გუდაურში 3-4 თებერვალს მსოფლიო თასის ეტაპი ტარდება სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ვსწავლობთ რა ნაბიჯები გვჭირდება ამ უნიკალური ღონისძიების სანახავად.

გუდაური 3-4 თებერვალს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი ლუკაშ ლიგოცკი.

მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში პირველად ტარდება, ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.

გუდაური — დეტალები

გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ, საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა. 2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. აღნიშნული შეჯიბრიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.

- Advertisement -
Ad imageAd image

2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გრძელდება, 10-11 თებერვალს კი სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი კვლავ ბაკურიანი იქნება.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორები არიან კომპანიები „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“ და „სილქნეტი“.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის