კვირა, აგვისტო 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება

0

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. ღონისძიებები 3 დღეს გასტანს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 6 ივნისს, 14:00 საათიდან ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ გაიმართება ორი წიგნის – „არგონავტიკა, მედეას მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება.

„მწვანე საღამოების“ ფარგლებში, 7 ივნისს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ხოლო 8 ივნისს – დათო ევგენიძის კონცერტი.

„დავიწყებული ხეხილის ბაღი“ იტალიაში ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ასევე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

„დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგი 2020 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც შეიქმნა და მალე ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ღონისძიება ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება და საზოგადო მოღვაწეების სახელობის მცენარეები მათი შთამომავლობის ხელით ირგვება.

ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატო ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები.

ღონისძიება ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი

0

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი, ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა:

  • რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი;
  • გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).

როგორც პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა.

დოკუმენტის თანახმად, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 4 ივნისს იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

0

საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში სტუმრობის საფასურის გადახდა მოუწევთ“, – აცხადებენ მერიაში.

ცერემონიალი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე გაიმართება.

იაპონური ჩაის ცერემონიალი

უფლისციხე იყო სამეფო ქალაქი და სავარაუდოდ, თითქმის1000 წლის წინადელ სამეფო სასახლის ნაწილს ვუყურებთ

0
უფლისციხე იყო სამეფო ქალაქი და სავარაუდოდ, თითქმის1000 წლის წინადელ სამეფო სასახლის ნაწილს ვუყურებთ.

《შატო ატენი》გთავაზობთ ატენურ ცქრიალა ღვინოს და კოტეჯებს, საოცარი ხედით – შენი დასვენება

0
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ატენის ცქრიალა ღვინოს მწარმოებელი, სოსო ვანიშვილი shenidasveneba.ge -სთან აცხადებს, რომ “შატო ატენის“ ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონისთვის კიდევ ორი კოტეჯი და სარესტორნო სივრცე დაემატა.

„შატო ატენში“ დავამატეთ სარესტორნო სივრცე, თანამედროვე ინდუსტრიული ტიპის სამზარეულო, ასევე დარბაზი და დამხმარე შენობა-ნაგებობა. ავაშენეთ კიდევ ორი კოტეჯი. სარესტორნო სივრცე, სამზარეულო და ახალი კოტეჯები უკვე ფუნქციონირებს“,- ამბობს სოსო ვანიშვილი.

მცირე მარნის მფლობელის თქმით, კოტეჯების გაქირავება პარალელური ბიზნესია, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს.

„წელს სტუმრების 90% უცხოელები არიან, უმეტესად გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. შატო ატენისთვის დატვირთული პერიოდი მაისიდან იწყება და შემდეგი 6 თვე გრძელდება… ერთ კოტეჯის ღირებულება 180-დან 200- ლარამდეა… გვაქვს 2+1 და 3+1 კოტეჯები“ – განმარტავს სოსო ვანიშვილი.

„შატო ატენის“ კოტეჯებიდან იშლება ულამაზესი ხედი ✨️

ცნობისთვის, ,,შატო ატენი” გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. საოჯახო მარანი 2016 წლიდან დაფუძნდა. 2020 წელს კი საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა

0
ღვინის დეგუსტაცია ქართულ ღვინის კომპანიაში ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ღვინის რეგიონებს ესტუმრნენ. ტურმა ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკულ ბაზარზე.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” წარმომადგენელი.

ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო.

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ტურების, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია „Colangelo & Partners“ 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.

აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 364 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება. აშშ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

0
ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონზე ტურისტებით და ახალი ინფრასტრუქტურით
ბათუმის საზღვაო სეზონი ოფიციალურად იწყება 9 ივნისიდან ახალი ინფრასტრუქტურითა და გაუმჯობესებული სერვისით. ისწავლეთ, როგორ მოემზადოთ სრულყოფილი დასვენებისთვის ზღვისპირას.

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ არის დადებითი სტატისტიკა და მუნიციპალიტეტებსა და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს.

,,ვემზადებით აქტიურად ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს. მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით. ახალი ინფრასტრუქტურით ხდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს, ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე, მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონში უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების 10%-იანი მატებაა. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ზაფხულში ბათუმის აეროპორტიდან 12-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება რეისები.

აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

სიახლეებით ხვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი. დასასრულს უახლოვდება ახალ ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ასევე ველობილიკის რეაბილიტაციის პროექტი. წელს ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ქვიშის ფეხბურთში.

კურორტი საირმე – საქართველოს ცნობილი სამკურნალო და სარეკრეაციო ბუნების საგანძური

0
საირმეს კურორტის ბუნებრივი ლანდშაფტი წიწვოვანი ტყეების ფონზე
კურორტი საირმე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სამკურნალო და სარეკრეაციო ადგილია იმერეთის მხარეში. ეს დამალული საგანძური გთავაზობთ იდეალურ კომბინაციას ჯანმრთელობის აღდგენისა და სულიერი განტვირთვისათვის.

საირმეს კურორტი ერთ-ერთი გამორჩეული სამკურნალო და სარეკრეაციო ადგილია საქართველოში, რომელიც იმერეთის რეგიონის მწვანე ტყეებში მდებარეობს.

ეს ადგილი იდეალურ შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს ჯანმრთელობის აღდგენისა და სულიერი განტვირთვისთვის.

საირმეს ისტორია და განვითარება

საირმეს კურორტი ოფიციალურად 2010 წლიდან იღებს სტუმრებს, თუმცა მისი სამკურნალო წყლები საუკუნეების განმავლობაში ცნობილია. 2018 წელს სასტუმრო სრულად განახლდა და სერვისების არჩევანი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

დღეს კურორტში დასაქმებულია რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობიდანაა. ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.

მოგზაურობისას ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამკურნალო კურორტებზე ვიზიტისას.

მინერალური წყლები და სამკურნალო თვისებები

საირმეს კურორტზე ოთხი განსხვავებული მინერალური წყალია, რომლებიც მრავალწლიანი ისტორიის მქონეა. მათი სამკურნალო თვისებები დადასტურებულია დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით, მათ შორის გერმანული STORCH-ის მიერ.

წყლების შემადგენლობა და მოქმედება განსხვავებულია: ზოგი განსაკუთრებით ეფექტურია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისას, სხვები კი ნერვული სისტემის განტვირთვაში ეხმარება.

სამედიცინო მომსახურება საირმეში ეფუძნება ადგილობრივ სამკურნალო რესურსებს და ბუნებრივ თერაპიას.

ბუნებრივი გარემო და მდებარეობა

კურორტი განლაგებულია შერეულ წიწვოვან ტყეში, სადაც ჰაერი გამორჩეულად სუფთა და ჟანგბადით მდიდარია. ეს გარემო ხელს უწყობს რესპირატორული სისტემის გაჯანსაღებას.

მთის ბუნება და სიმშვიდე განსაკუთრებულ განწყობას უქმნის სტუმრებს. ამ რეგიონში ბუნება თითქმის ხელუხლებელია და ინარჩუნებს თავის პირველყოფილ სილამაზეს.

ადგილობრივი ფლორა და ფაუნა სტუმრებს ეკოტურიზმის შესაძლებლობას აძლევს. თბილისის ცხოვრებისგან განსხვავებით, აქ შესაძლებელია ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა.

თანამედროვე გასართობი აქტივობები და სერვისები

2018 წლის განახლების შემდეგ კურორტს დაემატა მრავალფეროვანი სპორტული და გასართობი აქტივობები. ტყის ზიპლაინი განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს ექსტრემის მოყვარულებს.

ასევე ხელმისაწვდომია კომპაქტ-სპორტინგი და ჯიპტურები, რაც აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ეს აქტივობები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებსა და ოჯახებში.

ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები მუდმივად ითხოვს სიახლეებს, და საირმე ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

სხვა კურორტებთან შედარებით, საირმე აერთიანებს ტრადიციულ სამკურნალო რესურსებსა და თანამედროვე გასართობ სერვისებს.

რეკომენდაციები ვიზიტისთვის

საირმეში რეკომენდებულია მინიმუმ სამი-ოთხი დღით დარჩენა, რათა სრულად ისარგებლოთ როგორც სამკურნალო, ასევე სარეკრეაციო სერვისებით.

დანამატები მოგზაურობისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუმცა საირმეს ბუნებრივი მინერალები და სუფთა ჰაერი საუკეთესო თერაპიას წარმოადგენს.

