ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

უძველესი ქართული ხალხური საკრავის ჭუნირის, იგივე ჭიანურის დამზადების მამაპაპისეული ტრადიცია…

0
უძველესი ქართული ხალხური საკრავის ჭუნირის, იგივე ჭიანურის დამზადების მამაპაპისეული ტრადიცია…
პირველი არხის არქივი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ლეგენდა თუ სინამდვილე – ერთ-ერთი თბილისური სახლის თბილისური ისტორია

0

ჩვენი დედაქალაქის სიძველის, სილამაზის, სისპეტაკისა და მრავალი სხვა ეპითეტის გამოყენებით არაერთი ლექსი, ჩანახატი, პოემა და ნახატი შექმნილა. დიახ, ერთ დროს ეს ქალაქი თავისი უძველესი სახლებით, არაერთგზის გამხდარა პოეტებისა და მხატვრებისათვის შთაგონების წყარო.

დღესაც კი, ტურისტებისთვისაც ყველაზე მიმზიდველი ძველი თბილისია, თავისი დანგრეული, შელახული და წაშლის პირას მყოფი უძველესი სახლებითურთ. მიხვეულ-მოხვეული ლაბირინთები, ბარაკები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თბილისური ახალი აღმოჩენები, ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვის დღესაც კი უფრო აღმაფრთოვანებელია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მზიანეთის ხეობა – ამ ადგილს ” ბოგირებს ” ეძახიან

0
მზიანეთის ხეობა – სამცხე-ჯავახეთი.
ასპინძის მუნიციპალიტეტი …
სოფელი აწყვიტა …
(ადგილობრივები ამ ადგილს ” ბოგირებს ” ეძახიან …
კადრებში ასევე ჩანს ტეხიწყაროები და ველობები, სადაც XVI – XVIII საუკუნეებში მოსახლეობა ცხოვრობდა, ადგილზე დღესაც გვხვდება ნასახლარები და მარცვლის შესანახი სათავსოები …
მდინარე კი, რომელიც კანიონში მიედინება არის “ქარნიოტის ხევი”)
დავით მელიქიძეს ვიდეო

 

40 საუკუნის სამარხი ნიქოზში, შიდა ქართლში

0
40 საუკუნის სამარხი ნიქოზში, შიდა ქართლში.
როგორ გაამგზავრეს ნიქოზის ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომთა წარჩინებული პიროვნება საიქიოში ძვ.წ. აღ. XVIII-XVII სს-ში.
,,შიდა ქართლის სამარხი არ ჰგავს არც თრიალეთის და არც მესხეთის ყორღანებს. ეს რაღაც ახალია, შეერწყმულია ერთმანეთთან”.
`ხარებშებმული ურმით აქ დასვენებული პიროვნება მიემართება აღმოსავლეთისკენ, მზის ამოსვლის მხარეს”
არქეოლოგები გოგი მინდიაშვილი და ირაკლი სოზიაშვილი გვამოგზაურებენ თითქმის 40 საუკუნის წინანდელ პერიოდში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ეკო კოტეჯები – დაისვენეთ მყუდროდ და კომფორტულად

0

დაისვენეთ მყუდროდ და კომფორტულად, მშვიდ გარემოში, შეიგრძენით სიახლოვე ბუნებასთან და განიტვირთეთ.

ეკო კოტეჯები ყველა სეზონზე ლამაზია.

ეკო კოტეჯები მდებარეობს ქალაქ ქუთაისისა და წყალტუბოს დამაკავშირებელ გზატკეცილზე, ქუთაისიდან 1.2 კილომეტრში.

ველა კოტეჯში არის ინდივიდუალური აბაზანა, ცხელი და ცივი წყალი, უფასო WI-FI, ტელევიზია და ყველა საჭირო ნივთი.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

არსებობს ორთქლის აბანოც – რა უნდა იცოდეთ ორთქლის აბაზანების შესახებ

0

არსებობს ეგრეთ წოდებული ორთქლის აბანოც, რომელსაც ხშირად საუნასთან აიგივებენ. რომელს აირჩევთ, თქვენი ნებაა – ჯანმრთელობისთვის ორივე სასარგებლოა.

ორთქლის აბანო ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაწილი იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მისი კულტი ისლამურ ქვეყნებში დამკვიდრდა და დღემდეა შემორჩენილი, მაგალითად, თურქული ჰამამის სახით.

ორთქლის აბაზანა ფინური საუნისგან იმით განსხვავდება, რომ იქ ჰაერი ნესტიანია და ტემპერატურაც შედარებით დაბალია.

ფინური საუნის დამახასიათებელი ნიშანი კი მშრალი ჰაერია – სხვანაირად ექსტრემალურ სიცხეს ვერავინ გაუძლებს. ამ კუთხით ორთქლის აბანო შეიძლება ტროპიკულ ტყეს შევადაროთ, საუნა კი – უდაბნოს.

საუნა კარგად ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. აქ სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 1-2 გრადუსით იმატებს. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლი სწრაფად და შეუფერხებლად მოძრაობს. საუნას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ვარჯიშს.

დამტკიცებულია, რომ საუნა ძალიან კარგია მათთვის, ვინც მაღალ წნევას უჩივის. არტერიების გაფართოების შედეგად გული უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით და გულის კუნთიც შვებას გრძნობს.

სიცხისა და სიცივის მონაცვლეობის შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და იკუმშება და ამ რეგულარული ვარჯიშის წყალობით დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას.

მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, საუნის პროცედურები ზოგჯერ სარისკოცაა. თუ თავს ჯანმრთელად გრძნობთ, მაგრამ ვარჯიში გეზარებათ, საუნა კარგი ალტერნატივაა, მაგრამ ორთქლის პროცედურებზე, გიჯობთ, უარი თქვათ, თუ გააქვთ:

* მწვავე ვირუსული დაავადება;

* მწვავე დაავადება, რომლის მიზეზიც დაუდგენელია;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;

* გულის მწვავე დაავადება;

* არითმია;

* გულის უკმარისობა;

* გულის ხელოვნური სარქვლები;

* სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

* ვენების ვარიკოზი;

* განმეორებითი თრომბოზით გამოხატული ვენური დარღვევები;

* ღია ჭრილობა;

* ლიმფედემა;

* ჰიპერთირეოზი;

* კუჭის წყლული სისხლდენის ტენდენციით;

* გაფანტული სკლეროზი.

თუ კარგად არ იცნობთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უმჯობესია, საუნაში მისვლამდე ოჯახის ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. თუ რამე გამოგეპარათ, ორთქლის პროცედურებმა შესაძლოა ზიანი მეტი მოგიტანოთ, ვიდრე სიკეთე.

წყარო: 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რაჭის ეროვნული პარკი – სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ…

0

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა, მდიდარი კულტურის ძეგლებით, მრავალფეროვანი, საოცარი ბუნებითა და სტუმართმოყვარე, თბილი ხალხით.

რაჭის ეროვნული პარკი ქალაქ ონიდან იწყება, სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ, ღები, ჭიორა, უწერა, ჭიორა, გზად მით უფრო ულამაზესი პეიზაჟები იშლება: სრული თავისუფლება, ალაგ-ალაგ ნისლში გახვეული გარემო, დათოვლილ მთებს შორის მოქცეული ფირუზისფერი მდინარეები, მინდვრის ყვავილების ნაირსახეობა, ხშირი უღრანი ტყეები. თქვენი მთავარი მეგზური კი დიდრონი კავკასიონი გახდება.

რაჭა წელიწადის ნებისმიერ დროს გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა – შემოდგომაზე შეფერადებული ხის ფოთლები, ზამთარში კი თეთრ საბანში გახვეული ბუნება. რაჭაში მოგზაურობა შესაძლებელია დაგეგმოთ როგორც მანქანით, ისე ფეხით თუ ველოსიპედით.

რაჭის ეროვნული პარკში შექმნილი შთაბეჭდილებები მოლოდინს გადააჭარბებს, იქიდან დაბრუნებულს კი გონებაში თავისთავად გაგიელვებთ ცნობილი ფრაზა „რაჭა ჩემი სიყვარული“.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი…

0
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი...
#image_title

იმერეთის მხარე განსაკუთრებით მდიდარია უნიკალური მღვიმოვანი კომპლექსებით. მათ შორის ერთ-რთი გამორჩეულია ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევთან მდებარეობს.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ის შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და სათამაშო მოედნები. 

მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა. ასე რომ, ესტუმრეთ თერჯოლას და აღმოაჩინეთ ნავენახევის მღვიმე!

წინანდლის მამული 1 მაისს ევროპაკონცერტს უმასპინძლებს!

0
წინანდლის მამული 1 მაისს ევროპაკონცერტს უმასპინძლებს!
ამის შესახებ დღეს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთეს კონცერტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა.
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ლეგენდარულ მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით კონცერტს საქართველოში პირველად, წინანდლის მამულში გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.
2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას. სიმბოლურია, რომ წელს პირველად, ევროპული ღირებულებების აღნიშვნის ეპიცენტრად სწორედ წინანდალი და საქართველო შეირჩა.
„2024 წლის 1 მაისს გერმანიის და საქართველოს ურთიერთობაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმენი გავხდებით. როგორც ყველა ქართველი, მე ვამაყობ, რომ ამ გლობალური მასშტაბის ღონისძიების მონაწილე ვარ და ამას გარდა, წილად მხვდა პატივი ვუმასპინძლო მუსიკის ამ ზეიმს მშვიდობისთვის და ერთიანობისთვის, რაც დღევანდელ დღეს ასე აუცილებელია“ გიორგი რამიშვილი.
ღონისძიების ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ბმულზე www.tkt.ge/europakonzert
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://europakonzert.ge
ღონისძიების მასპინძელია: Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი
ღონისძიების წარმდგენი: TBC Concept – თიბისი კონცეპტი
პარტნიორები: Visa, Mercedes-Benz Georgia, Silk Rewards
Tsinandali Estate is hosting a unique cultural event for the world music scene – the Europakonzert! On May 1st the Berlin Philharmonic Orchestra, led by the legendary maestro Daniel Barenboim featuring renowned Georgian violinist Lisa Batiashvili will perform in the Tsinandali Estate Amphitheater.
“On 1 May 2024 we will witness another important piece of history being made between our friendly nations, Germany and Georgia. For the first time ever, the iconic Berliner Philharmoniker, together with the legendary maestro Barenboim and Georgia’s brightest star, violinist, Lisa Batiashvili, will bring the power of music for peace to the glorious Tsinandali Estate. There’s no better place than Tsinandali and no better time than now to celebrate a moment like this. Just like every Georgian, I am proud to be part of this historic moment and beyond privileged to be hosting the celebration of music in the name of much-needed peace and unity. “ – George Ramishvili, founder and chairman of the Silk Road Group.
Tickets are already on sale at www.tkt.ge/europakonzert
For additional information, visit https://europakonzert.ge

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

0

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.