სამშაბათი, ივნისი 16, 2026
- Advertisement -
Google search engine

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა

0
ღვინის დეგუსტაცია ქართულ ღვინის კომპანიაში ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ღვინის რეგიონებს ესტუმრნენ. ტურმა ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკულ ბაზარზე.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” წარმომადგენელი.

ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო.

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ტურების, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია „Colangelo & Partners“ 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.

აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 364 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება. აშშ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

0
ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონზე ტურისტებით და ახალი ინფრასტრუქტურით
ბათუმის საზღვაო სეზონი ოფიციალურად იწყება 9 ივნისიდან ახალი ინფრასტრუქტურითა და გაუმჯობესებული სერვისით. ისწავლეთ, როგორ მოემზადოთ სრულყოფილი დასვენებისთვის ზღვისპირას.

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ არის დადებითი სტატისტიკა და მუნიციპალიტეტებსა და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს.

,,ვემზადებით აქტიურად ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს. მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით. ახალი ინფრასტრუქტურით ხდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს, ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე, მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონში უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების 10%-იანი მატებაა. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ზაფხულში ბათუმის აეროპორტიდან 12-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება რეისები.

აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

სიახლეებით ხვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი. დასასრულს უახლოვდება ახალ ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ასევე ველობილიკის რეაბილიტაციის პროექტი. წელს ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ქვიშის ფეხბურთში.

ანტიკური კოლხეთის ქალაქი – ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

0

თიბისის მხარდაჭერით და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს.

ექსპოზიცია, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა დამთვალიერებელმა, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი.

გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი, იმოგზაურებს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნობა რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას – ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

სკულპტურები, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი, კერამიკული და ოქროს ნაკეთობები, სახელგანთქმული კანოპების (ცხედრის ფერფლის შესანახი ჭურჭელი, რომლებიც კიუზის არეალისთვის იყო დამახასიათებელი) და მრავალი სხვა უნიკალური ნივთი დამთვალიერებლისთვის ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა კოლხეთთან დაკავშირებულ ორ ნაკეთობაც: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის თასი და ძვ.წ.300-275 წლების ბრინჯაოს სარკე არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენა საქართველოში ხორციელდება თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით, იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია ეს შესანიშნავი გამოფენა, რომელიც თავდაპირველად ჩვენს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა დამთვალიერებელმა, ახლა კი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, აგვისტოს ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები

0

ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1935 წ. / ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი შეიქმნა 1995 წელს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და  მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი 107,649 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია. ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი ზღვის დონიდან 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

 ფლორა

აღკვეთილის ტერიტორიაზე, ნარიანის ველსა და ტაბაწყურის ტბის სანაპირო ზოლში განვითარებულია ჭაობის მცენარეულობა, რომელიც დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აღკვეთილის ტერიტორიაზე სივრცობრივად ყველაზე დიდი ფართობები მდელოს მცენარეულობას უკავია, რომელიც მთლიანად მეორადი წარმოშობისაა და ნაირგვარი მოდიფიკაციებიის სახითაა წარმოდგენილი. აღკვეთილის ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია მთის სტეპები, დეკიანი და ფრაგმენტულად, სუბალპური ტყეები, რომლებიც ძირითადად შექმნილია მაღალმთის მუხით, წიფლით და ლიტვინოვის არყით.

ფაუნა

ისევე როგორც ჯავახეთის სხვა ტბებისთვის, ტაბაწყურის ტბისთვისაც დამახასიათებელია გარეულ ფრინველთა სიუხვე. გადაფრენის პერიოდში ტაბაწყურის ტბა და მისი შემოგარენი ნაირგვარი მტაცებელი, წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იხვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფრინველი გარიელი, იგივე თეთრფრთიანი გარიელა (Melanitta fusca), რომელიც შესულია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო (IUCN)-ის “წითელ ნუსხაში” და საქართველოში მხოლოდ ტაბაწყურის ტბაში არსებულ კუნძულზე ბუდობს.

ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა ძირითადად წარმოდგენილია 9 სახეობით. აქ გვხვდება კარჩხანა, მტკვრის ნაფოტა, ასევე დაფიქსირებულია კავკასიური ღორჯოს (Neogobius melanostomus) არსებობაც.

