შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

135 წლის ვაზი წინანდალში, 4–5 ლიკოგრამიანი მტევნებით

0

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ჭიათურა- ქალაქი საქართველოში – მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია

0

ჭიათურა- ქალაქი საქართველოში. მდებარეობს  ჭიათურის  პლატოსა და  მდინარე  ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

მოსახლეობა-39,884

ტერიტორიის მთლიანი ფართობი-542,5 კვ.მ2.

მანძილი რეგიონის ცენტრამდე ( ქუთაისი-72კმ)  მანძილი თბილისამდე-176 კმ.

ქალაქ  ჭიათურის  მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში  და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში, ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული.  ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს. არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული. ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.

2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა  გამოქვაბულში დღესაც გრძელდება.

ჭიათურის რაიონში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია,რაც ადასტურებს, რომ ამ მხარის მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნაში. ძეგლთა შორის  რამდენიმე უნიკალურია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კაცხის სვეტი-მდინარე კაცხურას პირას აღმართულია ქვის გიგანტური,40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი, სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე  ზომის ეკლესია,რომელიც მკვლევართა აზრით მესვეტეობას  უკავშირდება.

ჭიათურის აღმოსავლეთით კლდეშია გამოკვეთილი მე-13 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი –მღვიმევის დედათა მონასტერი,რომელიც 35 მეტრამდეა კლდეში შეჭრილი.რკლესიის კედელზე არსებული წარწერით დასტურდება,რომ მისი აღმშენებელია რაჭის ერისთავი რატი კახაბერიძე.

 კაცხის ტაძარი-მეათე საუკუნის ექვს ფასადიანი ეკლესია.მდებარეობს ჭიათურის დასავლეთით დაახლოებით 8კმ. მანძილზე. აგებულია ბაგრატ მე- 3 -ის ხანაში და უძველეს დროიდან წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ ბაღვაშთა საგვარეულო ტაძარს და საძვალეს.

სალ კლდეშია გამოკვეთილი  სვერის ციხე ბუნებრივი აივნითა და ქვითკირის მოაჯირით დამშვენებული. ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით  სვერის ციხე მერვე საუკუნეშია აგებული.  შუა საუკუნეებს განეკუთვნება სოფელ ბჟინევში შემონახული დიდველის ციხე და ეკლესია, აგრეთვე ზედუბნის ციხე.  მე11 საუკუნისაა დარკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია,მე 11-მე-12 საუკუნეებს განეკუთვნება რგანის ეკლესია,მე 13-საუკუნეს-პერევისის ეკლესია და სხვა. ჭიათურის მიდამოებში, მდინარე ჯრუჭულის  ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები ჩვენს ერამდე რამდენიმე ათასწლეულის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება. ჭიათურასთან  ახლოს, სოფელ ნავარძეთის  ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის სადნობი უძველესი ღუმელის ნაშთი რკინისა და წიდის ნატეხებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები უმაღლესი ხარისხის ლითონის მისაღებად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ მანგანუმის შენადნობს.სოფელ სვერის ტერიტორიაზე მდებარეობს-კოტიას მღვიმე.2004 წელს აღმოჩნდა პალეოლითელი ხანის ადამიანის სამარხი,რომლის ასაკი 11500 წელია.

ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. მანგანუმის საბადო ჭიათურაში   პირველად გერმანელმა გეოლოგმა ,აკადემიკოსმა ჰერმან  აბიხმა აღმოაჩინა 1846 წელს და მაღალი შეფასება მისცა მას. მანგანუმის მადნის  მოპოვება  და მისი სამრეწველო დამუშავება მოგვიანებით,1879 წლიდან  დაიწყო  და  იგი   ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც ევროპას გააცნო ქართული „შავი ოქრო“ და პირველი პარტია ქართული მანგანუმისა 51000 ფუთის ოდენობით მისი სახელით გავიდა ევროპის ბაზარზე. მალე მთელ მსოფლიოს მოეფინა „შავი ოქროთი“ მდიდარი ამ კუთხის სახელი.

ქალაქსაც  საფუძველი  1879 წელს ჩაეყარა.1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია.

ჭიათურა ბაგირგზების ქალაქია.  ქალაქის მთიანი რელიეფური პირობების გამო აქ ბაგირგზები ერთ-ერთი მოხერხებული ტრანსპორტია,რის გამოც ჭიათურას „საჰაერო ვენეციას“ უწოდებენ. 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო ინჟინერი  გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის,ლატვიის და  სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები.

