შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

0

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი “შენი პულსი” კონკურსს აცხადებს – გაეცანით დეტალებს აქ

0

📣ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი – „შენი პულსი“ კონკურსს აცხადებს ‼️

🎁ჩვენ გთავაზობთ კონკურსს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, ჩვენს მედიაჰოლდინგში გაიაროთ 3-თვიანი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით, გამოაქვეყნოთ სტატიები არაერთ სფეროში ან მოიგოთ 500₾ ✨

✅️როგორ ჩაერთოთ კონკურსში? ამისთვის საჭიროა, შეასრულოთ სამი აუცილებელი პირობა:
1️⃣ უნდა მოიწონოთ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ;
2️⃣ გამოიწეროთ ჩვენი Facebook გვერდი;
3️⃣ კომენტარების ველში დატოვოთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო ან მაქსიმუმ 60-წამიანი ვიდეო კულინარიისა ან ინტერიერის დიზაინის თემატიკით… თქვენ მიერ დატოვებული ფოტო ან ვიდეო ჩაითვლება ვალიდურად, თუ ამავე პოსტს საჯაროდ გამოაქვეყნებთ (Share) Facebook-ის პირად გვერდზე.

📍დაიმახსოვრეთ, კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია 1-ელ აპრილამდე ✅
1-ელ აპრილს, „შენი პულსის“ რედაქცია გამოავლენს 2 ყველაზე საინტერესო კონტენტის ავტორს და საჩუქრად გადასცემს ჩვენს ჰოლდინგში დასაქმების შეთავაზებას ან 500₾-ს… 💫

🫶ჩაერთეთ კონკურსში და გახდით ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგის საქმიანობის თანამონაწილე ან მოიგეთ 500₾! გისურვებთ წარმატებას! ✨💫

კონკურსთან დაკავშირებული დეტალები 👇

კონკურსისთვის შეარჩიეთ საინტერესო კადრი კულინარიის ან ინტერიერის დიზაინის თემატიკით და აქციეთ საკონკურსო ფოტოდ ან მაქსიმუმ 60 წამიან ვიდეოდ 👌

კულინარიის თემატიკა ნათელია – ის მოიცავს აბსოლუტურად მთელ აღნიშნულ სფეროს. ხოლო ინტერიერის დიზაინის თემატიკაში არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ინტერიერით – შეგიძლიათ, გადაუღოთ საინტერესო კადრები სახლების, კაფეების, მაღაზიების, ნებისმიერი შენობის ინტერიერსა თუ ექსტერიერს… შეიძლება იყოს ქუჩაში გადაღებული კადრიც – მთავარია, საინტერესო ხედვა და სწორად შერჩეული კონტენტი 👌 გისურვებთ წარმატებებს! 💫✨

,,ტრადიციული აჭარული ნაქარგობა”

0

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 02.11.2020 წლის №02/73 ბრძანებით, „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში და მათ შორის აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები, და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ამოუცნობი სამცხე-ჯავახეთი – დარანები, რას მალავს ზადენის გორა ადიგენში

0
ამოუცნობი სამცხე-ჯავახეთი…
დარანები, რას მალავს ზადენის გორა ადიგენში…
შუასაუკუნოვანი მიწისქვეშა საცხოვრისი ადიგენში სოფელ ბერფანასთან ადგილობრივებმა შემთხვევით აღმოაჩინეს…

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აღნიშნულია გარემოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მაჭახელას ეროვნული პარკი

0

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკის ტერიტორიია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ლუგელა-მუხურის ხეობა – რისთვის იყენებენ ლუგელას წყალს

0

მუხური – ლუგელა!

ლუგელას მინერალური წყალი გამოდის სამეგრელოს ქედის ქვემო წელში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში. ლუგელას მინერალური წყალი უტოდეება 10%-იან კალციუმის ქლორს. გამჭვირვალეა, უნალექო და უგაზო. არ იყინება 25 გრადუსზეც.
ლუგელას წყლის საბადოს ტერიტორიიდან 3 კმ-ით დაშორებულია ცნობილი კურორტი მუხური, რომელსაც შუაზე ჩამოუვლის მდინარე ხობისწყალი…

ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა 65-70%-ია. მუხურიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს კარბონატული წყლებით ცნობილი ლურორტი “სქური”, რომელიც გამოიყენება კუღ-ნაწლავით დაავადებულთა სამკურნალოდ.
ლუგელას წყალს იყენებენ სამკურნალოდ სისხლის დენისას, რაქიტის, პარათიეიდოური ჯირკვლების უკმარისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვისას, ანტიალურგიულია, კანის პარენქიმული ჰეპატიტის, ნეფრიტის, სტომატიტის, კონიუქტივიტის დროს, ასევე, გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში დასასვენებელი კომპლექსი განთქმული ბავშვთა კურორტი ლუგელა. ლუგელას წყალი წარმოადგენს 10%-იან კალციუმის ქლორს და გამოიყენება ალერგიის, ოსტეოპოროსის, რაქიტის, სისხლდენის, ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, სტომატიტის, კონიუქტივიტის და სხვა დაავადებათა დროს.