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში გავრცელებულია ამფიბიების 6 სახეობა და რეპტილიების – 10 სახეობა. მათ შორის აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta) შესულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

აღკვეთილის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ძუძუმწოვრების 45 სახეობა. აქ წარმოდგენილია: ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti), ნერინგის ბრუცა (Nannospalax nehringi), წავი (Lutra lutra), მგელი (Canis lupus), მელა (Vulpes vulpes), ჭრელტყავა  (Vormela peregusna), მაჩვი (Meles meles), ფოცხვერი (Lynx lynx), ნაცრისფერი ზაზუნელა (Cricetulus migratorius)  და სხვა

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული ბრენდი Europcar შემოდის

0

ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც Europcar-ი ოფისი იქნება განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეეძლებათ https://www.europcar.ge/ka/fleetguide

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია და გარემო საკმაოდ კონკურენტუნარიანი“,- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. სამოდელო რიგში წარმოდგენილია როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე Europcar მომხმარებელს სთავაზობს ელექტრომობილების ფართო არჩევანსაც.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„დიდგორს“ სამუზეუმო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა

0

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, თვითმოქმედ ანსამბლ „დიდგორს“ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.

ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტს მიეძღვნა ანსამბლის კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილი.

ანსამბლ „დიდგორის“ პროფესიონალმა მომღერლებმა მუზეუმის სტუმრებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები შეასრულეს და ხალხური სიმღერის გაკვეთილები ჩაატარეს.
მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლ „დიდგორს“ ოცი წელი შეუსრულდა და იგი უკვე ახალი სტატუსითა და ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით გააგრძელებს განვითარებასა და ქართული ფოლკლორის ტრადიციების თაობებისთვის გადაცემას.
2023 წელს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტის – „ამღერებული მუზეუმის“ ფარგლებში მუზეუმის სტუმრებს ქართულ ფოლკლორს სწორედ ანსამბლი „დიდგორი“ აცნობდა.

პროექტი „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივით 2023 წელს შეიქმნა. რამდენიმე თვის მანძილზე რვა ფოლკლორული კონცერტი ანშლაგით ჩატარდა და ქართულ სიმღერასთან დაკავშირებული ოთხი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და მუზეუმში მოიზიდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მსმენელი. კულტურის სამინისტრო ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად კვლავ გააგრძელებს მსგავსი მრავალფეროვანი კულტურული პროექტების მხარდაჭერას.

საგულისხმოა, რომ ანსამბლი „დიდგორი“ ერთ-ერთია იმ ანსამბლთა შორის, რომლებსაც კულტურის სამინისტროსგან მაღალი ხარისხის ტრადიციული სასცენო სამოსი გადაეცა. 2022 წელს ანსამბლმა ჩოხის 15 ახალი კომპლექტი მიიღო.

„დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა და მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. ანსამბლი აქტიურად საქმიანობს საქართველოსა და უცხოეთში. 2012 წლიდან „დიდგორი“ პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მართავდა კონცერტებს ადგილობრივ მომღერლებთან ერთად. 2015 წელს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ნომინაციაში „ახალი თაობა“, ანსამბლს გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი.

საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე 2015 და 2016 წელს „დიდგორმა“ პირველი ადგილი დაიკავა.

ანსამბლი „დიდგორი“

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია

0

აიაზ­მა

სო­ფე­ლი აიაზ­მა (წმინ­და წყა­ლი) ყო­ფი­ლი თეთ­რი­წყა­როა წალ­კის რა­ი­ონ­ში, წალ­კის ქვა­ბუ­ლის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, წალ­კი­დან 18 კმ-ში, ზღვის დო­ნი­დან 1580 მ. სო­ფელ­ში ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­აა.

აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის რუ­კა­ზე (XVIII ს.) თეთ­რი­წყა­როს სა­ხე­ლი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი. აიაზ­მა XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში შე­აქ­ვეს იქ ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა ბერ­ძნებ­მა. აიაზ­მა­ში VI-VII სს-ის მიჯ­ნის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი დგას, ღვთის­მშობ­ლის ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სია – აიაზ­მის ეკ­ლე­სია. ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე, კა­რის თავ­ზე წარ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდ­გე­ნი­ათ. აქვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კა­თა­ლი­კო­სი ოქ­რო­პი­რი (მოღ­ვა­წე­ობ­და ბაგ­რატ IV-ის დროს). სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეკ­ლე­სი­ის ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი ქვის ფი­ლე­ბის ქვეშ წყა­ლუხ­ვი წყა­რო მო­ე­დი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ლე­ბით გო­რა­კის ფერ­დობ­ზე მო­წყო­ბილ აუზ­ში ჩა­დის.