1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს.

ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს.

1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი.
ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს მანგანუმის საბადო, რომელშიც დასაქმებულია 3 500 ადამიანი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში . ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები – სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან.

ჭიათურაში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია „იმერვიზია“.

ჭიათურის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია რესპუბლიკაში. ქალაქს აქვს კულტურის ცენტრი. ჭიათურისა  წარსული წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ქალაქში მუშაობენ სამუსიკო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ბოტანიკური ბაღი მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

0

ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისთვის და მათი ბიომრავალფეროვნების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 6 თებერვლიდან ახალი პროექტი „ეკო-მკვლევარი“ დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, სხვადასხვა სახალისო-სასწავლო კომპონენტების მეშვეობით ბიოლოგიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებაში დაეხმარება. ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა 2 საათის განმავლობაში ბოტანიკური ბაღის სივრცეში გაიარონ პრაქტიკულ-თეორიული კომპონენტებით დატვირთული სპეციალური პროგრამა, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

I ნაწილი – ლაბორატორიული სამუშაოები

ლექცია-სემინარი მიკრო და მაკრო ორგანიზმების შესახებ, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიკროსკოპების მეშვეობით დააკვირდნენ, როგორც მზა პრეპარატებს, ასევე თავად შექმნან ისინი და შეიმეცნონ მიკრო სამყარო

II ნაწილი – მცენარეთა ევოლუცია, მცენარეებზე დაკვირვება

სემინარი მცენარეთა ევოლუციისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვან და მარადმწვანე ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან გირჩებს, ფოთლებსა და მათ ნაირსახეობებს

III ნაწილი – წიწვოვან მცენარეთა კოლექცია

მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის წიწვოვან მცენარეთა კოლექციას დაათვალიერებენ, სადაც სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან და მიღებულ თეორიულ ცოდნას ბოტანიკურ ბაღში არსებულ მცენარეებზე დაკვირვებით გაიღრმავებენ

პროექტი დაიწყება 6 თებერვალს. შეხვედრები ჩატარდება ბოტანიკურ ბაღში ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. კურსს გაუძღვებიან ბაღის სპეციალისტები
მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა – 25 მოსწავლე

პროექტში მონაწილეობა – ჯგუფზე 80 ლარი + ბოტანიკურ ბაღში ბილეთის შემოსვლის საფასური (მოსწავლეები 50 თეთრი, ზრდასრულები, მათ შორის მასწავლებელი 4 ლარი)
აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 18 00 61“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

“ზაფხულში, მხოლოდ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი, ყოველდღიურად ასობით ტურისტს ემსახურება”

0
ბოტანიკური ბაღი
“ზაფხულში, მხოლოდ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი, ყოველდღიურად ასობით ტურისტს ემსახურება”.
ბექა ციცხვაია, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინის მენეჯერია. ობიექტი 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნა და მას შემდეგ უამრავი ტურისტის საყვარელ ლოკაციად იქცა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინის სიგრძე 500 მეტრია, იგი 150 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ზემო სვანური ტრადიციით დამზადებული ყველნარევი მჭადი – ჭიშტვარი

0
ზემო სვანური ტრადიციით დამზადებული ყველნარევი მჭადი – ჭიშტვარი
პირველი არხის არქივი

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ოზურგეთში ისტორიული ძეგლები და მემორიალები განახლდა, იწყება სახლ-მუზეუმების განახლება

0

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის და სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმების განახლება იწყება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მალე დაიწყება შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის განახლებას გულისხმობს. ტერიტორიაზე არსებული სახლ-მუზეუმის, დამხმარე ნაგებობების განახლებასა და ეზოს კეთილმოწყობას 257 137 ლარი მოხმარდება. წელს, ასევე მოხდება ჩვენთვის საამაყო მამულიშვილის, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმის განახლება. პროექტისთვის გათვალისწინებულია 118 916 ლარი, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოზურგეთში ქალაქსა და სოფლებში ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლება განხორციელდა.

