შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ბალდის კანიონთან დაკავშირებით 12 კაციანი კომისია შეიქმნა“

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ბალდის კანიონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ 12-კაციან კომისიაში შედიან სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები, ასევე, ველზე მომუშავე კავშირ „კამპესეტერის“ და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები, ექსპერტები. კომისიის საქმიანობაში ჩართვა ბალდის კანიონის საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც შეუძლიათ”, – აღნიშნულია მინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სვანეთში, მაცხვარიშის მთავარანგელოზის ეკლესიის გასაოცარი მხატვრობა (ფოტოები)

0

ფო­ტოგ­რა­ფი მინ­დია ჩარ­ქსე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზემო სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ლა­ტალ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ტაძ­რის კად­რებს აქ­ვეყ­ნებს. მა­ცხვა­რი­შის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ის ფრეს­კე­ბი მნახ­ველს გა­ოგ­ნე­ბულს ტო­ვებს. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ტა­ძა­რი მი­ქა­ელ მაღ­ლა­კელს და მის ორ შე­გირდს მო­უ­ხა­ტავს. კად­რებ­ში ჩანს, რომ მე-12 სა­უ­კუ­ნის ტა­ძარ­ში, ფრეს­კე­ბი აქამ­დე ხე­ლუხ­ლებ­ლად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი.

“ლა­ტა­ლი… სო­ფე­ლი, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სვა­ნე­თი და სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ 67 ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა. 67 უფ­ლის გა­ლე­რეა რო­გო­რია?!

მა­ცხვა­რი­შის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სია მეფე დე­მეტ­რე I-ის მხატ­ვარს, მი­ქა­ელ მაღ­ლა­კელს და მის ორ შე­გირდს მო­უ­ხა­ტავს. ფე­რე­ბი, ფუნ­ჯის მო­ნას­მე­ბი სა­ო­ცა­რია.

ამ­ბო­ბენ, ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი მო­ხა­ტუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტზე, დე­მეტ­რეს მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მოგ­ვი­თხრობ­სო“, – წერს მინ­დია ჩარ­ქსე­ლი­ა­ნი.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

0
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
ფოტო: თბილისის მერია / Tbilisi City Hall
შეიძლება იყოს 2 people გამოსახულებაშეიძლება იყოს საგრადა-ფამილია, ცათამბჯენი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს cablecar გამოსახულებაფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ეწვიე ზემო აჭარას და ნახავ საოცარ მწვანე ტბას

0
აჭარაში ჩასულმა აუცილებლად უნდა ნახოთ მწვანე ტბაა. მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს.
აჭარის ალპური ტბებიდან მწვანე ტბა ის გამორჩეული ადგილია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
ტბა დღის განმავლობაში მართლაც მწვანე ფერისაა, საღამოს მოახლოებისას დღის ფერის და ამინდის ცვლილებასთან ერთად, მისი ფერიც იცვლება. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში მდებარეობს.
ტბასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ასევე საფეხმავალო გზით.
ტბისკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებისაც გაეცნობით, შეხვდებით მემთეურებს (მსხვილფეხა რქოსანის გამოსაკვებად მთაში დროებით საცხოვრებლად წასულ ადამიანს), რომლებიც აუცილებლად გაგიმასპინძლდებიან ღუმელზე მომზადებული ყავით და ადგილობრივი რძის პროდუქტებით. ტბაზე ასევე, შესაძლებელია დაბანაკება ღამის გასათევად, პიკნიკი და ნავით გასეირნება.

ტბაში წყაროს წყლები ჩაედინება და ამიტომ ულამაზესი ტბის სარკესავით კამკამა მწვანე  წყალი ტბაში ყინულივით ცივია და მასში ბანაობას ბევრი ვერ ბედავს. ამასთანავე, ყველაზე ღრმა ნაწილში ტბა 19.4 მეტრს აღწევს.

კემპინგი, ნავები, წყლის ველოსიპედები – ყველაფერი ეს ადგილზე დაგხვდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

“ოკაცეს კანიონი” დროებით დაიკეტა – რატომ და როდის გაიხსნება

0

„ოკაცეს კანიონი” 12 თებერვალს დროებით დაიკეტა. მიზეზი ის ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც პერიოდულობით უტარდება ობიექტის ინფრასტრუქტურას.

ამ კანიონშია გავლებული საქართველოში კლდეებზე გადმოკიდებული პირველი ბილიკი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. დაახლოებით 2-3 საათის საფეხმავლო გზის ნაწილია დადიანების ისტორიული ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკი.

კანიონი დასავლეთ საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ გორდის მიმდებარედ არის. აქ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში იყრიან თავს.

“ოკაცეს კანიონი” ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს ემსახურება.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ კონტრაქტორი ტენდერით შეარჩია. ტექნიკურ სამუშაოებში სახელმწიფო უწყება 864 555 ლარს დახარჯავს. კონტრაქტის მიხედვით, 1 მაისს შპს “ტალერი 2021”-ს დაკვეთა შესრულებული უნდა ჰქონდეს.

