სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ უნდა მოამზადოთ პირველი კლასელები სკოლისთვის: ფსიქოლოგიური რჩევები

0
#image_title

16 სექტემბრიდან სკოლებში სწავლა იწყება. პირველად სკოლაში შესვლა ბავშვისთვის არა მხოლოდ სიხარულით, არამედ მღელვარებითაც შეიძლება იყოს სავსე. ახალ გარემოში გადასვლა, სწავლის პროცესი, თანატოლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობა – ეს ყველაფერი ბავშვებისთვის ახალი და შესაძლოა დამაბნეველი იყოს – ფსიქოლოგის რჩევები

მნიშვნელოვანია მშობლების მიერ ბავშვის სკოლაში წასვლისთვის სწორად მომზადება. ბავშვისთვის სკოლის პირველი დღეების პოზიტიურად და სასიამოვნოდ დაწყებამ, შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს სწავლის მთელ შემდგომ პერიოდზე.

ფსიქოლოგიური მზაობა სკოლისთვის

პირველი კლასელები სკოლაში შესვლისას მრავალ ახალ გამოცდილებასა და იმედგაცრუებას შესაძლოა გადააწყდნენ. ბავშვის სკოლაში პირველ დღეებს პოზიტიური და სასიამოვნო დასაწყისი შეუძლია, რაც მნიშვნელოვანია სწავლის მთელ შემდგომ პერიოდზე დადებითი გავლენის მოხდენისთვის.

1. ნაადრევი მომზადება

ბავშვისთვის სკოლის გარემოსა და მასწავლებლების წინასწარ გაცნობა, სკოლაში დაწყებისას უფრო მშვიდი გამოცდილების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მშობლებმა სკოლის მიმდებარე ადგილების გაცნობითა და სკოლაში ვიზიტით მოამზადონ ბავშვი. ასე ბავშვი პირველ დღეს უკეთ მოერგება ახალ გარემოს და თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

2. პოზიტიური მოლოდინების შექმნა

აუცილებელია ბავშვისთვის სკოლის შესახებ პოზიტიური მოლოდინების შექმნა. თუმცა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ შევუქმნათ არარეალური მოლოდინები. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მიაწოდოთ ინფორმაცია, რაც მას სკოლაში ელოდება, მაგრამ არ უნდა შევუქმნათ ისეთი მოლოდინები, რამაც შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ვეტყვით ბავშვს, რომ აუცილებლად უამრავ მეგობარს შეიძენს და ძალიან კარგად იგრძნობს თავს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ დასაწყისში ვერ დაამყაროს ისეთი მეგობრული ურთიერთობა, როგორც ჩვენ შევპირდით.

3. ემოციური მხარდაჭერა

ბავშვს ემოციური მხარდაჭერა ეხმარება, ეს ადაპტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებს ვურჩევთ, რომ იყვნენ მომთმენები და გულითადი, რათა ბავშვს ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესში ხელი შეუწყონ.

4. სასწავლო პროცესის გამზადება

მშობლები უნდა ეცადონ ბავშვი სკოლის სწავლის პროცესის მიმართ განსაკუთრებული სიხარულით და ინტერესით მოამზადონ. უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმაზე, რაც მას სკოლაში სჭირდება.

დასკვნა

პირველი კლასის დაწყება შეიძლება როგორც სიხარულით, ასევე მღელვარებით იყოს სავსე. მშობლებმა უნდა მოამზადონ ბავშვი ახალი გამოცდილებისათვის და შექმნან დადებითი მოლოდინები, მაგრამ უნდა დარჩეს რეალისტური იმედები, რათა თავიდან აიცილონ ბავშვთა იმედგაცრუება.

დაიწყეთ სკოლისთვის მზადება დროულად და უზრუნველყოფეთ ბავშვის წარმატებული ადაპტაცია ახალ გარემოში!

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

0

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.

დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.

ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.

დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.

მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა

ასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.  სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.

მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:

„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“

„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. 