ლუგელა გამჭვირვალე, უსუნო მინერალური წყალია, რომელშიც ქლორისა და კალციუმის შემადგენლობა 9,5%-ს აღწევს. ახასიათებს ოდნავ მომწარო გემო; მაღალი მინერალიზაციის გამო დიდხანს ინახება და ჩამოსხმისას არ საჭიროებს ნახშირორჟანგით გაჯერებას, არ იყინება -250C-მდე.
ლუგელას ხეობას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მიგარიის კირქვული მასივი, რომელიც მდიდარია სხვადასხვა რელიეფური ფორმებით.
შურუბუმის მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა ასთმის სამკურნალოდ იყენებდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ჯავახეთის გაყინული ტბები: ფარავანი, საღამო, მადათაფა, ბუღდაშენი

0

ჯავახეთის გაყინული ტბები:

ფარავანი, საღამო, მადათაფა, ბუღდაშენი

Paata Vardanashvili

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მენ­ჯის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი – “ყა­ვარ­ჯნე­ბის სა­მა­რე” უწო­დეს

0

მენ­ჯის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის სა­ნა­ტო­რი­უ­მი მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე ნა­გე­ბო­ბაა! ნან­გრე­ვებ­იც დი­დე­ბუ­ლე­ბაა…

მენჯს 1938 წელს მი­ე­ნი­ჭა სა­კავ­ში­რო კუ­რორ­ტის წო­დე­ბა, შენ­დე­ბო­და 1920-30-იან წლებ­ში. ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლოდ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მენჯს დამ­სვე­ნებ­ლებ­მა და სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­სულ­მა ხალ­ხმა “ყა­ვარ­ჯნე­ბის სა­მა­რე” უწო­და. ძი­რი­თა­დად სახ­სრე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ყა­ვარ­ჯნე­ბით და უკან წა­სას­ვლე­ლად ყა­ვარ­ჯნე­ბი აღარ სჭირ­დე­ბო­დათ, აქ ტო­ვებ­დნენ. მენ­ჯში უნი­კა­ლუ­რი წყლე­ბია.

არის გო­გირ­დო­ვა­ნი წყა­ლი, რის გა­მოც ხალ­ხი მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ჩა­მო­დი­ო­და. ამ წყლის სა­თა­ვე დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია და სწო­რედ იმ ად­გილ­ზე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის, ავად­მყო­ფე­ბის მი­ღე­ბა.  მენ­ჯში კი­დევ რამ­დე­ნი­მე წყა­როა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის.

კურორტ მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის  წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი), დღეს კი 21-ე საუკუნეში მხოლოდ 24-ე ჭაბურღილი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და პატრონობენ. წყალს იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულსისძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

მენჯის მინერალური წყალი ეკუთვნის ძვირფას გოგირდწყალბადოვან ქლორ – ნატრიუმიან მინერალურ წყალს, რომელიც შეიცავს გაზს. ამასთანავე გოგირდწყალბადს, რომლიც 1 ლიტრ წყალში სრულიად საკმარისია სამკურნალოდ. მინერალური წყლის აბაზანის მიღების დროს მოქმედებს ორგანიზმზე მთელი თავისი ფსიქო – ქიმიური შემადგენლობით. მენჯის შემთხვევაში მოქმედებს გოგირდწყალბადი. პირველი აბაზანა ინიშნება მოკლე ხანგრძლივობით 5-8 წუთი, შემდეგ ხანგრძლივობა იზრდება 22 წუთით და ა.შ აბაზანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. საშუალოდ თითო კურსზე  ითვლება  12 – 15 აბაზანა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის ტემპერატურას, ის არუნდა აღემატებოდეს 37C.

კურორტი თავის დროზე  1500-დან 2000-მდე დამსვენებელს იღებდა, დღეს დანგრეულია,  ხოლო თვალის, კუჭისა და სახსრების უებარი წამალი მდინარე ცივში ჩაედინება. ეს კურორტი იყო საკავშირო მნიშვნელობის და ითვლებოდა ჯანმრთელობის სამინისტროს კურორტად.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

 

კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი

0

კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი.

სამთო-სათხილამურო კურორტი მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.