სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი

0
სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში - ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი
#image_title

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში

რატომ ბაკურიანი? – გიყვართ თოვლი და გართობაბაკურიანში ახალი წელი კარგი არჩევანია.

კურორტი ბაკურიანი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას. იგი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე.

ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა.

მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, უმეტესად წიწვიანი (ნაძვნარი) და წიფლნარი ტყის სურნელი, კოხტაგორას, კოხტაგორა II, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს მთების – ხედები წელიწადის ყოველ დროს იზიდავს დამსვენებელს.

ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბაკურიანში ყოველ სეზონზე ბევრი დამსვენებელია.

სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება – თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია

0
რა აქტივობები იგეგმება
#image_title

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებების აღწერა

თბილისობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს:

  • კულტურული ღონისძიებები: კონცერტები, საცეკვაო წარმოდგენები და სახელოვნებო გამოფენები.
  • ადგილობრივი საჭმელები: უნიკალური გემოთი სავსე საკვები, რომელიც თბილისის კულტურას წარმოადგენს.
  • ზემოაღნიშნული ლოკაციების დეკორაცია: ქალაქის ძველი უბნების განათება და მორთვა.

თბილისობა ყოველწლიური დღესასწაულია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ეს არის ტრადიციული კულტურული ზეიმი, შემოდგომის ფესტივალი, რომელიც აღინიშნება ოქტომბერში

თბილისობის დღესასწაული 1079 წელს აღინიშნა. ეს იყო სიმბოლო უხვმოსავლიანობისა, ბარაქისა, ნაყოფიერებისა. აგრეთვე, კარგად წარმოაჩენს ქართველი ხალხის ხასიათს: მასპინძლობის საოცარი კულტურა, გულუხვობა და ხელგაშლილობა.

#drpkhakadze

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

0

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს.

ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და მის წინა დღეს ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში სრულ­დე­ბა წყალ­კურ­თხე­ვა დიდი აიაზ­მის წე­სით და ნა­კურ­თხი წყა­ლი ურიგ­დე­ბათ მორ­წმუ­ნე­ებს. ამ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი იორ­და­ნის მად­ლი ეძ­ლე­ვა და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ იხ­რწნე­ბა.

მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

წარსულის ხელახლა აღმოჩენა: ყველაზე პოპულარული განახლებული ისტორიული შენობები თბილისში

0

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ქალაქი, რომელიც სუნთქავს ისტორიით. მისი ქვაფენილიანი ქუჩები და უძველესი ნაგებობები წარსულის ეპოქაზე მოგვითხრობს. ბოლო წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო ქალაქის ისტორიული შენობების შენარჩუნებასა და განახლებაში, რაც ადგილობრივებს და სტუმრებს საშუალებას აძლევს, დროში უკან დაბრუნდნენ და თბილისის წარსულის სიდიადეს გაეცნონ. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით რამდენიმე მნიშვნელოვან და ყველასათვის საყვარელ ისტორიულ შენობას.

ნარიყალას ციხე

 ნარიყალას ციხე ბორცვის თავზე მდგარი შენობაა, როგორც მდუმარე მცველი, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს. მე-4 საუკუნით დათარიღებულ ისტორიულ ნაგებობას, ბოლოდროინდელმა რესტავრაციამ ახალი სიცოცხლე შესძინა. დღეს ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ მისი კედლები, დატკბნენ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით და ჩაიძირონ გასული საუკუნეების ზღაპრებში.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

აუცილებლად ნახეთ ეს 10 საოცარი, საუკეთესო ადგილი!

0
აუცილებლად ნახეთ ეს 10 საოცარი, საუკეთესო ადგილი!
#image_title

10 საუკეთესო ადგილი, რომლებიც უნდა ნახოთ საქართველოში

საქართველო სავსეა ულამაზესი ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და უგემრიელესი კერძებით. თუ მოინახულებთ ამ ქვეყნის ღირშესანიშნაობებს, შეგიძლიათ ღრმა შეგრძნებები და დაუვიწყარი გამოცდილებები მოიპოვოთ.

10 საუკეთესო ადგილი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საქართველოში.

1. სათაფლია

სათაფლია იმერეთში, წყალტუმბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და წარმოადგენს უნიკალურ ადგილს, სადაც 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევები შეგიძლიათ მოინახულოთ. ეს ადგილიც მდიდარია კარსტული მღვიმეებით და პანორამული ხედებით, რაც ტურისტებისთვის ხელსაყრელი ვარიანტია გასართობად და დასასვენებლად.

სათაფლია

2. გომისმთა

გომისმთა არის უნიკალური საზაფხულო კურორტი, რომელიც გურიაში მდებარეობს. მისი გარემო სავსეა ბუნებრივი მინერალებით და სუფთა ჰაერით. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბუნების სილამაზით, ასევე დააგემოვნოთ ადგილობრივი რძის პროდუქტები.