„გასულ წელს დავიწყეთ სოფლებსა და ქალაქში ისტორიული ძეგლების და მემორიალების განახლების პროცესი. უკვე გავაკეთეთ: ქალაქ ოზურგეთში, ძიმითში, მაკვანეთში და ნაგომარში ომში დაღუპულთა მემორიალების განახლება; დაბა ლაითურში – 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის განახლება; სოფ. ოზურგეთში სამშობლოსათვის დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალის რეაბილიტაცია; დაბა ნარუჯაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის მშენებლობა; ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის სრული განახლება,“ – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

მისივე განცხადებით, ეს პროცესი წელსაც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დაიწყება 1905 წელს, ნასაკირალთან მომხდარ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის რეაბილიტაციაც.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კურორტი „გოდერძი“ ფესტივალ „გიზ-გიზს“ 17-18 თებერვალს უმასპინძლებს

0

17-18 თებერვალს, კურორტი „გოდერძი“ ფესტივალ „გიზ-გიზს“ უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კვებისა და გასართობი სივრცეები, ფოტო ზონები და ზამთრის თემატიკის ინსტალაციები. სტუმრების განწყობაზე ბენდები და დიჯეები იზრუნებენ.

ფესტივალი „გიზ-გიზი” დღეს გუდაურში დაიწყო. ის 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში გადაინაცვლებს.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კარავი სასტუმრო ამბროლაურში

0

კარავი სასტუმრო ამბროლაურში

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ეგზოტიკური კარვების სასტუმრო მდებარეობს. ტყეში ჩაფლული ნომრები მაქსიმალურ კომფორტსა და იდეალურ ხედებზეა გათვლილი. აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტით (სამზარეულო, ტერასა, მინი კინოთეატრი და სხვა).

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გამორჩეული, საოცარი – აუცილებლად გასასინჯი კერძები საქართველოში

0

მრავალფეროვანმა ბუნებამ, ისტორიული განვითარების გზამ საქართველოს თითოეულ კუთხეში თავისებური ყოფითი კულტურის ჩამოყალიბება განაპირობა. თავისებურებებით გამოირჩევა თითოეული კუთხის კვების სისტემაც.

საქართველოს ნებისმიერ კუთხეს აქვს საკუთარი, სხვებისგან გამორჩეული კერძი და პროდუქტი. თუმცა, არსებობს რამდენიმე კერძი, სადაც ყველა კუთხის გზა იკვეთება.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გარდენია შევარდნაძე – ოაზისი თბილისში

0

„გარდენია“ დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგეა, სადაც დათვალიერების გარდა, დეკორატიული მცენარეების შეძენაც არის შესაძლებელი.

“გარდენია შევარდნაძე” ყველასთვის  იდეალური გარემოა. სიმშვიდე, სილამაზე, იდილია. სიმყუდროვე – ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა თავმოყრილი. საინტერესოა. რომ აღნიშნულს ძალიან ხშირად სტუმრობენ იმ ლამაზი დღეების აღსაბეჭდად, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

მცენარეებმა რომ სიხარული გაგიზიარონ, სწორედ ასეთი ადგილია „გარდენია შევარდნაძე“.

ზურაბ შევარდნაძეს თბილისის ზღვის მახლობლად, მოწყობილ ბაღში და სათბურში, უამრავი სახეობის მცენარე გაუხარებია.

გარდენიას ლანდშაფტურ დიზაინს, ხომ უამრავი ძველი ნივთი ამშვენებს.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ყვავილებისა და დეკორაციული ხეების გარდა, გარდენია თავს იწონებს ევროპული ყაიდის „პატარა კაფით”.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

 

აქვეა შენობები სტუმრების ღამის გასათევად.  გარდენიაში სტუმრებს სასტუმროს სერვისებს არ სთავაზობენ, მათ საშუალება აქვთ ბაღის ჭიშკრის, სახლისა და აპარტამენტის გასაღები იქონიონ. საუზმეს ბაღში პატარა კაფეში მიირთმევენ. პირველ სართულზე არის სადღესასწაულო სივრცე, სადაც ერთ გრძელ მაგიდასთან 20 სტუმარი თავსდება, ვახშმები დაკვეთით კეთდება. გამორჩეული სტუმრიანობა ბაღს იმ თვეებში აქვს, როცა ბაღი ყვავის და განსაკუთრებით ლამაზია – ანუ გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებში.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

მოწყობილია საუცხოო სარიტუალო სივრცე. წყვილები საკუთარი ქორწილის გადასაღებად სწორედაც, რომ „გარდენიას” მიმართავენ.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

“გარდენია შევარდნაძე” ყველასთვის  იდეალური გარემოა. სიმშვიდე, სილამაზე, იდილია. სიმყუდროვე – ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა თავმოყრილი. საინტერესოა. რომ აღნიშნულს ძალიან ხშირად სტუმრობენ იმ ლამაზი დღეების აღსაბეჭდად, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.ვვვვვვვვვვ

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.