„ზუზუმბო რეზორტი და სპა” – საუკეთესო ადგილი არდადეგებისთვის და ვერტმფრენის ტური თუშეთში

ნიკოლოზ პაპავა
ავტორი
ნიკოლოზ პაპავა - ჟურნალისტი

თელავში, სატუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა” – საუკეთესო ადგილი არდადეგებისთვის და ვერტმფრენის ტური თუშეთში.

ზუზუმბო რეზორტი და სპა” განსაკუთრებით საინტერესო ობიექტია ბავშვიანი ოჯახებისთვის. „ეს არის საუკეთესო ადგილი არდადეგების გასატარებლად. არის აუზები, სასწაული ფიჭვნარის ტყე, ველოსიპედები, სკეიდბორდები, პინკ-პონკი, სამაგიდო თამაშები… ცალკე ხაზგასასმელია მიკროკლიმატი, რომელიც თელავში მხოლოდ ამ ზონაშია. ეს არის ცივის მთის და ფიჭვნარის შერეული კლიმატური ზონა.

კომპლექსი აერთიანებს: აუზებს, გასართობ ცენტრებს, სხვადასხვა ტიპის რესტორანს, საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნის 3 სივრცეს, ორ 50-50 კაციან საკონფერენციო დარბაზს… სასტუმროს მთავარი კორპუსის გარდა, კომპლესი მოიცავს ფიჭვნარში განთავსებულ 9 კოტეჯს.

ზუზუმბო — დეტალები

სასტუმროში განთავსებულია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსის ტიპის ნომრები. სასტუმროს მენეჯმენტმა განსაკუთრებით იზრუნა ახალდაქორწინებულებზე და სპეციალურად მათთვის განკუთვნილია 2 ნომერი. „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ ჯამში 65 ნომერს აერთიანებს, რომელიც 200 ვიზიტორზეა გათვლილი – ნომრები ადაპტირებულია და მორგებული შშმ ვიზიტორების ინტერესებზეც. ამ ეტაპზე, დამსვენებლთა უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ, თუმცა, მზარდია ინტერესი უცხოელი ტურისტების მხრიდანაც.

- Advertisement -
Ad imageAd image

ტრადიციული ტურების გარდა, „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ საკუთარ დამსვენებელს თუშეთში ვერტმფრენის ტურსაც სთავაზობთ.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  არმაზის ციხე - ერთ-ერთი მნიშველოვანი ციხე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — სასტუმროები, სერვისი და ტრანსპორტი. წერს სასტუმროებზე, რესტორნებზე, ავიარეისებზე, ვიზებსა და მოგზაურობის ლოგისტიკაზე.
კომენტარები ჯერ არ არის