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება

0
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ იწყებს ახალ შემეცნებით პროექტს „მსოფლიო მნიშვნელობის ქართული აღმოჩენები.“
საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გავრცელებულ მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება.
ლომის ოქროს ფიგურა კახეთში, ალაზნის ველზე 1974 წელს არქეოლოგ კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაურის ხელმძღვანელობით მიმდინარე გათხრების დროს, წნორთან აღმოჩენილ მდიდრულ ყორღანულ სამარხში აღმოაჩინეს.
ის ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება და ადრებრინჯაოს ხანის საოქრომჭედლო კულტურის თვალსაჩინო ნიმუშად ითვლება. ეს ხელოვნების ნიმუში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შუა ბრინჯაოს ხანაში საოქრომჭედლო კულტურა მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
ფიგურა დასაკრძალავი ეტლის შემკულობადაა მიჩნეული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავად ლომის მოტივი, ისევე როგორც დასაკრძალავი ეტლის ფენომენი, წინააზიიდან უნდა იყოს შემოსული. არც ქანდაკების ტიპის, არც შემკულობის მიხედვით ლომის ფიგურას ანალოგი საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მოეპოვება.
ყორღანში დაკრძალული პირის მაღალ სოციალურ სტატუსზე, რომელშიც ლომი აღმოაჩინეს, მეტყველებს დასაკრძალავი ეტლის არეში აღმოჩენილი კიდევ ორი ოქროს ნივთი, ჭურჭელი და სხვა ძვირფასეულობა.
ლომის ფიგურა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
„ოქროს ლომის“ აღმომჩენი ისტორიკოსი და არქეოლოგი კონსტანტინე ფიცხელაურია. მის სამეცნიერო საქმიანობას არაერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საქართველოში მოგზაურობას რომ გადაწყვეტ, აუცილებლად სანახავ ადგილებში ასურეთი მოინიშნე

0
საქართველოში მოგზაურობას რომ გადაწყვეტ, აუცილებლად სანახავ ადგილებში ასურეთი მოინიშნე
#image_title

საქართველოში მოგზაურობას რომ გადაწყვეტ, აუცილებლად სანახავ ადგილებში ასურეთი მოინიშნე.

ასურეთი ელიზაბეტტალი გერმანული სოფელი საქართველოში / Assureti, German colony Elisabethtal in Georgia
ეს ულამაზესი სოფელი, რომელსაც ადრე ელიზაბეტთალი ერქვა, ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება გერმანელების ცხოვრების შესახებ.
სოფელი ასურეთი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760-800 მეტრზე.
 XVIII საუკუნეში მტრის შემოსევების გამო გაუკაცრიელდა. XIX საუკუნის 20–იან წლებში ცარისტულმა რუსეთმა აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლა და გერმანული კოლონია – ელიზაბეტალი შექმნა, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი.
ელიზაბეტალი სოფელს XX საუკუნის 10–იან წლებამდე ერქვა, შემდეგ კვლავ ძირძველი სახელი – ასურეთი დაუბრუნდა. სოფელში გვხვდება გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია გერმანული ეკლესია.
ასურეთის/ელიზაბეტთალის შთამბეჭდავი არქიტექტურა ✨️ გერმანელების აშენებული სოფელი თბილისთან ახლოს | შენი ინტერიერი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი

0

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი. მისი საერთო ფართობი  107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია. იგი 1995 წელს დაარსდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კვეტერა, კოლონკელიძეები, დიდოსტასტის მარჯვენა, ნამდვილი და გამოგონილიც აქ არის. 

0
კვეტერა, კოლონკელიძეები, დიდოსტასტის მარჯვენა, ნამდვილი და გამოგონილიც აქ არის. 
#image_title

კვეტერა, კოლონკელიძეები, დიდოსტასტის მარჯვენა, ნამდვილი და გამოგონილიც აქ არის.

უღრან ტყეში დაკარგული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა.

„ხომ გაგიათ ჯუნგლებში დაკარგული ქალაქების შესახებ და რამდენჯერ გვითქვამს, რაოდენ დიდი საიდუმლოს ინახავს ისტორია..“

 

 

კვე­ტე­რა

იგი­ვე კვე­ტა­რი ან კუ­ე­ტე­რი ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქია კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ციხე-ქა­ლა­ქი მდი­ნა­რე ილ­ტოს მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს.