გომის მთა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

3. ვარძია

ვარძია არის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. აქ შეგიძლიათ იხილოთ 600-ზე მეტი სათავსო და 15 კლდოვანი ეკლესია, მათ შორის თამარ მეფის ფრესკა. ეს ადგილი საქართველოს კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ვარძია – 1 დღიანი – Evatour

4. ჯუთა

ჯუთა – ეს არის იდეალური ადგილი ბუნების მოყვარულთათვის. აქ შეხვდებით ჯუთას ჩანჩქერს და თინას ტბას, ხოლო ადგილობრივი პეიზაჟები შთამბეჭდავია. შეგიძლიათ კარვები წაიღოთ და ისიამოვნოთ ღია ცის ქვეშ მთიანი ბუნებით

ჯუთა – როგორ მივიდეთ ჯუთაში და რა მოვინახულოთ?

5. ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა თბილისთან ახლოს, 40 კილომეტრში მდებარეობს. მისი წყალი ცნობილია მრავალი დაავადების სამკურნალოდ და იძლევა შანსს, რომ შეუფერხებლად გაერთოთ ნატურალურ გარემოში.

ლეგენდები ბაზალეთის ტბის შესახებ, დუშეთი. bazaleti

6. მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი არის სამეგრელოს ულამაზესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მდინარე აბაშის მიერ უნიკალური ხეობაშია. აქ შეგიძლიათ სეირნობა, სანაოსნო მოგზაურობა და თვალწარმტაცი ხედების ჭვრეტა.

მარტვილის კანიონი ოკაცე, სამეგრელო, 0 GEL, ტურისტული კომპანია Page 6

7. ფარავანის ტბა

ფარავანის ტბა არის დამთვარიელებლებისთვის განკუთვნილი მშვიდი ადგილი. აქ შეგიძლიათ თევზაობა და სრულყოფილი დასვენება, ხოლო ზამთრობით ტბის ზედაპირი ყინულით იფარება.

წყალი უნიკალურია, რომელიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ბაზალეთის ტბას არ უერთდება არცერთი მდინარე და არც მისგან გაედინება.

ფარავნის ტბა - ნინოწმინდის რაიონი • about.ge

8. ჰეშკილის ქოხები

ჰეშკილი – ეს არის პატარა სოფელი, რომელიც ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. აქაური მშვიდი გარემო და პატარა ხის ქოხები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

ჰეშკილის ქოხები •... - ჰეშკილის ქოხები • Heshkili huts

9. კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი არის ღვთიური ადგილი, სადაც 40-მეტრიან კიბეზე ასვლით მიაღწევთ. მას შემდეგ რაც 40 მეტრიან კიბეს აივლით, თვალწინ ულამაზესი ხედი გადაგეშლებათ.

Katskhi pillar (კაცხის სვეტი)

10. რაბათის ციხე

რაბათის ციხე არის ისტორიული ციხე, რომელიც ახალციხეში მდებარეობს. რესტავრაციის შემდეგ, ციხე-კომპლექსი გახდა უნიკალური ტურისტული ადგილი, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ ძველი ტაძრები და მუზეუმები.

ექსკურსია • eqskursia | რაბათი - საფარა - ზარზმა - ჭულე - მწვანე მონასტერი

დასკვნა

საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც აერთიანებს ბუნების სილამაზეს, ისტორიულ მნიშვნელობას და კულტურას. აღნიშნული ადგილების მონახულება დაგეხმარებათ მეტი გაიგოთ ამ მშვენიერი ქვეყნის შესახებ. აუცილებლად დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა და მოინახულეთ ეს 10 საოცარი ადგილი!

ავიაკომპანია Geosky-ს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი უკვე საქართველოშია

0
ავიაკომპანია Geosky-ს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი უკვე საქართველოშია
#image_title

2024 წლის 2 ნოემბერს ავიაკომპანია Geosky-ს სატვირთო საჰაერო ფლოტს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა.

საჰაერო ფლოტის ზრდის სტრატეგიული ნაბიჯი აფართოებს Geosky-ს შესაძლებლობას კიდევ უფრო განავითაროს და ხელი შეუწყოს აზიიდან ევროპის მიმართულებით სატვირთო ფრენების შესრულებას საქართველოს გავლით. აღნიშნული ფაქტი აძლიერებს ავიაკომპანიის შესაძლებლობებს გლობალური ვაჭრობის მხარდასაჭერად და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.

