კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”

0
ევროპის ჩემპიონატი

„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გული”, „მამაცი ქართველები”, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის” – ეს კომენტარები უცხოელ გულშემატკივრებს ეკუთვნით. ისინი აღნიშნულ კომენტარებს ევრო 2024-ის ფეისბუკის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ წერენ. ასობით კომენტარი მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ამ სტატიას უნდა გაეცნოთ 🌊

0
სასტუმრო ტყუპები

თუ ამ ზაფხულს ზღვაზე დასვენებას ქობულეთში გეგმავთ, ამ სტატიას უნდა გაეცნოთ 🌊

გაგაცნობთ კურორტ ქობულეთში კეთილმოწყობილ კერძო სექტორში ზღვასთან ახლოს მყუდრო სასტუმროს 《ტყუპები》🌊✨️

ბინები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით – არია 2-3-4-5 საწოლიანი ოთახები.

“გვესტუმრეთ, თქვენ გელით სასიამოვნო, თბილი გარემო და დაუვიწყარი დასვენება” 
დარეკეთ ნომერზე: 599 390460 – რეზო 📱

   

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება🍦

0
ფესტივალი „ნაყინობანა“

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს, „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.

ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა ელით. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაყინები, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

0

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში!

ტურისტული ობიექტი ბარ რესტორანი და გესთჰაუსი – “სადგური” ასურეთში ელიზაბედტალის უბანში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელების მიერ აშენდა.

 „სადგური“ ასურეთში

„ფუნქციურად სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო, რომელიც მოგვიანებით კომუნისტებმა გადაკეთეს ფუნქციაც შეუცვალეს, ხოლო ჩვენამდე ნანგრეების სახით მოვიდა. დღეს ერთადერთი რაც ყცვლელად შენარჩუნდა ეს მისი სახელია “სადგური”, დანარჩენი კი ყველაფერი შეიცვლა, მოეწყო ინფრასტრუქტურა და უკაცრიელი და დანგრეული ტერიტორია ევროპულ სოფელს დაემსგავსა“.

გიორგი ბარათაშვილი“ –  „სადგურის“ დამფუძნებელი

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნის მიზნით, მგზავრთა აქტიური ჩართულობის პროექტი

0

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახორციელებს ახალ ინიციატივას – „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო რესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგა მოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდა უნდა უზრუნველყოს. ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებული საჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმ პირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მგზავრებმა ნებისმიერი ხარვეზი სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ.

„პროექტის – „ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემო“ წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა თავად ჩაერთონ და სატრანსპორტო კომპანიას შეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. ამ მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება პროექტის ფარგლებში შემუშავებული აღრიცხვის მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ინფორმაცია ხარვეზების შესახებ გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსა და სხვა უწყებებს. პროექტის მიზანია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესებში. ასევე, გაიზარდოს მოტივაცია – დაიცვან, როგორც საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, შეტყობინებების დატოვება მგზავრებს კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 44 44 შეეძლებათ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

0
ზღვის ხარისხი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს განუწყვეტლივ, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს.

კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება.

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება

0
იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი

ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილია ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია.

ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელნაწერები მარტინ შოიენის კოლექციიდანაა.

1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისა და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორებიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

ცნობილია, რომ აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ჯუთა – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია

0
ჯუთა - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია
#image_title

ჯუთა (ხევი, ყაზბეგი) – სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ზღვის დონიდან 2200-2260 მეტრის შუალედშია, რის გამოც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია.

სოფელს ულამაზესი ჭაუხები გადმოჰყურებს და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

აქვეა ჩანჩქერი და ტბა, საიდანაც ჭაუხები შთამბეჭდავად ირეკლება.

ჯუთა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გამორჩეული ლოკაციაა და ის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილია კავკასიაში. მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე ამ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, რომლებიც აღნიშნული მოგზაურობიდან გასაოცარი შთაბეჭდილებებითა და დაუვიწყარი ემოციებით ბრუნდებიან.

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა ნათსჯი, კულა, ბატონო, არომაპროდაქტი, მაისი 2020, კამპა, ველინგტონი და ჩემპი, რომლებმაც გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: თხილი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.

ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ესწრებოდნენ.

„ევროკავშირის ბაზარი არის სტრატეგიული მიმართულება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა იყო მოწყობილი, პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, დაამყარონ კავშირები და განავითარონ ექსპორტი პრიორიტეტული მიმართულებებით“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ აღნიშნა, ამსტერდამში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ქართული მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის კუთხით.

ქ. ამსტერდამში გამართულ გამოფენაში World of Private Label International Trade Show მონაწილეობას იღებდა 3 000-მდე კომპანია 73 ქვეყნიდან, მოწყობილი იყო 60-ზე მეტი საერთაშორისო და რეგიონული პავილიონი.

გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შატილი ტურისტებს გასაოცარი ბუნებითაც იზიდავს

0

შატილი ტურისტებს გასაოცარი ბუნებითაც იზიდავს.

კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი.

შატილის უნიკალურობა ციხე-კოშკების შიდა გასასვლელებით დაკავშირების სისტემაშია, რაც გარეთ გამოსვლის გარეშე მთელ კომპლექსში მოძრაობის საშუალებას იძლევა. 2007 წლიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების სიაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.