გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნთან 

პროფ. გიორგი ფხაკაძე
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა “ამბობენ”… მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, ამ პროფესიას დაშორდა, თეა გვასალია ქართულ საზოგადოებას ახსოვს, როგორც სახასიათო სტილის წამყვანი…

– ქალბატონო თეა, იმ 90-იანებში, როცა ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი იყო, 10 წელი მიგყავდათ ყველაზე “ფერადი” გადაცემა 《ამბობენ》 – თქვენი, როგორც წამყვანის სტილი იყო ყველასგან განსხვავებული და ამის გამო დღემდე ყველას ახსოვხართ… გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია და მიზეზი, რის გამოც ტელევიზიიდან წახვედით?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

– დიდი მადლობა. მართალი გითხრათ, მიკვირს კიდეც, ამდენი ხნის შემდეგაც რომ ახსოვთ ჩემი გადაცემა და ქუჩაშიც რომ მცნობენ…
ტელევიზიიდან კი იმიტომ წავედი, რომ მაშინდელი 《პირველი არხი》 საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა და ჩათვალეს, რომ ამ სტატუსს უფრო სერიოზული გადაცემები შეეფერებოდა. შუადღის გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, რომელსაც “სარჩევი” ერქვა, სხვადასხვა თემაზე ვიძლეოდით რჩევებს…

- Advertisement -
Ad imageAd image

გადაცემა, თავისთავად, ცუდი არ იყო, მაგრამ მე მაინც ჩემი “ამბობენ” მერჩივნა. მაშინ უკვე მყავდა ერთი შვილი, ელენე და მეორის გაჩენა რომ გადავწყვიტე, გაირკვა, რომ ერთის ნაცვლად, ორი უნდა გამეჩინა 🙂 სადღაც მეხუთე თვეზე, ექიმებმა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა ამიკრძალეს, წამოვედი ტელევიზიიდან და აღარც მივბრუნებულვარ, რადგან დეკრეტის შემდეგ რაც შემომთავაზეს, ჩემთვის საინტერესო არ იყო.
გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნთან | შენი დასვენება
– სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ და ვიცი, რომ ესპანური ენა თქვენი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს ენა?

– ჩემი და ესპანურის სიყვარული უხსოვარი დროიდან იწყება. ძალიან პატარამ ავიჩემე, რომ ეს ენა უნდა მესწავლა და მოვახერხე კიდეც, რაც იმხანად არ იყო ადვილი საქმე…
მერე ესპანეთშიც მომიწია სწავლამ და იქიდან მოყოლებული, ესპანური ენა მშობლიურივითაა ჩემთვის. ვთარგმნი, ვასწავლი, სახელმძღვანელოებს ვწერ…

READ  კვირიკობის დღესასწაული - კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

– ესპანურ ენას ასწავლით ახალგაზრდებს, გამოსცემთ სახელმძღვანელოებს, თარგმნით მარკესს… კიდევ რას საქმიანობს თეა გვასალია და რა არის ჰობი, განტვირთვის საშუალება, რაც სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება?

გთავაზობთ — დეტალები

– ჰობი, საყვარელი საქმიანობა და მიზანიც ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი დამხმარე საშუალება დავწერო და გამოვცე ესპანური ენის შესწავლის მსურველთათვის. რაც მე არ მქონდა თავის დროზე, ახალ თაობას რომ ჰქონდეს და იოლად ისწავლოს ჩემი საყვარელი ენა…

გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნთან | შენი დასვენება

- Advertisement -
Ad imageAd image

– მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღარ ხართ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება – ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჟურნალისტი, პირველ რიგში, ნაკითხი უნდა იყოს. უწიგნურ ჟურნალისტზე სავალალო სანახაობა არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, გადაცემის წაყვანის ან რეპორტაჟის მომზადების საკუთარი სტილიც უნდა ჰქონდეს, სიტყვების მარაგთან და ცოტა “შარმთან” ერთად…

– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ყველას, ვინც პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეთ, წარმატებას გისურვებთ და გირჩევთ მარაგში სხვა სპეციალობაც გქონდეთ, მარტო ჟურნალისტის დიპლომის იმედად ნუ იქნებით 🙂

ავტორი: თათია გოჩაძე

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნთან . 22 მარტი, 2026. https://shenidasveneba.ge/გთავაზობთ-ინტერვიუს-90-იან/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნთან  [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1-90-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  უფასო აქტივობები თბილისში – როგორ გავერთოთ ბიუჯეტის გარეშე
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network