#image_title

სასწაულია მღვიმევის დედათა მონასტერი – უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„სასწაულია მღვიმევის დედათა მონასტერი.

შეგეწიოთ და გფარავდეთ ყველას”.
მღვიმევის დედათა მონასტერი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. XIII საუკუნით თარიღდება. ჭიათურიდან მონასტრამდე მიემართება ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის ავლის შემდეგაც შესაძლებელია ხელოვნურად გამოკვეთილ გვირაბში შესვლა. გვირაბის გადახურვა საყრდენი თაღებითაა შემაგრებული. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება.
უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე, ცის კიდესთან დედათა მონასტერში.კიბე გრძელ გვირაბს უერთდება.გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი და შემაგრებულია საყრდენი თაღებით.
გვირაბით შედიხარ მთავარ გამოქვაბულში, რომელიც 35 მ–ის სიღრმეშია შეჭრილი კლდეში.სწორედ ამ დიდი, ბუნებრივი მღვიმის გამო ეწოდა “მღვიმევის დედათა მონასტერი”.მღვიმის შუაგულში არის დიდი ლოდი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხართეძოზე წამოწოლილი ნელ–ნელა მილიმეტრობით იზრდება. სიღრმეში მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო.
მონასტერში ინახებოდა უნოკალური ჭედური ხატები, დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. აქ იყო აგრეთვე ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნომუში, ვაზის კარი (მუზეუმშია დაცული),
ტაძარი XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავს დაუარსებია. მონასტერში შემორჩენილია ფრესკები: დამაარსებლისა, მისი მეუღლისა და ძმისა.
სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან; მას სახურავ-თაღად ბუნებრივი კლდე აქვს. თაღს უდგას ორი სვეტი, კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი.
შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია, მხატვრობა განახლებულია, საეკლესიო შინაარსის მხატვრობის გარდა აქ დახატულია ისტორიული პირებიც.
ფოტოები:Paata Photography
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze

 

Contents
READ  სამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები, რომელიც უნდა ნახოთ...
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). სასწაულია მღვიმევის დედათა მონასტერი – უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე. 27 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/სასწაულია-მღვიმევის-დედა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. სასწაულია მღვიმევის დედათა მონასტერი – უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network