სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ტურისტები თავად დაკრეფენ ბოსტნეულს და მოამზადებენ სალათებს…“

0

ბიომეურნეობა „სამყურა“ 2024 წელს კაფეს გახსნის. კაფეში მისულ სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე საქართველოში ეტაპობრივად იზრდება.

სამწლიანი ანონსის შემდეგ წელს დავიწყებ კაფეს მშენებლობას. ორჯერ მქონდა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი პროექტი, ბოლო ეტაპამდე მიმიყვანეს ორივეჯერ და უარი მითხრეს. შემდეგ გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამირიცხა შესაბამისი თანხა და ამ რესურსს მოვახმარ კაფეს მშენებლობას.

საქართველოში არ არის ის მომსახურება, რომ ადამიანები მივიდნენ მეურნეობაში, ნახონ, დაკრიფონ ბოსტნეული, გამოწურონ წვენები, მოამზადონ სალათები, კერძები, დარგონ, დათესონ და ჩვენ სწორედ ამას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ტურისტებზე, ტურისტულ ჯგუფებზე, ცხადია სურვილის შემთხვევაში მომსახურებას გავუწევთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც“ – განაცხადა მეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა.

ანსამბლი „მართვე“ საფრანგეთში ლევილის ქართულ ფესტივალზე პირველად გაემგზავრება

0
ანსამბლი „მართვე“ ლევილის ქართულ ფესტივალზე

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“, საფრანგეთში ლევილის ქართულ ფესტივალზე ხვალ პირველად გაემგზავრება.

„მართვე“ ფესტივალზე არაერთ ქართულ სიმღერას შეასრულებს. მათთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან სხვა ქართული ანსამბლებიც.

ლევილის ქართულმა ფესტივალმა სტარტი 24 მაისს აიღო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, „მართვე“ კი 22 ივნისს გამართავს კონცერტს ანსამბლ დიდგორთან და ერისიონთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლამპრებთან“ ერთად.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მყინვარების დნობის გამო შვეიცარიამ და იტალიამ საზღვარი ხელახლა გაავლეს

0
მყინვარების დნობის გამო შვეიცარიამ და იტალიამ საზღვარი ხელახლა გაავლეს
#image_title

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობის გამო,შვეიცარიამ და იტალიამ საზღვრის ნაწილი ხელახლა გაავლეს.

BBC-ს ცნობით, საზღვრის დიდ ნაწილს მყინვარები წარმოადგენს, მაგრამ მათ დნობის გამო, ბუნებრივი საზღვარი შეიცვალა, რის გამოც ორივე ქვეყანაში სასაზღვრო ზოლის გადახედვა მოინდომეს. კერძოდ, საუბარია მატერჰორნის მთის მახლობლად, პოპულარული სათხილამურო კურორტების მახლობლად მდებარე რეგიონზე.

მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრის დაზუსტება ორივე ქვეყანას დაეხმარება გაერკვიონ ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული ბუნებრივი არეალების დაცვაზე.

შვეიცარიამ ახალი საზღვრები ოფიციალურად აღიარა და ახლა შესაბამის ნაბიჯს იტალიისგან ელოდება. ცნობილია, რომ იტალიური მხარე საზღვრის დაზუსტებას ეთანხმება და შეთანხმების ხელმოსაწერად ტექნიკურ პროცედურებს გადის.

თბილისის ეროვნული პარკი – მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები

0
xr:d:DAGCd9ubXew:24,j:8285922357515274129,t:24041511

ეროვნული პარკის  ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია  დაათვალიეროს  ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, ასევე გაათიოს ღამე საკარვე ბანაკებში ან იცხოვროს მცხეთის სასტუმროებში და ისარგებლოს მათი სერვისით.

პარკის ტერიტორიაზე  მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. პარკიდან ჩანს საგურამოს ქედი, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფ. ვეჯინის ნასახლარები,VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოსჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრის და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით,  ჯვრის მონასტერი,  ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიანი კალთები მრავალი ისტორიულ -კულტურული ძეგლებითა მოფენილი მათ შორის აღსანიშნავია :ქასურის საყდარი,აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი

თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობსთბილისის და მცხეთის სიახლოვეს, პარკი უშუალოდ აკრავს ქ. თბილისს.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა – მხოლოდ მაღალი სიცხე არ წარმოადგენს ბავშვის კლინიკაში განთავსების წინაპირობას“

0

ბავშვებში სიცხის მართვა

საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძე „სტუმრად ექიმთან“:

„მნიშვნელოვანია, მკურნალობისას გავითვალისწინოთ ბავშვის ანამნეზი და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე თუ, რამდენად დამაკმაყოფილებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, იღებს თუ არა სითხეს და საკვებს და ა.შ.

