ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

„პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“

0

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს

0
აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს
#image_title

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ითვალისწინებს VR ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის აპლიკაციისა და სპეციალური VR სტენდის განვითარებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს.

VR გამოცდილება ვიზიტორებს მისცემს საშუალებას:

• დაგეგმონ საკუთარი ვირტუალური მოგზაურობა ინტერაქტიული გზამკვლევებისა და მინიშნებების გამოყენებით;
• აღმოაჩინონ ზღაპრული მღვიმეები და კანიონები;
• დატკბნენ სპეციალური გადასახედებიდან საოცარი ხედებით;
• გამოცადონ ზიპლაინით დაშვების ადრენალინი;
• ისიამოვნონ ვირტუალური პიკნიკებით, კატერით, პანტონითა და კაიაკით გასეირნებით.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც საქართველოს ბუნების პოპულარიზაციას ახდენს. ახალი VR პროდუქტი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების თვალსაჩინო წარმოჩენისა და უცხოელი მოგზაურების დაინტერესების ეფექტური საშუალება გახდება.

საბაგირო გზა „არგო“ – 10 წელი და მთელი ისტორია

0
საბაგირო გზა არგო

ბათუმის პირველი „საბაგირო გზა არგო“ 2013 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ამ გზით ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. „არგოთი“ მგზავრობა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე იწყება და ანურიის მთაზე, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზე სრულდება. საბაგირო გზაზე 8-ადგილიანი 20 გონდოლა მოძრაობს, გზის სიგრძე 2 586 მეტრია და მის დაფარვას 15 წუთი სჭირდება. ერთ საათში დაახლოებით 500-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი.

მგზავრების უსაფრთხოებასა და მოწესრიგებულ გარემოს პროფესიონალი გამცილებლები უზრუნველყოფენ. სისტემურად ხორციელდება ტექნიკური დათვალიერება და კონტროლი. დაცულობის, კომფორტის მაღალი სტანდარტი და ხარისხი „საბაგირო გზა არგოს“ ერთ-ერთ შეუცვლელ მარშრუტად აქცევს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისა და ბათუმის სხვა სტუმრებისთვის.

ყველამ, ვისაც ასე ძალიან უყვარს პორტში, ბულვარსა თუ ზღვის სანაპიროზე სეირნობა, ბათუმის ძველი და ახალი უბნების თვალიერება, იცის, რომ უკვე მეათე წელია, მხოლოდ „არგოდან ხედავ“ ქალაქს, პორტს, ზღვას – უსასრულო სივრცეს და ჰორიზონტს. ყველამ, ვისაც უნდა საკუთარი თავი, მეგობრები, სტუმრები თუ ბიზნესპარტნიორები დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დაასაჩუქროს, „არგოს“ ირჩევს, ყველასთვის მისაღებ, კომფორტულ, დიდ და მრავალფეროვან სივრცეს.

15-წუთიანი გზა, რომლითაც ზღვისა და მთის კონტრასტულობის, სილამაზის აღქმა იწყება, გონდოლის ბოლო გაჩერებაზე არ სრულდება – კულტურულ-გასართობ კომპლექსს გადმოსახედი ბაქანიც აქვს, საიდანაც ქალაქისა და ზღვის თვალუწვდენელი პეიზაჟები ჩანს. ბაქანზე დამონტაჟებულია რამდენიმე ჭოგრიტი პანორამული ხედების კიდევ უფრო მისაახლოებლად, უცნობი თუ მოულოდნელი დეტალების აღმოსაჩენად.

საბაგირო გზა კულტურულ-გასართობი კომპლექსის მასშტაბური კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ერთგვარი კარიბჭე, ბაქანი, საიდანაც დაუვიწყარი მოგზაურობა და თავგადასავალი იწყება. აქ ყველგან იგრძნობა ლეგენდარული გემის კვალი და გავლენა კომპლექსის არქიტექტურასა და დიზაინში – დახვეწილი მინიშნებები საქართველოს კულტურასა და უძველეს ისტორიაზე; ზუსტი შინაარსი და კონტექსტი – ის, რაც ასე გამოარჩევს „არგოს“, რის გამოც აფასებენ და ასე უყვართ აქ სტუმრობა.

„ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება…“ – მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!

