ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. ღონისძიებები 3 დღეს გასტანს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 6 ივნისს, 14:00 საათიდან ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ გაიმართება ორი წიგნის – „არგონავტიკა, მედეას მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„მწვანე საღამოების“ ფარგლებში, 7 ივნისს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ხოლო 8 ივნისს – დათო ევგენიძის კონცერტი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეროვნულ — დეტალები

„დავიწყებული ხეხილის ბაღი“ იტალიაში ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ასევე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

„დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგი 2020 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც შეიქმნა და მალე ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ღონისძიება ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება და საზოგადო მოღვაწეების სახელობის მცენარეები მათი შთამომავლობის ხელით ირგვება.

ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატო ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები.

ღონისძიება ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. 5 ივნისი, 2026. https://shenidasveneba.ge/ეროვნულ-ბოტანიკურ-ბაღში-5/

READ  საოცარი ადგილი - კლდეზე აშენებული კოტეჯები, რომელიც მერისის ჩანჩქერის თავზე მდებარეობს და ზღაპრული ხედები აქვს
სტატიის ციტირება
ანა დოლიძე. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 ოქტ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98-5/
shenidasveneba.ge
author avatar
ანა დოლიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network