ჩემი რეკომენდაციით, უმჯობესია, ბავშვმა სითხე თავისით მიიღოს, ვიდრე გადასხმა გაიკეთოს, ორგანიზმის სითხით შევსება არაინვაზიური მეთოდით უფრო ეფექტურია. ხველაც, სიცხის მსგავსად, ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი გახლავთ, აღსანიშნავია, რომ ხველა კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ უნდა მოხდეს მისი სიმპტომური მკურნალობა.

პაციენტის ჰოსპიტალიზება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით და დიაგნოსტიკის შედეგად უნდა მოხდეს. ომიკრონისთვის პირველი ორი დღე მაღალი ცხელება დამახასიათებელია, 24 საათის შემდეგ კი იწყება ტემპერატურის კლება. თუ მაღალი ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებას, დღის განმავლობაში შეგიძლიათ წამლის გაორმაგებული დოზა გამოიყენოთ“.

ადგილი თბილისში, სადაც სასწაულმოქმედი, მაკურნებელი წყაროები მოედინება

0
ადგილი თბილისში, სადაც სასწაულმოქმედი, მაკურნებელი წყაროები მოედინება
#image_title

მთაწ­მინ­დის ფერ­დობ­ზე, მამა და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ასთან, პან­თე­ონ­ში, ტაძ­რის ეზო­ში სას­წა­ულ­მოქ­მე­დი, მა­კურ­ნე­ბე­ლი სამი წყაროა.

ტა­ძარს ყო­ველ­დღი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით მორ­წმუ­ნე სტუმ­რობს, ტაძ­რის კარი ყვე­ლას­თვის ღიაა.

პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს, რო­მე­ლიც ცო­ტამ თუ იცის.

„საუკუნეება თვლიან, რომ ეს წყაროები საოცარი სამკურნალო ძალითაა დაჯილდოებული — წვეთწვეთად ჩამოდის წყალი და მხოლოდ რწმენით სავსე ადამიანები ახერხებენ მის პოვნას. ამბობენ, რომ განკურნებულნი მღვიმეებში, ქვის ნაპრალებში პოულობდნენ ამ წყალს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირველ წყალს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე აქვს დადებითი ზემოქმედება, წმინდა ლუკიანეს წყარო თვალის დაავადებებს შველის, ხოლო მესამე — ე.წ. ემბაზის წყალი — სიმსივნურ, ასთმურ-რევმატულ ტკივილებს ამსუბუქებს და შინაგან სიმშვიდეს ანიჭებს,“ — აღნიშნავს სასულიერო პირი.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად აქ VI სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერთი ასუ­რე­ლი მა­მა­თა­გა­ნი და­ვით გა­რე­ჯე­ლი ცხოვ­რობ­და.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ

0

თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, აფეთქების შედეგად დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია.

„მეორე ბავშვი სახის დამწვრობით. დამწვრობა ღრმა არ არის, თვალები არ აქვს დაზიანებული. პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია“, – აღნიშნა  გუგა ქაშიბაძემ.

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„მოგვმართეთ ცხელ ხაზზე“ – ბრაზილიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

0
„მოგვმართეთ ცხელ ხაზზე“ - ბრაზილიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
#image_title

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, (შეზღუდული გადაადგილება, ფრენების გრაფიკის ცვლილებები, თავშეყრის ადგილებისა და კულტურული ობიექტების დახურვა) ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციების სრული დაცვა!

საჭიროების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: +55 61 3366 1101“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია. ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, დაკავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“

0

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“,-ამის შესახებ BM.GE-სთან ბიომეღვინეობა „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გიორგი ფხაკაძემ საიდუმლო გაგვიმხილა

0
გიორგი ფხაკაძემ საიდუმლო გაგვიმხილა
#image_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

28 ოქტომბერს ის თბილისში ქართული ხალიჩებისა და ფარდაგების მაღაზიას ეწვია. გიორგი ფხაკაძე ქართული ფარდაგების კოლექციას აგროვებს, რომლებიც პარიზისა და თბილისის რეზიდენციებში აქვს განთავსებული.

გიორგი ფხაკაძის ფავორიტი ორნამენტები ფარდაგებისა არის თუშური და მესხური…

იხილეთ ვიდეო:


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.