საქართველოში პირველი კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონშია.

ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება.  საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.

ოკაცეს კანიონი ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ – ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

0

ნამდვილი წალკოტი – მზოვრეთის მონასტერი

ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა მზოვრეთის მონასტრის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი. მონასტერში ბერებმა ნამდვილი წალკოტი გააშენეს.

“წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წლის წინათ ბევრი არაფერი იყო. შორიდან ციხის დაბალზე შემორჩენილი ნაწილი ჩანდა. დღეს კი შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს მზოვრეთის (მძოვრეთის) ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერია. ძეგლის აღდგენა 2009 წელს დაიწყო. მამებმა ძველი წყაროს გზაც იპოვეს, გალავანი მიწისგან მთლიანად გაწმინდეს და აღადგინეს.
ახლა აქ 3 ტაძარია. ბიბლიოთეკაც გააკეთეს და წალკოტიც გააშენეს.
მონასტერს მამა იოანე წინამძღვრობს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

აბედათის ციხესიმაგრე და ეკლესია

0

აბედათის ციხე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მდებარეობს.

სოფელი აბედათი მდებარეობს მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე. აბედათის ციხის ტერიტორიაზე გასულ საუკუნეში, პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ნაშთები მრავლად იპოვეს.

პარმენ ზაქარაია ვარაუდობდა რომ ნოქალაქევის ,,საკონტროლო ზონაში’’ იყო აგებული აბედათის ძველი ციხე, ონოგურისი და მას IV-VI საუკუნეებით ათარიღებდა.

ციხე ამჟამად კეთილმოწყობილია, ეკლესია მოქმედია. დასავლეთის კედელთან აგებულია ძველი სტილის მეგრული ოდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია – აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც

0

კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.

სვეტზე აღმართულ მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას 1993 წლიდან შეუდგა

კაცხის სვე­ტი – \”სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული\”, როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ, თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც.

კაცხის სვეტთან ასასვლელად პირველ რიგში ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ.

კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა  XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს  კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი.

მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

0

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ წალენჯიხის მიმდებარედ. ის X-XIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესიამდე აქ ციხე-სიმაგრე ყოფილა აგებული.

ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა). ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება.

მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია. სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა დო ჭე წყარიო).

წალენჯიხის ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას. ე. თაყაიშვილი თვლის, რომ ტაძარი აგებულ იქნა არა უგვიანეს X-XI სა­უკუნისა. თ. სანიკიძე ტაძრის აშენების თარიღად მიიჩნევს XII ს-ის დასასრულს.

XVI ს-ში საეპისკოპოსო კათედრა გადატანილ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში. მანდატურთუხუცესმა, ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა ვამეხ დადიანმა (1384-1396 წწ) კონსტანტინეპოლს მიავლინა ბერები: მახარობელი ქვაბლია და ანდრონიკე გაბისულავა, მათ ჩამოიყვანეს ბერძენი მხატვარი კირმანუელი ევგენიკოს, რომელმაც შეასრულა ტაძრის ფრესკების ხატწერა.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა და ჩათვალა ფრენა შეუძლია, ასე აღარ იქნება“

0

საქართველოში პარაპლანით ფრენებისთვის ნებართვა 90-მდე პილოტს მიეცა – ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კაპანაძე განმარტავს, კომერციული ფრენებისთვის გამოიყო სამი სივრცე ბაკურიანში, ანანურსა და გუდაურში.

„ჩვენ გვყავს ახლა დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა საქმიანობა არის კომერციული ფრენები. ამის გარდა არის დაახლოებით 15 უცხოელი პილოტი, მათი ძირითადი საქმიანობის სფეროც კომერციული ფრენებია და კიდევ 15 ადამიანი ისეთი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს.

პარაპლანისტებს საკუთარი თავის ფრენებისთვის გამოყოფილი ექნება G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს, ეს შესაძლოა, იყოს სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო ბაზა – ამის თავზე ფრენა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს საჰაერო სივრცის სამი/მეოთხედი G კლასია“, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

გარდა ამისა, კაპანაძემ განმარტა რით იყო გამოწვეული პარაპლანით ფრენისას უბედური შემთხვევები. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პარაპლანისტებისა და საფრენი აპარატების რაოდენობა უკონტროლოდ იყო გაზრდილი.

„როცა 5 თუ 6 პარაპლანი დაფრინავს, ალბათობა იმისა, რომ უბედური შემთხვევები მოხდება, გაცილებით დაბალია, ვიდრე როდესაც 100 პარაპლანი დაფრინავს. ჩვენ სწორედ ამ მოცემულობამდე მივედით – საფრენი აპარატების და მფრინავებს რაოდენობა უკონტროლოდ გაიზარდა, ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა, ჩათვალა რომ ფრენა შეუძლია – ეს ასე აღარ იქნება. ახლა ადგილზე უზრუნველვყოფთ ფრენების რიგითობას და სიხშირეს“, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.