თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, აფეთქების შედეგად დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია.
დამწვრობის — დეტალები
„მეორე ბავშვი სახის დამწვრობით. დამწვრობა ღრმა არ არის, თვალები არ აქვს დაზიანებული. პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.
დამატებითი ინფორმაცია
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ. 29 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/დამწვრობის-ცენტრში-პიროტ/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
