დიმიტრი ყიფიანის საიუბილეოდ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მოამზადა

თაკო ჯანელიძე
ავტორი
თაკო ჯანელიძე - ჟურნალისტი

დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 210 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ვებგვერდზე მულტიმედიური გამოფენა მიუძღვნა.

ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 (26) აპრილს დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საინტერესო მასალას ინახავს.

ონლაინგამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები და პერიოდული გამოცემები, რომლებიც დიმიტრი ყიფიანის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. მათ შორისაა შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ თარგმანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების დოკუმენტები, მისი წერილი ეგზარქოს პავლესადმი და სხვა დოკუმენტები.

დიმიტრი — დეტალები

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას ეროვნულმა არქივის პრესსამსახური ავრცელებს. 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  პარიზში 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — კულტურა, ისტორია და მუზეუმები. აშუქებს კულტურულ მემკვიდრეობას, ფესტივალებს, გამოფენებსა და იმ ადგილებს, სადაც საქართველოს ისტორია ცოცხლდება.
კომენტარები ჯერ არ არის