მთავარი დასკვნები

  • საირმე აერთიანებს სამკურნალო წყლებს, სუფთა ჰაერსა და თანამედროვე გასართობ აქტივობებს
  • კურორტის მინერალური წყლები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მათი ხარისხი დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევებით
  • კურორტში დასაქმებულია ასობით ადამიანი, რაც ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია
  • აქტიური ტურიზმის მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია ზიპლაინი, ჯიპტურები და სხვა ექსტრემალური აქტივობები

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანს უნდა დარჩენა საირმეში მინერალური წყლების სამკურნალოდ?

საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია მინიმუმ ერთი კვირით დარჩენა, თუმცა სამიდან ოთხ დღემდეც საკმარისია ზოგადი ჯანმრთელობისა და დასვენებისთვის.

რა სპორტული აქტივობებია ხელმისაწვდომი კურორტზე?

კურორტი სთავაზობს ზიპლაინს, კომპაქტ-სპორტინგს, ჯიპტურებს და სხვა ექსტრემალურ აქტივობებს. ყველა აქტივობა ორგანიზებულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით.

შესაძლებელია თუ არა ოჯახური დასვენება საირმეში?

დიახ, საირმე იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის — აქ შესაძლებელია როგორც მშვიდი განტვირთვა, ასევე აქტიური გასართობი ყველა ასაკისთვის.

საირმე ერთ-ერთი იმ გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ბუნებრივი სიმშვიდე, სამკურნალო რესურსები და თანამედროვე სერვისები აქ განსაკუთრებულ გარემოს ქმნის.

წყარო: shenidasveneba.ge — სარედაქციო მასალა

მომზადებულია SheniAmbebi-ს მიერ
საირმე კურორტი სამკურნალო მინერალური წყლები ტურიზმი

ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ხელოვნება საქართველოში

0
ღვინის დაჭაშნიკება ქართული ტრადიციული მარანში ღვინის ჭიქებით
საქართველოს ღვინის დაჭაშნიკება უნიკალური ტრადიციაა, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ქვევრის ღვინოები და უძველესი ღვინის კულტურა განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.

საქართველოს ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურება უნიკალური ტრადიციაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.

ქვევრის ღვინოები და უძველესი ღვინის კულტურა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ყველა სტუმარზე.

ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი პრინციპები

ღვინის სწორად დაჭაშნიკება ნამდვილი რიტუალია, რომელიც იწყება სასმელის შესაბამისი ტემპერატურის შერჩევით. ნატურალური ღვინოები უმჯობესია მიირთვათ 16-18 გრადუსზე, ხოლო საფერავი — 18-20 გრადუსზე.

ღვინის ბოთლის გახსნა და დაყოფა ტრადიციულად სუფრის უფროსის პრეროგატივაა, რაც ძველი ქართული წესია.

ღვინის ჭიქაში ღვინო უნდა დაისხას მხოლოდ ერთი მესამედი. ასე ღვინოს სრულად გამოაჩნდება არომატი.

ღვინის მირთმევის ეტიკეტი

ღვინის დალევისას მნიშვნელოვანია ჭიქის სწორად დაჭერა. ჭიქას უნდა ვიჭერდეთ ღეროზე, რათა ხელით არ გავახუროთ ღვინო.

საქართველო მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი კერაა, სადაც ათასწლეულების წინ უკვე აწარმოებდნენ ღვინოს.

— UNESCO, 2013

კახეთის რეგიონში ტრადიციული ღვინის დაყენების წესები დღემდე ინარჩუნებს ავთენტურობას. ქვევრი, მარანი და რთველი ქართული ღვინის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ღვინის დაჭაშნიკებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ ღვინის წარმოშობა და ჯიში. საფერავი, რქაწითელი, მცვანე — თითოეული მათგანი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.

ღვინის კერძებთან შეხამება

ქართული ღვინის კერძებთან შეხამება ნამდვილი ხელოვნებაა. მცვანე ღვინოები კარგად ეწყობა თევზს, ქათამს და ზღვის პროდუქტებს.

საფერავი, ალექსანდროული და ისარი კი განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს. ხინკალთან, მწვადთან და სხვა ქართულ კერძებთან ეს ღვინოები განსაკუთრებულ გემოს ქმნის.

მთის რეგიონებში, განსაკუთრებით თბილისის მიდამოებში, ღვინის დაჭაშნიკების ტრადიცია ტურისტებში ძალიან პოპულარულია.

ღვინის შენახვა ასევე მნიშვნელოვანია. ბოთლები ჰორიზონტალურად უნდა ინახებოდეს, ტემპერატურა კი 10-12 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

ღვინოთერაპია და ჯანმრთელობა

ღვინის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლება. წითელ ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტები დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ღვინოთერაპია კახეთის სპა-სასტუმროებში პოპულარული მეთოდია. ღვინის ექსტრაქტებით პროცედურები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

მედიცინის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ღვინის ზომიერი მოხმარება (დღეში 1-2 ჭიქა) დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე.

ღვინის კულტურის განვითარება საქართველოში ტურიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურისტული მონაცემების მიხედვით, ღვინის ტურიზმი ყოველწლიურად იზრდება.

მთავარი დასკვნები

  • ღვინის დაჭაშნიკება ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია
  • სწორი ტემპერატურა და სერვირება მნიშვნელოვანია ღვინის გემოვნური თვისებებისთვის
  • ღვინის კერძებთან შეხამება ხელოვნებაა, რომელიც გამოცდილებას საჭიროებს
  • ღვინოთერაპია ჯანმრთელობისა და სილამაზის დაცვის ეფექტური მეთოდია

ხშირად დასმული კითხვები

რა ტემპერატურაზე უნდა მიირთვას ქართული ღვინო?

თეთრი ღვინოები 8-12 გრადუსზე, ნატურალური ღვინოები 16-18 გრადუსზე, ხოლო საფერავი 18-20 გრადუსზეა რეკომენდებული.

როგორ შევინახოთ ღვინის ბოთლი სწორად?

ღვინის ბოთლები ჰორიზონტალურად, მუქ და გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს, 10-12 გრადუს ტემპერატურაზე.

რა კერძები ეხამება ქართულ ღვინოებს?

თეთრი ღვინოები უხდება თევზსა და ზღვის პროდუქტებს, წითელი ღვინოები — ხორცის კერძებს და ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.

ღვინის დაჭაშნიკების და მირთმევის ტრადიცია საქართველოში მხოლოდ სასმელი არ არის — ეს მთელი ცხოვრების ფილოსოფიაა. წინაპრების მიერ ჩამოყალიბებული ეს ტრადიცია ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.

წყარო: shenidasveneba.ge — სარედაქციო მასალა

მომზადებულია SheniAmbebi-ს მიერ
ღვინის კულტურა ღვინოთერაპია ქართული ტრადიციები ღვინის ტურიზმი კახეთი

ბარბექიუ ზონა, ეზო და მწვადის არომატი: სად ვიქირაოთ სახლი ქართული ნადიმებისთვის

0
ქართული სახლის ეზო ბარბექიუ ზონით და მწვადის სუფრით
ქართული ნადიმებისთვის სახლის ქირაობისას მნიშვნელოვანია ფართო ეზო, ბარბექიუ ზონა და ტერასა. საუკეთესო ადგილებია ვაკე, საბურთალო, კახეთის მამულები და ზღვისპირა ზონები კომფორტული შეკრებებისთვის.

თბილი საღამოები ეზოში, ახლად შემწვარი მწვადის სურნელი და მშვიდი საუბრები გრძელ მაგიდასთან — ეს ყველაფერი ნამდვილი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ვახშამზე შეკრება არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ცხოვრების წესია. სწორედ ამიტომ, გასაქირავებელი სახლის ან აგარაკის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს როგორც კომფორტული, ასევე სტუმრების მისაღებად მოსახერხებელი.

გაზაფხულსა და ზაფხულში ასეთი სახლების მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად ირჩევენ მოკლევადიან ქირაობას, რათა შაბათ-კვირა ან არდადეგები მშვიდ გარემოში გაატარონ. მოგზაურობისას ჯანმრთელობის რეკომენდაციებისთვის, ეწვიეთ სამედიცინო რჩევების საიტს.

1. ვაკის უბნის ტერასიანი სახლები

თბილისის ვაკის რაიონი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ტერასიანი სახლებისთვის. აქ მრავლადაა კერძო სახლები ფართო ტერასებით, გამწვანებული ეზოებით და ქალაქის ხმაურისგან დაცული სივრცეებით. ასეთ სახლებში შესაძლებელია მისაღებ ფასად კომფორტული შაბათ-კვირის გატარება.

