წარმოადგენს.
- ზემოაღნიშნული ლოკაციების დეკორაცია: ქალაქის ძველი უბნების განათება და მორთვა.
თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ეს არის ტრადიციული კულტურული ზეიმი, შემოდგომის ფესტივალი, რომელიც აღინიშნება ოქტომბერში
თბილისობის დღესასწაული 1079 წელს აღინიშნა. ეს იყო სიმბოლო უხვმოსავლიანობისა, ბარაქისა, ნაყოფიერებისა. აგრეთვე, კარგად წარმოაჩენს ქართველი ხალხის ხასიათს: მასპინძლობის საოცარი კულტურა, გულუხვობა და ხელგაშლილობა.











