ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
- Advertisement -spot_img

კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

0

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტრადიციული სასცენო სამოსი ამჯერად გადასცა ორ ანსამბლს – ა(ა)იპ „თუთარჩელა – 2024“-სა და ა(ა)იპ „მე რუსთველს“.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანსამბლ „მე რუსთველს“ გადაეცა ათი კომპლექტი ჩოხა-ახალუხი, ხოლო ანსამბლ „თუთარჩელას“ – 15 სასცენო კაბა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ გამოყო 17 510 ლარი. ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“.

„სასცენო სამოსის გადაცემას ესწრებოდა ქ. რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი.
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“ ჩამოყალიბდა 2004 წელს. ანსამბლის ხელმძღვანელია თამარ ბუაძე. 2007 წლიდან დღემდე ანსამბლი წარმატებით მონაწილეობს როგორც საქართველოში, ასევე, ევროპაში, კერძოდ, შვეიცარიაში (ციურიხი, ბაზელი, ლუცერნი, ვინთერტური, ბერნი), გერმანიაში (ბერლინი, დრეზდენი, კიოლნი, ფრანკფურტი, ლუნერბურგი, რუდოლშტატი, ჰამბურგი, იენა, ლაიფციგი, ნიურნბერგი), ავსტრიაში (ვენა, ლინცი) გამართულ ფესტივალებსა და სოლო კონცერტებში. 2012 წელს ქალთა ანსამბლ „თუთარჩელას“ საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საქართველოს ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა ფოლკლორული ანსამბლის სერტიფიკატი მიანიჭა. ანსამბლს მიღებული აქვს ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ანსამბლი, საუკეთესო ქართული სიმღერის შესრულება, საუკეთესო არანჟირება და საუკეთესო დირიჟორი.

„თუთარჩელამ“ თავისი არსებობის მანძილზე ჩაწერა ოთხი კომპაქტდისკი.

ანსამბლი „მე რუსთველი“ ჩამოყალიბდა 1998 წელს ქალაქ რუსთავში. ანსამბლის ხელმძღვანელია ნუგზარ არველაძე. ანსამბლი დაარსებიდან დღემდე წარმატებით ატარებს კონცერტებს, მონაწილეობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფოლკლორულ ფესტივალში, სიმპოზიუმსა თუ კონცერტში; ასევე, წარმატებით გამოდის უცხოელი მსმენელის წინაშე. ანსამბლს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სომხეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ანსამბლს 2012 წელს მიენიჭა ფოლკლორული ანსამბლის სერტიფიკატი; მიღებული აქვს არაერთი სიგელი და ჯილდო; აქვს ქ. რუსთავის სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდის სტატუსი. ანსამბლმა ჩაწერა სამი კომპაქტდისკი ქართული საეკლესიო საგალობლებითა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებით.

ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.
დაახლოებით 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია. სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.

2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების – ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.

იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი, რის შედეგადაც მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.
2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ დაიწყო 2024 წლიდან.

მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“.
დაგეგმილია სამოსის გადაცემა შემდეგი ანსამბლებისთვის: ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?

0
როგორი იყო 2023 წელი ჯანდაცვის სექტორისთვის?
ზაზა ლომინაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე;
ლადო კახაძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს

0
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს
#image_title

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს. მათი კვლევის შედეგები, რომელიც NASA-ს კოსმოსური აპარატის, Cassini-ს მონაცემებს ეყრდნობა, The Guardian-მა გამოაქვეყნა.

აპარატი სატურნს და მის თანამგზავრებს 2004-2017 წლებში იკვლევდა. 2005 წელს Cassini-მ ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ოკეანის არსებობა აღმოაჩინა, რადგან სამხრეთ პოლუსზე არსებული ნაპრალებიდან წყალი და ყინულის ნაწილაკები იფრქვეოდა, რომლებიც სატურნის ერთ-ერთ რგოლს ქმნიან.