2. საბურთალოს კერძო ეზოები

საბურთალო განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახური შეკრებებისთვის. აქ სახლების ეზოები ხშირად გამწვანებულია და ბუნებრივი ჩრდილით გამოირჩევა. ბევრ მათგანს აქვს პატარა ბაღი და ხილის ხეები.

3. დიღმის გარეუბნული ზონა

დიღმის მიმდებარე ტერიტორიებზე შესაძლებელია უფრო ფართო სახლების პოვნა დიდი ეზოებით. აქ ხშირად არის ბარბექიუსთვის განკუთვნილი სივრცე. ტურიზმის სტატისტიკასა და ახალი მიმართულებების შესახებ იხილეთ აქტუალური ინფორმაცია.

4. თბილისის გარეუბნული კურორტები

ლისის ტბის, კოჯრისა და წყნეთის მიმდებარე ადგილები იდეალურია ბუნებასთან ახლოს განთავსებული სახლებისთვის. აქ შესაძლებელია ღია ცის ქვეშ სადილის მოწყობა და ბუნებრივი პეიზაჟის ფონზე ფოტოების გადაღება. ამ სახლებიდან ბევრს აქვს საკუთარი წყარო და გამწვანებული ეზო.

5. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიები

მცხეთის გარშემო განთავსებული სახლები გამოირჩევა ისტორიული გარემოთი. ბევრ მათგანს აქვს ტრადიციული ქართული ეზოს დიზაინი და ხე-ტყის ლანდშაფტი. რეგიონული დასვენების ადგილების შერჩევისას მნიშვნელოვანია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაც.

6. გურჯაანისა და სიღნაღის კერძო მამულები

კახეთში, განსაკუთრებით გურჯაანსა და სიღნაღთან ახლოს, მრავლადაა გასაქირავებელი ღვინის მამულები. ასეთ ადგილებს ხშირად აქვთ საკუთარი ვენახები და ღვინის მარანები. ეს საუკეთესო არჩევანია ქართული სუფრისა და ღვინის დეგუსტაციისთვის.

7. ბორჯომისა და ახალქალაქის ეკოლოგიური ზონები

სამხრეთ საქართველოს მთიან ზონაში განთავსებული სახლები იდეალურია სუფთა ჰაერითა და ბუნებრივი გარემოთი დასვენებისთვის. აქ შესაძლებელია როგორც ღია ცის ქვეშ საჭმლის მომზადება, ასევე ზამთარშიც კომფორტული განთავსება. მთის ტურიზმისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ სამედიცინო რეკომენდაციების განყოფილებაში.

8. ზუგდიდისა და ფოთის ზღვისპირა სახლები

დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზონაში შესაძლებელია ზღვასთან ახლოს განთავსებული სახლების დაქირავება. აქ ხშირად არის დიდი ტერასები, საიდანაც ზღვის ხედი იშლება. ასეთი ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში და ოჯახური ღონისძიებებისთვის.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • ყოველთვის გადაამოწმეთ სახლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამწვადე ზონის არსებობა
  • წინასწარ შეთანხმდით მეზობლებთან შესაძლო ხმაურთან დაკავშირებით
  • დარწმუნდით, რომ ადგილზე არის საკმარისი პარკინგი და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევარჩიოთ შესაფერისი სახლი დიდი კომპანიისთვის? ყურადღება მიაქციეთ ეზოს ზომას, ტერასის ფართობს და სამზარეულოს აღჭურვილობას — მნიშვნელოვანია დიდი მაცივარი და საკმარისი ჭურჭელი.

რა ღირს ასეთი სახლების ქირაობა მოკლევადიანად? ფასები დამოკიდებულია მდებარეობაზე, სეზონზე და სახლის პირობებზე — ადგილობრივ ბაზარზე ღირებულება მერყეობს საშუალო კატეგორიიდან პრემიუმ სეგმენტამდე.

ასეთი სახლების შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბუნებრივი გარემო, არამედ პრაქტიკული დეტალებიც. სწორი არჩევანი დაგეხმარებათ ნამდვილი ქართული სუფრის მასპინძლობაში და შექმნით დაუვიწყარ მოგონებებს თქვენი ოჯახის და მეგობრებისთვის.

წყარო: shenidasveneba.ge — სარედაქციო მასალა

მომზადებულია SheniAmbebi-ს მიერ
სახლის ქირაობა ქართული ნადიმი ბარბექიუ ზონა ეზო მწვადი
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.