ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
- Advertisement -spot_img

სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები – იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?

0
სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები - იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?
#image_title

საკმეველი: სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები – იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?

ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც არის ნათქვამი,როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით, სამკურნალო წამალს მიიღებდა.

კამკევლი წარმოადგენს განსაკუთრებულ მცენარეს, რომლის სურნელების და სამკურნალო თვისებების ფასი საუკუნეების მანძილზე აღიარებულია. მისი გამოყენება, როგორც რელიგიურ, ისე სამედიცინო მიზნისთვის, გამართლებულია მისი უნიკალური კომპონენტების მიერ, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

საკმეველი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა არა მხოლოდ სასიამოვნო სურნელების შესაქმნელად, არამედ სამკურნალო მიზნებისთვისაც. უძველესი დროიდან, ბიბლიური ტექსტებიდან და ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საკმეველი აქტიურად გამოიყენებოდა სნეულებების მკურნალობაში და მისი უნიკალური თვისებები დღესაც შთამბეჭდავია.

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

საკმეველი, გუნდრუკი ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.

საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2)

მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

საკმევლის დამზადების რეცეპტი, თავად უფალმა უკარნახა მოსეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ  “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა”.

კამკეველი და მისი სურნელების ძალა

საკმეველი არა მხოლოდ როგორც სასიამოვნო სურნელოვანი ნივთიერება, არამედ მნიშვნელოვანი სულიერი სიმბოლოა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. ბიბლიაში მითითებულია, რომ ღვთის წინაშე ლოცვა მიემსგავსება საკმევლის სურნელებს, რაც გვაძლევს შეგრძნებას, რომ ჩვენი ლოცვა და მსმენელი ღვთისადმი ერთგულება მიღწევადია.

კამკევლის სამკურნალო თვისებები

საკმევლის სურნელი არამხოლოდ მედიატიურად მოქმედებს, არამედ მის კომპონენტებზე დაფუძნებული კვლევები გვიჩვენებს, რომ იგი სამკურნალო თვისებების მქონეა. ეს უნიკალური მცენარე შეიცავს ეთეროვან ზეთებს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც:

  1. სტრესისა და ნევროზის წინააღმდეგ: საკმევლის სურნელი და მისი კომპონენტები ხელს უწყობს სტრესისა და ნევროზის შემცირებას, რაც ხელსაყრელი ეფექტით მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
  2. უძილობის მკურნალობა: საკმევლი ეხმარება უძილობის დაძლევაში და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
  3. მიკრობების და მავნე ბაქტერიების განადგურება: საკმევლის კვამლი ეფექტურად ანადგურებს მიკრობებს და მავნე ბაქტერიებს ჰაერში და სუფთა წყალში.
  4. იმუნური სისტემის გაძლიერება: საკმევლი ცნობილია როგორც ძლიერი იმუნოსტიმულატორი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას დაავადებების წინააღმდეგ.

საკმევლის შემადგენლობაში შემავალ  ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ბოსველიასგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება.

საკმევლის მარცვლები წვისას დამახასიათებელ ნაზ სურნელებას გამოყოფენ. ძირითადად საკმეველი სხვადასხვა მინარევების სახით გამოიყენება, რომელთაგან ჭარბობს მირონი, ბენზოლი და არომატული ნივთიერებები.

სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდრუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში.

სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქულ მდგომარეობაში უძველესი დოიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.

ამ კომპონენტების ერთად შეზავების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმევლის სამკურნალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!

აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა. უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმევლის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.

კვლევებით დადგინდა, რომ კამკევლის ქიმიური კომპონენტები, რომლებიც შედიან კამკევლის კვამლში, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას, მათ შორის სტრესის, ნევროზის და უძილობის. მისი გამოყენება ღვთისმსახურებაში და სამედიცინო პრაქტიკაში აჩვენებს მისი მრავალმხრივ სარგებელს.