Cassini-მ ამ ამოფრქვეულ ნაწილაკებს რამდენჯერმე გადაუფრინა, მაგრამ მეცნიერებს კვლევისთვის ახალი ნიმუშები სჭირდებოდათ, რომლებიც 2008 წელს მიიღეს. წლების შემდეგ მათში გაყინული წყლის გარდა სხვა მოლეკულებიც იპოვეს, მათ შორის ორგანიკა, რომელიც აქამდე ენცელადზე არასოდეს შეხვედრიათ.

ეს აღმოჩენა თანამგზავრზე სიცოცხლის არსებობას არ ამტკიცებს, თუმცა რთულ ქიმიურ პროცესებზე მიგვანიშნებს, რომლებსაც შეუძლიათ ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი შენაერთების წარმოქმნა გამოიწვიონ.

„ახლა გვაქვს ყველა ელემენტი, რომელიც ენცელადზე სიცოცხლის მხარდასაჭერადაა საჭირო – თხევადი წყალი, ენერგია და რთული პრებიოტიკური მოლეკულები“, – აღნიშნა ESA-ს დოქტორმა იორნ ჰელბერტმა.

ახალი მონაცემები უფრო შესაძლებელს ხდის ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისიას ენცელადისკენ, რომელიც 2042 წლისთვის არის დაგეგმილი.

3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

0
2024 წლის 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა
#image_title

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

0
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
#image_title

თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს. ავიაკომპანია AJet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პირველი რეისით თბილისში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდნენ.

„საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. ავიაკომპანია AJet-ის მიერ ანკარა-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილეს საქართველო – თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად თანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.

2025 წლის პირველი რვა თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 24 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-აგვისტოში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (24 915) 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 700 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 8 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად ისარგებლა 5 635 975 მგზავრმა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს მატიანე

0
საქართველოს მატიანე
#image_title

საქართველოს მატიანე

მონუმენტი “საქართველოს მატიანე” ქვების სვეტებისგან შექმნილი მონუმენტია, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში თემქაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს. ძეგლი 1980 წელს შეიქმნა და მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. მონუმენტი “საქართველოს მატიანე” ყეენის მთაზეა გაშლილი.

image

მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ავტორობით გასული საუკუნის 80-იან წლებში აგებული მონუმენტის სვეტებზე დატანილია მრავალი სცენა და პერსონაჟი საქართველოს ისტორიიდან და ლიტერატურიდან, რელიგიური შინაარსის გამოსახულებებთან ერთად.

მონუმენტამდე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით მარტივადაა შესაძლებელი: მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ ჩერდება ავტობუსი #360, რომლის ბოლო გაჩერებაა კადეტთა კორპუსი. კადეტთა კორპუსიდან მონუმენტამდე მისვლა ფეხითაც შეგიძლიათ.

აქვეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესიაც.

image

გარდა ძეგლის უნიკალურობისა, ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც არანაკლები ემოციებით აავსებს მნახველს.

როგორ შეძლებთ საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების შეძენას

0
მატჩის ბილეთები

UEFA EURO 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.

პორტალზე შესასვლელად, საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად, დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას, უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე. ერთ მომხმარებელს ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია – 200 ევრო
მეორე კატეგორია – 150 ევრო
მესამე კატეგორია – 60 ევრო
მეოთხე კატეგორია – 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე ერთი დღით ადრე მიიღებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

0
საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
#image_title

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში  წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს რკინიგზის, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს  მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა  80 519 105 აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს.

„კომპანია შპს „გეორგიას“ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მომწოდებელ ქარხანად შემოთავაზებული ჰყავდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია სს „ურალსკიე ლოკომოტივი“.  თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზისთვის ცნობილი  გახდა ჰოლდინგ „Синара – Транспортные машины“-ს (რომლის შემადგენლობაშიცაა ზემოაღნიშნული ქარხანა) აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე,  საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით შეწყდა ხელშეკრულება და დღეის მდგომარეობით კონტრაქტორთან არათუ ანგარიშსწორება არ განხორცილებულა, არამედ აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა შესყიდვების №GEO230000694 ელექტრონული პროცედურის ფარგლებში  სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „გეორგიას“ შორის 2023 წლის 25 დეკემბერს მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ნებისმიერი ელექტრონული ტენდერი თუ პროცედურა არის საჯარო, აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებსა და წესებს. Liberty Institute/თავისუფლების ინსტიტუტის მხრიდან გადაუმოწმებელი, ცრუ და მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზა მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოაჩინე კახეთი ოქროსფერ ფერებში – თელავური შემოდგომა კახეთში სულ სხვაა

