მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანია Green Studio-გაიმარჯვა

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტრონულ კონკურსში 18 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიის წევრებმა არჩევანი Green Studio-ზე შეაჩერა. დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წინადადების წარმოსადგენად 45 დღიანი ვადა მიეცათ.

,,მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ კიდევ ერთი ახალი დიდი პროექტის განხორციელებას. მესტიის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის მქონე შენობის კონცეპტ დიზაინი წარმოგვიდგინა. რაც მიგვაჩნია, რომ სრულად შეესაბამება ადგილობრივ ლანდშაფტსა და მეტეოროლოგიურ პირობებს. ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში Green Studio წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მესტიის — დეტალები

კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.

- Advertisement -
Ad imageAd image

კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  40 საუკუნის სამარხი ნიქოზში, შიდა ქართლში
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის