ფოტოები: paata.ge photography

ცუცხვათის მღვიმე – თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმე ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

ცუცხვათის მღვიმე – თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმე ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. იგი 13 სართულისგან შედგება.

ცუცხვათის მღვიმე იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში მდებარეობს, ზღვის დონიდან 320 მეტრზე.

ცუცხვათის მღვიმე თავისი მრავალფეროვნებითა და არქეოლოგიური მნიშვნელობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.

ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება.
მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.
მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს:
1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის – VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს – შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები.
ფოტოები: paata.ge photography
 
#drpkhakadze #აქხარისხია

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.