 

მოწა­მე­თა – მთებითა და სიმწვანეებით გარშემორტყმული, საქართველოს ნამდვილი კულტურული საგანძურია

0

ოწა­მე­თა – ულამაზესი წყალწითელას ხეობის სიღრმეში.

მთებითა და სიმწვანეებით გარშემორტყმული ეს მონასტერი საქართველოს ნამდვილი კულტურული საგანძურია

იმე­რე­თის მხა­რის ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლია. ზღვის დო­ნი­დან 450 მ. სოფ­ლის მი­და­მო­ებ­შია მო­წა­მე­თას სა­მო­ნას­ტრო ან­სამ­ბლი. სო­ფელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად იმარ­თე­ბა სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი მო­წა­მე­თო­ბა.

მოწამეთას მონასტერი აგებული იქნა VIII საუკუნეში დიდი ქართველი მეომრების დავითისა და კონსტანტინეს ხსოვნის საპატივცემულოდ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საბაგირო გზა “არგო”

0
საბაგირო გზა არგო

თქვენს Შეკითხვაზე – თუ რა რა ვაკეთოთ ბათუმში, ჩვენს ბლოგში მიიღებთ ამომწურავ პასუხს. ბათუმი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, რომელიც მდებარეობს აჭარაში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში.

აქ ნახავთ მსუბუქ და დინამიურ არქიტექტურას, გაეცნობით უძველეს ისტორიას, დატკბებით მზიანი სანაპიროთი, ისიამოვნებთ პარაშუტითა და გაისეირნებთ საბაგიროთი, დაგხვდებათ ულამაზესი ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, უგემრიელესი აჭარული სამზარეულო, მრავალფეროვანი ატრაქციონები, და სხვა მრავალი გასართობი პუნქტი.

კულტურული თუ დასასვენებელი ადგილი შეუდარებელს ხდის ამ ქალაქს და უამრავ დამსვენებელსაც იზიდავს.

საბაგირო გზა „არგოს” ზედა სადგური ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული და იქ ასასვლელად სულ რაღაც 15 წუთია საჭირო.

20 რვაადგილიან გონდოლას ერთი საათის მანძილზე 500-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

საბაგირო გზის ზედა სადგურზე ასულებს საოცარი სანახაობა გელით – გადმოსახედი გემბანიდან ბათუმის ულამაზესი პეიზაჟი იშლება. განსაკუთრებული სილამაზით მზის ჩასვლის პერიოდი გამოირჩევა.

ადგილზე დამონტაჟებული რამდენიმე ჭოგრიტით თქვენთვის სასურველი ადგილების უფრო „ახლოდან” ნახვასაც კი შეძლებთ.

დანიშნულების ადგილზე მისულებს მხოლოდ პეიზაჟი არ მოეწონებათ. ადგილზე რამდენიმე საინტერესო ობიექტი დაგხვდებათ. პირველ რიგში, აღსანიშნავია კაფე-ბარი, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნებას შეძლებთ. კაფედან პანორამული ხედი იშლება, რაც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს მზის ჩასვლის დროს ქმნი

ალკოჰოლის მოყვარულებს ღვინის მაღაზიაც დახვდებათ, სადაც ქართული ღვინის ნაირსახეობიდან თქვენთვის სასურველის შეძენას შეძლებთ. გარდა ამისა, იქვე მდებარე

სამახსოვრო საჩუქრებისა და ნივთების ყიდვაც შეგიძლიათ.

ბათუმში მიღებული დადებითი ემოციებისა და მოგონებების გახსენებაში „არგოს” ობიექტებზე გაკეთებული შენაძენი აუცილებლად დაგეხმარებათ.

თუ ფოლკლორული მუსიკისა და ტრადიციული ცეკვების მოყვარული ხართ, მაშინ „არგოს” ზედა სადგურზე გამართული სეზონური გამოსვლებითაც დაინტერესდებით.

საღამოობით იქ ადგილობრივი შემსრულებლები დაუვიწყარ შოუებს მართავენ და სტუმრებს ქართული კულტურის საამაყო ნაწილს აცნობენ.

გილოცავთ ორმაისობას -ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“ აღინიშნება

0

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის მანძილზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ქუთაისში გვირილობა ანუ ქუთაისობა ყოველწლიურად 2 მაისს იმართება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მოხალისეობასთან, ქველმოქმედებასთან არის დაკავშირებული. გადმოცემის მიხედვით, “გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.