0

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დირექტორი დეა ქაჯაია გილოცავთ შობა-ახალ წელს:

„კორპორაცია მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!
ხელმისაწვდომი და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, ჩვენი თანამოქალაქეთა უზრუნველყოფა კლინიკა „მედცენტრის“ სტრატეგიული გეგმის საბაზისო ნაწილია. სწორედ ამ მიზნის სისრულეში მოყვანისა და დასავლური სტანდარტების დანერგვის პროცესის წარმატებული წარმართვისთვის მადლობად ვუხდი „მედცენტრის“ როგორც კლინიკურ, ასევე ადმინისტრაციულ სექტორს, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საერთაშორისო აკრედიტაციამდე.

კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენ მოქალაქეებს, ჯანსაღ სოციალურ გარემოში ყოფნას ვუსურვებ, პაციენტებზე ზრუნვა და საჭიროებისას მისი სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება.

მადლობას ნდობისთვის!!!“

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი – ონკოლოგიასთან ბრძოლის 60-წლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრულ სპექტრს:
სისხლძარღვთა ქირურგია;
ონკოქირურგია;
კარდიოლოგია;
არდიოქირურგია;
ოფთალმოლოგია;
ოტორინოლარინგოლოგია;
ნევროლოგია;
ნეიროქირურგია;
ინტენსიური თერაპია;
24/7 გადაუდებელი დახმარება.
“მედცენტრი” აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და რეგულარულად მოდერნიზდება!
ინფორმაცია დანარჩენ მიმართულებებზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ინსტაგრამსა და საიტზე

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მედცენტის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს ახალ წელს ულოცავს:

„გილოცავთ…
ჩემთვის პატივია, რომ ზუსტად მედცენტრი არის აკრედიტაცია კანადას პირველი პარტნიორი საქართველოში.
ზუსტად ასეთი ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კლინიკები, როგორიც არის მედცენტრი / MedCenter ირჩევენ აკრედიტაცია კანადას Accreditation Canada“.

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის დამფუძნებელი მიხეილ ართმელიძე ახალ წელს გილოცავთ:

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

0
xr:d:DAGCMF0v15g:20,j:1000223743753269690,t:24041210

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ლურჯი სუფრა – ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში

0
ლურჯი სუფრა - ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში.
#image_title

ლურჯი სუფრა – ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში.

ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. Ნახატის რეზერვაცია აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი, კუბური წესით სრულდებოდა, რომლის მიხედვითაც ცხიმნარევ, სანთლიან ქსოვილზე საჩითავი ყალიბებით ფიგურებს გამოსახავდნენ. ამ წესით სუფრებს სხვადასხვა წესით ღებავდნენ რუსეთსა და ევროპაში, საქართველოში კი მხოლოდ “ლურჯ სუფრებს” “ჩითავდნენ”.
შეიძლება იყოს ნაჯღაბნი ამისა: ტექსტი
Სელის ქსოვილისგან დამზადებული სუფრები ბაცი ლურჯი ფერისაა, მისი თეთრი ნახატები ოდნავ ბუნდოვანი, სტილით არქაული, რაც მის ძველ წარმოშობაზე მიუთითებს. Შედარებით ახალია ბამბის ქსოვილისგან ნამზადი სუფრები, რომლებიც მკვეთრი ლურჯი ფერისაა, ნახატები კი – კაშკაშა თეთრი.
Სასუფრე ქსოვილის მხატვრული გაფორმება ოსტატის გემოვნებით სრულდებოდა, თუმცა იგი არასოდეს არღვევდა “დაჩითვის” სპეციალურ სქემას. Ასე მაგალითად, აღმოსავლური “მანი” სუფრის ძირითადი მოტივია, არშიებზე “როზეტები” და “ვარსკვლავებია” მიყოლებული ერთმანეთის მონაცვლეობით. Ხშირ შემთხვევაში ქსოვილის ცენტრში “მედალიონს” გამოსახავდნენ, მის გარშემო კი ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურებს. Ვხვდებით დანა-ჩანგლის მოტივებსაც.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
Საყურადღებოა სუფრაზე “დაჩითული” ნადირობის სცენები, უპირატესობა ენიჭებოდა რქებდატოტვილი ირემის “დაჩითვას” დროშით, რომელზეც მზე, ხან ჯვარი, ხანაც ადამიანი იყო გამოსახული. Გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, მოტივებს რიტუალურ ი დატვირთვაც გააჩნდათ, რაც ხალხის მსოფლმხედველობიდან მომდინარეობდა. “ლურჯი სუფრა” საზოგადოების ყველა ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
Წყარო: ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დღეს იხსნება

0
xr:d:DAGCHA4b0I0:14,j:1832263686246176139,t:24041113

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება. რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს.

გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს – 12:00-დან 20:00 საათამდე.

11 ნოემბერს, ადიგენში „ზარზმობის“ დღესასწაული აღინიშნება

0
11 ნოემბერს, ადიგენში „ზარზმობის“ დღესასწაული აღინიშნება
#image_title

11 ნოემბერს, ადიგენში „ზარზმობის“ დღესასწაული აღინიშნება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, 11 ნოემბერს, წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული „ზარზმობა“ აღინიშნება.
10:00 საათზე, სოფელი ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად აღვნიშნოთ სახალხო დღესასწაული “ზარზმობა”!!
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

#drpkhakadze

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნათია ტალახაძესთან, რომელიც ამჟამად “რუსთავი 2”-ში მუშაობს

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნათია ტალახაძესთან, რომელიც ამჟამად “რუსთავი 2”-ში მუშაობს:

– ნათია, პროფესიით ჟურნალისტი ხართ… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

– მოგესალმებით ❤️ პატარაობიდან მხიბლავდა ტელევიზია, ყურადღებით ვუსმენდი და ვაკვირდებოდი ჟურნალისტთა მეტყველებას, ამბის მოწოდების სტილს, ვიზუალს, ჩაცმულობას და ეს ყველაფერი მხიბლავდა, რადგან ჩემთვის ძალიან ესთეტიური იყო.

მხიბლავდა ის გარემოებები, სადაც ჟურნალისტებს უწევდათ  მოეპოვებინათ ექსკლუზივი, მუდმივად ყოფილიყვნენ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ზუსტ დროსა და ადგილას…იყო ეს მშვიდობა, თუ ომი…

– შესაძლოა, აქტიურ ჟურნალისტიკაში არ ხართ, თუმცა ტელევიზიის ცხოვრებას კარგად იცნობთ… როგორია, იყო ტელეჟურნალისტი?

– სამწუხაროდ, პირადი გარემოებებიდან გამომდინარე აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ვარ, თუმცაღა ვმუშაბ ერთ-ერთი რეიტინგულ და ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური ტელევიზიის ადმინისტრაციაში.

ასე თუ ისე, ჩართული ვარ ტელევიზიის ცოცხალ და აქტიურ რეჟიმში, სადაც არასდროს გაქვს მოდუნების საშუალება, ხარ მობილიზებული და მოტივირებული. გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, რომ ყველა ამბავი მათ ყურამდე მივიდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჩემი აზრით, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ყველაზე მთავარი, ამბის სიზუსტით მოწოდების უნარი და თავისუფლება პროფესიაში. აუცილებლად დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

– ნათია, გაგვიმხილეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო… გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული რუტინა ან თუ ითვალისწინებთ პროფესიონალთა რჩევებს თავის მოვლისთვის?…

– ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია სილამაზის საიდუმლო 😊 თუმცაღა სასიამოვნო,მადლობა  ❤️ საიდუმლო უფრო მეტად გენეტიკა, ასევე შინაგანი სილაღე, შინაგანი სიყვარულით სავსე ბავშვი თავისუფლებასთან ერთად.

მე არ მიწევს ეკრანიზაცია, თუმცაღა ჟურნალისტის, კონკრეტულად კი წამყვანების ის ესთეტიურობა, რაც ღრმა ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს, დღემდე მომყვება. ეს არის კლასიკური პიჯაკი, მოწესრიგებული თმა, სახე და ფრჩხილი.

– დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, რათა, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ვისურვებდი, არასდროს თქვან უარი ბავშვურ ოცნებებზე და ყველაფრის მიუხედავად ეცადონ, შედგნენ იმ პროფესიაში, რაც უყვართ, სადაც თავს გრძნობენ ბედნიერად. სხვა სემთხვევაში, მუდმივად ექნებათ დანაკლისის გრძნობა…

ავტორი: თათია გოჩაძე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი ამოქმედდა – მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა

0
პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა - მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა
#image_title

დედაქალაქის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ხუთი წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70 პროცენტია.

„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის.

„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით.

„მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება, მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორის, ჭაბურღილის ბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა – ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელდება შემდეგ კოლეჯებში: „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი „სპექტრი”; პროფესიული კოლეჯი „იკაროსი”; კოლეჯი „მერმისი“; „სქილვილ ედუქეიშენ“; „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“; „პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po“; „ედუსითი გეო“; „ფანტასმაგორია“; „გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაწევისა და ქროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) თბილისის ფედერაცია; „სქილ ლაბი“.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.