#drpkhakadze

უნიკალური კურორტი მზეთამზე

0
ბორჯომის ხეობა უნდა მოიარო და ყველა სოფლის ჰაერი ჩაისუნთქო. თითოეულ სოფელს აქვს განსხვავებული სამკურნალო თვისებები, ქვენს წინაშეა უნიკალური კურორტი მზეთამზე.
კურორტ ცემისაგან განსხვავებით აქ შედარებით მშრალი ჰავაა, წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტს უნიკალურობას მისი განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნების გარდა, ისტორიული არტეფაქტებიც ანიჭებს.
სოფლის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ადგილობრივების გადმოცემით, ერთ-ერთი ნადირობის დროს, მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ, როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა “მზეთამზეაო”.
თუმცა ისტორიული ფაქტები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები მეორე ვერსიას ადასტურებს. 1980-იან წლებში მზეთამზეში განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რიტუალური სამარხები, რომლებშიც ქალები ემბრიონის პოზაში იყვნენ დამარხულნი და მუცელზე მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები ჰქონდათ დამაგრებული. აღნიშნული არტეფაქტები, ამჟამად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სპეციალისტების მოსაზრებით, სამარხები 3500 წლის წინანდელია და მზის თაყვანისცემის პერიოდს ემთხვევა.
ბორჯომისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე ასეთი 25 დისკოა აღმოჩენილი. დისკოები ეკეთათ ქურუმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებული წინასწარმეტყველების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული. არსებობს მომსაზრება, რომ ეს დისკოები გარკვეულ ასტრონომიულ ცოდნასაც განასახიერებდნენ. კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. ზემო და ქვემო მზეთამზე დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, გარშემორტყმულია მაღალი მთებით.

გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

0
xr:d:DAGCHA4b0I0:2,j:9094318083072951448,t:24041112

2024 წლის 10 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მედიაჰოლდინგ “შენის” თანამშრომლობა, ასევე მათთვის არაერთი სიახლე შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერას გიორგი ფხაკაძე სრულიად საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს. ეს პროექტი კი საკუთარი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან დაიწყო…

“შეხვედრა უკავშირდებოდა ჩვენს ახალ პროექტს – მედიაჰოლდინგ “შენის” 11-დან ერთ-ერთ ვებგვერდ sheniganatleba.ge -ზე შევქმნით პლატფორმას “შენი სიტყვა”, რომლის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გამოხატონ აზრი იმ პროფესიის შესახებ, რასაც ეუფლებიან.

მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ სტატია თანდართული ვიდეოთი, სადაც მოკლედ და ლაკონიურად ახსიან, თუ რას ფიქრობენ იმ პროფესიის შესახებ, რაც აირჩიეს. სტუდენტები ამით საკუთარ თავს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და გაუწევენ პოპულარიზაციას იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმოადგენენ.

მჯერა, რომ ახალგაზრდების ფართო ჩართულობა და საჯაროობა არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მედიაჰოლდინგი კარს უხსნის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა იმერი ბასილაძემაც:

“დღევანდელ შეხვედრაზე შევჯერდით –  ეს პროექტი არის საუკეთესო და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაცია, რაც აკლია სტუდენტებს, იყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. თანაც, ეს პროექტი პოპულარულზაციას გაუწევს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ფხაკაძის ამ შემოთავაზებით სტუდენტების ძირითადი ნაწილი დაინტერესდება, რა თქმა უნდა.

ამასთან, ფაკულტეტებიდან მათ გამოეყოფათ კურატორები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის წარმოდგენის და რედაქტირების მხრივ და ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ვებგვერდებზე, არამხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ თავად სტუდენტებისათვისაც იქნება ხელსაყრელი, რადგან ისინი გახდებიან ცნობადები და გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება მათთვის საინტერესო.”

ეკატერინე გაჩეჩილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე:

“უნივერსიტეში სტუმრად გვყავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც გამართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

მან წარადგინა თავისი კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტების თავისუფალი სიტყვასთვის, მათი თავისუფალი ნების გამოხატვისათვის. გიორგი ფხაკაძემ დააანონსა ახალი პლატფორმა “შენი სიტყვა” , სადაც სტუდენტები შეძლებენ 50-წამიანი ვიდეოების ატვირთვას, რომელშიც გააჟღერებენ მათ ინტერესებსა და იდეებს.

