მიმდინარე პერიოდში, პოპულარულ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო არხებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ სხვადასხვა სტატიის და პუბლიკაციის რაოდენობა ჩინეთის ბაზარზე. საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ვრცელი სტატია ასევე დაიბეჭდა ჟურნალში, რომელიც Eastern China Airlines-ის ბორტზე განთავსდა. აღნიშნული ავიახაზებით ყოველწლიურად 100 მლნ-ზე მეტი მგზავრი სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული პარკების მიმართ გაზრდილი ინტერესი ჩინეთის ბაზარზე, 2024 წლის სექტემბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩინეთის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული ხუთდღიანი მედიატურის შედეგია. ასევე, გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ჩინეთის ტურისტულ გამოფენაში, რაც დადებითად აისახება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ცნობადობის ზრდაზე.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ტურისტების რაოდენობა, რომლებიც დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ, მუდმივად მზარდია.
იხილეთ ასევე
- აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს
- „სალაშქრო მიმართულებები წლიდან წლამდე იზრდება“
- Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ბათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზესაქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314