ბევ­რი შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა გე­ლით – შიდა ციხე, ქვე­და ციხე, გა­ლა­ვა­ნი, სა­სახ­ლე, დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სია და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სია

1968 წელს კვე­ტე­რა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა გა­თხრებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნაშ­თი, სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ჭურ­ჭე­ლი და სხვა არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც დუ­შე­თის მუ­ზე­უმ­ში ნა­ხავთ. გამორჩეულია შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბით.

2007 წლის 24 ოქ­ტომ­ბრი­დან კვე­ტე­რის ციხე-ქა­ლა­ქი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.

#drpkhakadze

ირაკლი  ლომაია 13 წელია ემიგრანტია – ეხმარება  ქართველ  და არამარტო  ქათველ ადამიანებს კანადის ვიზის მიღებაში

0

ირაკლი  ლომაია 13 წელია ემიგრანტია, ის ეხმარება  ქართველ  და არამარტო  ქათველ ადამიანებს კანადის ვიზის მიღებაში.

ირაკლი არის ადამიანი,  რომელსაც უხარია სხვისი სიხარული  და წარმატება, რომელიც  მუდმივად  ზრუნავს  იმაზე, რომ  განვითარდეს, მიაღწიოს  ყველა იმ მიზანს, რაც ჯერ კიდევ  7 წლის ასაკში ჰქონდა ჩაფიქრებული.

სანამ კანადაში წავიდოდა, ბევრგან  იყო ტურისტად  ნამყოფი.  იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში.

„გიჩნდება სურვილი, წახვიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც  გაცილებით დაცული და  უზრუნველყოფილი მომავალი გექნება.  სწორედ  ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით  გადავწყვიტე წავსულიყავი თავიდან  აშშ-ში. იქ არ დამხვდა  ის ატმოსფერო და გარემოება, როგორიც წარმომედგინა და გადავწყვიტე, მეცადა ბედი კანადაში,  რამეთუ  ამ  ქვეყანაზე  ძალიან  ბევრი კარგი  მსმენოდა  და ვფიქრობდი, დამეხმარებოდა ჩემი მიზნების ასრულებაში“, – ამბობს ირაკლი  ლომაია.

ენა არ  იცოდა, ამან ძალიან შეუშალა ხელი  ინტეგრირებაში. არ იცნობდა ქვეყანას და მის კანონებს, არ იყო ისეთი არავინ, ვინც მხარში დაუდგებოდა. ეტაპობრივად  რამოდენიმე  ქართველი ოჯახი გაიცნო  და ისინი დაეხმარნენ, მარტოსულად რომ არ  ეგრძნო თავი.

„სამწუხაროდ, ბევრი  ემიგრანტი ვერ  უძლებს. ბევრი  ღამეები  გამითენებია მშიერს, ყოფილა შემთხვევა  საჭმლის ფულიც არ  მქონია, მაგრამ  გამიძლია და ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და მე სულ სხვა მიზანი მქონდა  შესასრულებელი.

მუდმივად  ყველა და ყველაფერი მენატრება. მენატრება ოჯახი, შვილები, მეგობრები,  მეზობლები.  მიუხედევად იმისა, რომ ხშირად  დავფრინავ  საქართველოში, ეს მაინც არ  არის საკმარისი, იმისთვის რომ  ის მონატრება  გააქარწყლოს, რაც მაქვს. საქართველოში  გამოფრენა  მუდმივად  მიხარია და აი, როცა უკან  მიწევს დაბრუნება, თვითმფრიანავში მუდმივად  ვტირი. სწორედ  ამ გრძნობას  სამშობლოს და შენი  ოჯახის სიყვარული ჰქვია“, – აღნიშნავს ირაკლი.

ირაკლი  ლომაია აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, ამ  ქვეყანამ  მიიღო და ყველაფერი  გააკეთა, რომ  მიეღწია  წარმატებისთვის.