რა თქმა უნდა, ამ პლატფორმამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგზარდებში, გაიმართა აქტიური ინტერაქცია, დისკუსია. გვჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ათეულობით ვიდეო ჩაიწერება ახალი პლატფორმისთვის….”

 

 

Le Figaro: საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა

0

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა მეთიუ როსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მეთიუ როსი სვანეთში ფრი-რაიდის მსოფლიო ტურს დაესწრო და საქართველოს სამთო კურორტები დაათვალიერა.

„კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანას პოპულარულ სათხილამურო მიმართულებად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველები სტუმართმოყვარეები არიან, ფასები ხელმისაწვდომია და მთები კიდევ შესანიშნავი. ვინ იფიქრებდა საქართველოში სათხილამუროდ წამოსვლას? თუმცა სვანეთში, თეთნულდზე ფრი-რაიდის მსოფლიო ტურის ჩატარებით საქართველო პროფესიონალ მოთხილამურეთა რუკაზეა წარმოდგენილი და უკვე ცდილობს მოთხილამურეთა დიდი ნაკადის მოზიდვას“- წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

მეთიუ როსი აღწერს კავკასიონის მთებს, მესტიის, ჰაწვალის, თეთნულდის, გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის სამთო კურორტების ინფრასტრუქტურას, სერვისებს, ფასებს და საჰაერო მარშრუტებს თუ როგორ შეიძლება ევროპული ქალაქებიდან საქართველოში მოხვედრა.

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი კვლავ მოძრაობაშია – საით მიემართება ყინულის დიდი მასა

0
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი კვლავ მოძრაობაშია - საით მიემართება ყინულის დიდი მასა
#image_title

ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი კვლავ მოძრაობაშია, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ ადგილზე ტრიალებდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი A23 კვლავ მოძრაობაშია, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ ადგილას ტრიალებდა. მეცნიერები აქტიურად აკვირდებიან ამ დიდი აისბერგის მოძრაობას, რომელიც 1986 წელს ფილჩნერ-რონის ყინულის შელფიდან გამოეყო.

A23 აისბერგი: ზომები და ფორმირება

აისბერგის ფართობი აგვისტოში გაზომეს და ის 3,672 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი ფართობი როდ აილენდს ოდნავ აღემატება. აისბერგს A23-ს მეცნიერები აქტიურად აკვირდებოდნენ მას შემდე, რაც ის 1986 წელს ფილჩნერ-რონის ყინულის შელფს გამოეყო.

A23-ის მოძრაობა: რა მოხდა მას შემდეგ?

35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აისბერგი უძრავად განლაგებული იყო ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე. ამ პერიოდში, სავარაუდოდ, აისბერგი მცირედით შემცირდა, მაგრამ მისი ზომები მაინც ძლიერია. წყლის ზედაპირზე ამოტივტივების შემდეგ, აისბერგი ოკეანის დინების ზეგავლენით “ტეილორის სვეტში” მოხვდა – წყლის მბრუნავი მორევი, რომელიც წყალქვეშა მთასთან შეჯახებით წარმოიქმნება.

რას მოიტანს A23-ის მოძრაობა და დნობა?

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახლა, როდესაც აისბერგი მორევისგან გათავისუფლდა, ის ოკეანის დინებით თბილ წყლებში მოხვდება, რაც მას ხელს შეუწყობს განადგურების პროცესში. განსაკუთრებით მოლოდინია, რომ აისბერგი სამხრეთ ჯორჯიას კუნძულზე მოხვდება, სადაც ის სავარაუდოდ დაიშლება და საბოლოოდ გადნება. ამ მოვლენებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ადგილობრივი ეკოსისტემის, მყვინთავთა და ზღვის ცხოველთა ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე.

A23-ის მნიშვნელოვანი გავლენა გარემოზე

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის მოძრაობა და საბოლოო დაშლა მნიშვნელოვნად ასახება კლიმატურ ცვლილებებსა და ბუნებრივი რესურსების ზემოქმედებაზე. აისბერგის დნობის პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს წყლის დონეზე და სასარგებლო ზეგავლენა იქონიოს ადგილობრივ ეკოსისტემებზე.