0
აღმოაჩინე კახეთი ოქროსფერ ფერებში - თელავური შემოდგომა კახეთში სულ სხვაა
#image_title

შემოდგომის ჯადოსნური მოგზაურობა თელავში – აღმოაჩინე კახეთი ოქროსფერ ფერებში



გეგმავ შემოდგომის მოგზაურობას საქართველოში? აღმოაჩინე თელავი – კახეთის მარგალიტი, სადაც რთველი, ტრადიციები და თვალწარმტაცი ფერები შთაგაგონებს. გაემგზავრე გომბორის უღელტეხილით და შეიგრძენი ნამდვილი კახური შემოდგომა.


შემოდგომა თელავში

მოგზაურობა კახეთში, რთველი კახეთში, თათარაობა თელავი, თელავის ღირსშესანიშნაობები, თონე შოთი კახეთი, გომბორის უღელტეხილი, ტურიზმი თელავში, შემოდგომის ფერები კახეთში

გომბორი საქართველო


🍂 შემოდგომის სილამაზე თელავში – მოგზაურობა, რომელიც უნდა განიცადო

თუ შენთვის შემოდგომა მხოლოდ ცივი ნიავის ასოცირებაა, გირჩევ ერთხელ მაინც ეწვიო თელავს – ქალაქს, რომელიც ამ სეზონს განსაკუთრებულად ზეიმობს.

🍇 რთველი, ტრადიციები და თათარაობა

სექტემბრიდან ნოემბრამდე თელავი სავსეა ფესტივალებითა და ტრადიციული რიტუალებით. რთველი მხოლოდ ყურძნის კრეფა არ არის – ესაა ხალხური დღესასწაული, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ცეკვას, ტრადიციულ კერძებსა და მხიარულებას.

თათარაობა კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია, სადაც შეგიძლია დააგემოვნო გემრიელი თათარა და გახდე ტრადიციული კახური ცხოვრების ნაწილი.

კახეთი - ძალიან მალე! 🥰❣️ 📸 Through Tamta's Lens • თამთას ობიექტივში |  Facebook

🥖 ცხელი შოთი და კახური სამზარეულო

შემოდგომის სუსხიან დღეებში ხინკალი, ჩაქაფული, თონეში ახლადგამომცხვარი შოთი  და სხვა გემრიელობები – საუკეთესო საშუალებაა თბილად რომ იგრძნო თავი.

🌄 გადმოდი გომბორის უღელტეხილით – თელავისკენ

თელავისკენ მიმავალი გზა უკვე თავგადასავალია. გომბორის უღელტეხილი შემოდგომაზე საოცარ ხედებს გთავაზობს – ოქროსფერი ტყეები, მთების სიმშვიდე და ჰაერი, რომელიც მხოლოდ იქ იჭერს იმ განსაკუთრებულ სურნელს.

💰 დაბალი ფასები და მეტი სიმშვიდე

შემოდგომა თელავში კიდევ ერთი უპირატესობით გამოირჩევა – ტურისტული ნაკადი იკლებს, რაც ნიშნავს, რომ სასტუმროებისა და გიდების ფასები უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მეტი სივრცე, მეტი დრო ადგილობრივებთან ურთიერთობისთვის და ბუნებასთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა.

❤️ რატომ უნდა დაგეგმო შემოდგომის მოგზაურობა თელავში?

  • ულამაზესი ბუნება და სეზონური ფერები

  • კულინარიული ტრადიციები და უგემრიელესი კერძები

  • კულტურული ფესტივალები და ხალხური ტრადიციები

  • მშვიდი გარემო და ხელმისაწვდომი ფასები

  • დაუვიწყარი ხედები გომბორის უღელტეხილიდან


📅 ახლა საუკეთესო დროა თელავში მოგზაურობისთვის!