„საბედნიეროდ, ამ  ქვეყანამ  მიმიღო და ყველაფერი  გააკეთა ჩემთვის,  რომ  მიმეღწია იმ  წარმატებისთვის, რაც  რეალურად ჩაფიქრებული მქონდა. იმდენად  მიყვარს კანადა,  რომ  ამ  ქვეყანაში  ვერ  ვგრძნობ იმას,  რომ ჩამოსული ვარ  ოკეანის გამოღმიდან,  არამედ ასე მგონია აქ დავიბადე.   რაღაცნაირად  ჩემი  გახდა ეს ქვეყანა. საკმაოდ კარგი და კომფორტული  გარემო მომცა.  ჩემი აზრით, ზუსტად  ის შედეგი  მიჭირავს ხელში, რამდენიც მოვინდომე და ვიშრომე.  აბა აქ ლანგარზე მორთმეული  არავის არაფერი უანდერძია,  რასაკვირველია, ნულიდან დავიწყე ცხოვრება და  მივაღწიე საკმაოდ დიდ წარმატებებს ღვთის წყალობით.  რა თქმა უნდა, რომ  არა კანადური კანონები, მაშინ ვერ  მექნებოდა  იმხელა არეალი, რომ მქონოდა ამბიცია, თუნდაც  გავმხდაარიყავი  კანადის მოქალაქე,  გამეხსნა ბიზნესები  ან  სხვა…  აქედან გამომდინარე ყველა მოწესრიგებულ და  ცივილურ  ქვეყანაში  კანონი  თუ  კანონობს, შედარებით  მარტივია ახალი ცხოვრების დაწყება  და ყველა ჩანაფიქრის ასრულება…

ჩვენ წარმოვადგენთ კანადაში  ლეგალურ  საკონსულტაციო  კომპანიას,  რომელიც  რეგისტრირებულია  ვანკუვერის  ფედერალურ სასამართლოში.  რომელიც  მსოფლიო მაშტაბით  გასცემს საკონსულტაციო სერვის აპლიკანტებისთვის,  ვისაც სურს ჩამოსვლა კანადაში და ახალი ცხოვრების დაწყება.  ჩვენი კომპანია ეხმარება აპლიკანტს,  შეუქმნას  მოთხოვნილ სტანდარტზე  დაყრდნობით,  სრული და მყარი, მათზე მორგებული  ქეისები,  რომელიც შემდგომ  იგზავნება  კანადის საკონსულოში, საიდანაც მოდის  გადაწყვეტილება – გაიცემა თუ  არა ვიზა აპლიკანტზე.

ზოგადად,  საკუთარ  მიზნებზე  საჯაროდ საუბარი  არ  მიყვარს, მიმრჩევნია ეს  სიურპრიზი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისი ინტერესის სფეროც  არის ირაკლი ლომაია. მადლობა!“ – განაცხადა ირაკლი  ლომაიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ხულოში, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

0
ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა.
ღონისძიება, სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ბაკოში, სერიყანაში გაგრძელდა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.
სელიმობის ღონისძიება სოფელ ბაკოში საზეიმო კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
თურქ დამპყრობლებთან ბრძოლა დიდმა სელიმმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაასრულა. 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავი მოჰკვეთეს, სადაც უდრეკად და ამაყად თქვა მან ისტორიული სიტყვები – “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“
„სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა
May be an image of 7 people
May be an image of 3 people

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – რატომ ბათუმი?

0
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში - რატომ ბათუმი?
#image_title

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში

რატომ ბათუმი? – საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, საშობაო-საახალწლო განათებები ქალაქს საოცრად ამშვენებს.

ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია.

ხშირად გონიათ, რომ ახალი წელი და ზამთარი ბათუმში ფანტასტიკის სფეროა, რადგან საზღვაო ქალაქი ყოველთვის მწველი მზესთან და ზღვის ტალღებთან ასოცირდება.

თუ თქვენ ზღვის მოყვარული ხართ, ბათუმი შესაფერისი ადგილია. მართალია, ზღვის სეზონი ზაფხულია, თუმცა თუ ტალღების ხმაური და სანაპიროზე სიარული გიყვართ, გირჩევთ არჩევანი ბათუმზე გააკეთოთ.

დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

0

 

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში პირველი მასშტაბური ფესტივალი – სახელწოდებით, „ურბან ფესტი ჩატარდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიზანი ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

„პროექტი, დღესდღეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს კვების ზონები; ასევე, ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია. ფესტივალზე მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ, ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებში, იხილონ სახალისო სპორტული შოუ-პროგრამა და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს. ჩვენ ბევრი მსგავსი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რადგან სპორტი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება ჩვენგან დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.