ალგეთის ეროვნული პარკი საუკეთესო ტერიტორიაა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

თბილისიდან 70 კმ-ში, 1 საათის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკი საუკეთესო ტერიტორიაა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედების ნახვასთან ერთად მოინახულებთ დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს, ესტუმრებით კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.

ალგეთის — დეტალები

ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია. საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული – „სამეფო ქედი”. – 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი.

ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორთა ცენტრიდან უნდა დაიწყოთ, რომელიც დაბა მანგლისში მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრში ამომწურავ ინფორმაციას და რჩევებს მიიღებთ დაცული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეზოში მოწყობილია ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზარდთათვის, რომლებიც შესაბამისად 10 და 14 სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. შესაბამისად, ვიზიტორთა ცენტრიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლიათ, დროის ბუნებაში სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარება.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

წყარო:

READ  მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის