რაჭის ეროვნული პარკი – სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ…

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა, მდიდარი კულტურის ძეგლებით, მრავალფეროვანი, საოცარი ბუნებითა და სტუმართმოყვარე, თბილი ხალხით.

რაჭის ეროვნული პარკი ქალაქ ონიდან იწყება, სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ, ღები, ჭიორა, უწერა, ჭიორა, გზად მით უფრო ულამაზესი პეიზაჟები იშლება: სრული თავისუფლება, ალაგ-ალაგ ნისლში გახვეული გარემო, დათოვლილ მთებს შორის მოქცეული ფირუზისფერი მდინარეები, მინდვრის ყვავილების ნაირსახეობა, ხშირი უღრანი ტყეები. თქვენი მთავარი მეგზური კი დიდრონი კავკასიონი გახდება.

რაჭა წელიწადის ნებისმიერ დროს გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა – შემოდგომაზე შეფერადებული ხის ფოთლები, ზამთარში კი თეთრ საბანში გახვეული ბუნება. რაჭაში მოგზაურობა შესაძლებელია დაგეგმოთ როგორც მანქანით, ისე ფეხით თუ ველოსიპედით.

რაჭის — დეტალები

რაჭის ეროვნული პარკში შექმნილი შთაბეჭდილებები მოლოდინს გადააჭარბებს, იქიდან დაბრუნებულს კი გონებაში თავისთავად გაგიელვებთ ცნობილი ფრაზა „რაჭა ჩემი სიყვარული“.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.