დასკვნა

A23-ის მოძრაობა განაპირობებს ყურადღებას და კვლავ აქტუალური ხდება ეკოლოგიური, კლიმატური და მეცნიერების საკითხებში. მეცნიერები ამ პროცესს აქტიურად აკვირდებიან, რადგან ის შეიძლება ახალი ცვალებადობისა და კლიმატური ცვლილებების შედეგად მომავალი დიდი მოვლენების გამჭვირვალე სიმბოლო გახდეს.

აისბერგი ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდო. სავარაუდოდ, ის ამ ხნის განმავლობაში შემცირდა და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა.

ამის შემდეგ, აისბერგი ოკეანის დინებამ გაიტაცა და ის “ტეილორის სვეტში” მოხვდა – ეს სახელი ეწოდა წყლის მბრუნავ მორევს, რომელიც ოკეანის დინების წყალქვეშა მთასთან შეჯახებით არის გამოწვეული.

ახლა, როდესაც აისბერგი მორევისგან გათავისუფლდა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის ოკეანის დინებით თბილ წყლებში, სამხრეთ ჯორჯიის შორეულ კუნძულზე მოხვდება, სადაც ის სავარაუდოდ დაიშლება და საბოლოოდ გადნება.

ენით აუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზე

0

კალალის ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

0
#image_title

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული.

სახარების მიხედვით, საქართველოში შემოსვლამდე, ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა ექადაგა.

მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

დღეს მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეცაა. ის 442-502 წწ-ში მოღვაწეობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

0
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
#image_title

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

„ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, თუმცა მას ქართველი კათოლიკეები მათ საკუთრებად თვლიან და დაბრუნებას ითხოვენ“

0
„ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, თუმცა მას ქართველი კათოლიკეები მათ საკუთრებად თვლიან და დაბრუნებას ითხოვენ“
ფოტო:მიშა მიშა შენგელია

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია — გუმბათოვანი ტაძარი ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე.

ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაშია, თუმცა მას ქართველი კათოლიკეები მათ საკუთრებად თვლიან და დაბრუნებას ითხოვენ. ორივე მხარეს აქვს თავისი პოზიცია.
შეიძლება იყოს პანთეონი და ტექსტი გამოსახულება
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ცნობით ეკლესიის ტერიტორიაზე XV-XVI საუკუნეებში იდგა წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა სამეფო ოჯახის კარის ეკლესიას და მდებარეობდა ქალაქის ქვედა ციხის გალავანში. XIX საუკუნეში აღნიშნული ტაძარი დაინგრა და დაიწყო ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ტაძარი რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოცემული პროექტით არის აგებული 1823 წელს და ის პეტერბურგში მდებარე ბაროკოს, გოთური სტილის მართლმადიდებლური ტაძრის ანალოგია მხოლოდ შემცირებული მასშტაბით. 1856 წელს გადააკეთეს კათოლიკურ ტაძრად, რომელიც მოქმედებდა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. 1989 წელს ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური წესით აკურთხეს.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
კათოლიკური ეკლესიის ინფორმაცია შემდეგი სახისაა: ქუთაისში დასავლეთ ევროპელი კათოლიკები მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდნენ. მეფე სოლომონ II-მ ახალციხიდან ქართველი კათოლიკე ვაჭრები გადმოასახლა.
1640-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ თეატინელ მისიონერებს წმ.სოფიოს ეკლესია გადასცა, რომელიც სავარაუდოდ 1692 წელს თურქების მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა. 1770 წლამდე კათოლიკეებს ეკლესია მწვანეყვავილაზე ჰქონდათ, შემდეგ შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც რამდენიმე კათოლიკე ოჯახი სახლობდა და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს.
1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის ინიციატივით განახლდა. 1856 წელს მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო არქიტექტორის ვასილიევის ახალი პროექტით გაგრძელდა. ტაძარი 1862 წელს ეკურთხა წმინდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე.
1939 წლის შემდეგ ნაგებობა საწყობად, მოგვიანებით კი საკონცერტო დარბაზად გამოიყენებოდა. 1989 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა და ღვთისმშობლი სახელზეა ნაკურთხი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის

0
easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის
#image_title

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება.

easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, – აცხადებს მაია ომიაძე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ.

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media, წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ. ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ.

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან ახორციელებს.