არ გადადო — დაგეგმე შემოდგომის გასაოცარი თავგადასავალი თელავში. პეიზაჟები, ტრადიციები, ადგილობრივი გემოები და თბილი ხალხი მოგაჯადოვებს.

გზად გომბორით იწყება კახეთის ზღაპარი – შემოდგომით კი ეს ზღაპარი ყველაზე ლამაზად იკითხება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები – იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?

0
სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები - იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?
#image_title

საკმეველი: სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები – იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?

ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც არის ნათქვამი,როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით, სამკურნალო წამალს მიიღებდა.

კამკევლი წარმოადგენს განსაკუთრებულ მცენარეს, რომლის სურნელების და სამკურნალო თვისებების ფასი საუკუნეების მანძილზე აღიარებულია. მისი გამოყენება, როგორც რელიგიურ, ისე სამედიცინო მიზნისთვის, გამართლებულია მისი უნიკალური კომპონენტების მიერ, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

საკმეველი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელების შესაქმნელად, არამედ სამკურნალო მიზნებისთვისაც. უძველესი დროიდან, ბიბლიური ტექსტებიდან და ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საკმეველი აქტიურად გამოიყენებოდა სნეულებების მკურნალობაში და მისი უნიკალური თვისებები დღესაც შთამბეჭდავია.

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

საკმეველი, გუნდრუკი ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.

საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2)

მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

საკმევლის დამზადების რეცეპტი, თავად უფალმა უკარნახა მოსეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ  “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა”.

კამკეველი და მისი სურნელების ძალა

საკმეველი არა მხოლოდ როგორც სასიამოვნო სურნელოვანი ნივთიერება, არამედ მნიშვნელოვანი სულიერი სიმბოლოა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. ბიბლიაში მითითებულია, რომ ღვთის წინაშე ლოცვა მიემსგავსება საკმევლის სურნელებს, რაც გვაძლევს შეგრძნებას, რომ ჩვენი ლოცვა და მსმენელი ღვთისადმი ერთგულება მიღწევადია.

კამკევლის სამკურნალო თვისებები

საკმევლის სურნელი არამხოლოდ მედიატიურად მოქმედებს, არამედ მის კომპონენტებზე დაფუძნებული კვლევები გვიჩვენებს, რომ იგი სამკურნალო თვისებების მქონეა. ეს უნიკალური მცენარე შეიცავს ეთეროვან ზეთებს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც:

  1. სტრესისა და ნევროზის წინააღმდეგ: საკმევლის სურნელი და მისი კომპონენტები ხელს უწყობს სტრესისა და ნევროზის შემცირებას, რაც ხელსაყრელი ეფექტით მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
  2. უძილობის მკურნალობა: საკმევლი ეხმარება უძილობის დაძლევაში და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
  3. მიკრობების და მავნე ბაქტერიების განადგურება: საკმევლის კვამლი ეფექტურად ანადგურებს მიკრობებს და მავნე ბაქტერიებს ჰაერში და სუფთა წყალში.
  4. იმუნური სისტემის გაძლიერება: საკმევლი ცნობილია როგორც ძლიერი იმუნოსტიმულატორი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას დაავადებების წინააღმდეგ.

საკმევლის შემადგენლობაში შემავალ  ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ბოსველიასგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება.

საკმევლის მარცვლები წვისას დამახასიათებელ ნაზ სურნელებას გამოყოფენ. ძირითადად საკმეველი სხვადასხვა მინარევების სახით გამოიყენება, რომელთაგან ჭარბობს მირონი, ბენზოლი და არომატული ნივთიერებები.

სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდრუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში.

სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქულ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.

ამ კომპონენტების ერთად შეზავების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმევლის სამკურნალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!

აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა. უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმევლის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.

კვლევებით დადგინდა, რომ კამკევლის ქიმიური კომპონენტები, რომლებიც შედიან კამკევლის კვამლში, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას, მათ შორის სტრესის, ნევროზის და უძილობის. მისი გამოყენება ღვთისმსახურებაში და სამედიცინო პრაქტიკაში აჩვენებს მისი მრავალმხრივ სარგებელს.

#drpkhakadze