საჰაერო ხომალდი ბოინგ 767-300ER(BCF) ავიაკომპანია Geosky-მ, საჰაერო ფლოტში მიიღო მშრალი იჯარით NAS AIRCRAFT LEASING COMPANY LLC, წამყვანი ამერიკული თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიისგან რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Geosky-ის განვითარების გზაზე, მისი ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიის მხრიდან მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ლოჯისტიკური ეფექტურობა, უზრუნველყოს საიმედო და სწრაფი მომსახურება მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ბაზარზე.

საჰაერო ხომალდის Boeing 767-300ER(BCF)-ის დამატება ავიაკომპანიის ფლოტში, ნაყოფიერი მოლაპარაკებებისა და ეფექტურად განხორციელებული სამუშაოების შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავიაკომპანია Geosky-ს საჰაერო ფლოტს 2024 წლის განმავლობაში კიდევ ერთი ერთეული ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატება. ღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს პროაქტიულ მიდგომას ფლოტისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართ.

ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განცხადებით: –

,,მოხარულები ვართ მივესალმოთ ჩვენს საჰაერო ფლოტში Boeing 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდს, რომელსაც ავიაკომპანია Geosky გაუწევს ექსპლუატაციას!

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ავიაკომპანიაში, Geosky-ს საჰაერო ფლოტს შეემატა ერთი ერთეული ბოინგ 767-300ER(BCF) ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც წარმოადგენს ახალ ეტაპს Geosky-ს წარმატებულ საქმიანობაში. აღნიშნული საჰაერო ხომალდი უკეთეს საშუალებას გვაძლევს მეტად ავითვისოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და გაზრდილი ფლოტით გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ პარტნიორებს აზიიდან ევროპის მიმართულებით. ავიაკომპანია Geosky-ს გუნდის მხრიდან განხორციელებულმა სამუშაოებმა და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღნიშნული შესაძლებლობების განხორციელებაში. ავიაკომპანია 2024 წლის განმავლობაში მიიღებს კიდევ ერთ ერთეულ ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდს. ვაფასებთ პარტნიორების მხარდაჭერას და ნდობას ავიაკომპანია Geosky-ს მიმართ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ავიაკომპანიის ფლოტის ზრდა მოიტანს მეტ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ჩვენს როლს გლობალურ ლოჯისტიკურ ლანდშაფტში“.

Geosky მომხმარებელთა საჭიროებებზე და ოპერაციულ სრულყოფაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრდის ფლოტს და სერვისებს გლობალური ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky დაარსდა 2017 წელს, საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები.

ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია: 2 ერთეული ბოინგ 747-200-ის, 1 ერთეული 757-200-ის ტიპის, 1 ერთეული 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით და 2 ერთეული სამგზავრო საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-ით.

Geosky დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო და სამგზავრო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით.

Geosky არის საქართველოში სატვირთო მიმართულებით დარგის ლიდერი ავიაკომპანია და ავიატორთა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ინდოელ ინფლუენსერს მასპინძლობს

0
ინდოელი ინფლუენსერი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ცნობილ ინფლუენსერს მასპინძლობს. ისა მოჰამად ხანს სოციალურ ქსელებში მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

პრეს-ტურის ფარგლებში, ცნობილი ინფლუენსერი ეწვევა თბილისს, სვანეთს, ყაზბეგს, აჭარას. მოამზადებს ეფექტურ სარეკლამო მასალას, რომელსაც საკუთარ სოციალურ გვერდებზე განათავსებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შეიძლება თუ არა, ბავშვისთვის სახელის დარქმევა გარდაცვლილის პატივსაცემად? – ეს უნდა იცოდეთ

0
შეიძლება თუ არა, ბავშვისთვის სახელის დარქმევა გარდაცვლილის პატივსაცემად? – ეს უნდა იცოდეთ
#image_title

სახელი არ არის მხოლოდ ბგერების კომბინაცია, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუწოდებთ. ეზოტერიზმისა და სულიერების სამყაროში სახელს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს.როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ, დაბადებისას მინიჭებული სახელი ატარებს ენერგიულ არსს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ბედზე.

რას ნიშნავს სახელი ადამიანისთვის?
სახელი, უძველესი რწმენით, ასოცირდება მფარველ ანგელოზთან, ბედთან და კარმასთან. დაბადების მომენტში თითოეული ჩვენგანი იღებს საკუთარ სახელს და გვარს, რომელიც ატარებს არა მხოლოდ პიროვნულ თვისებებს, არამედ ჩვენი წინაპრების მიერ დასახულ ამოცანებს და დაცვას უხილავი ძალებისგან. თუმცა, ბავშვისთვის სახელის არჩევისას მშობლები და ახლობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ამ სახელის მომავალ შვილზე გავლენის გათვალისწინებით.

ტრადიციად ითვლებოდა, რომ ბავშვისთვის ცოცხალი ნათესავის სახელის დარქმევას შეუძლია უარყოფითი ძალების მოზიდვა. ამიტომ მშობლები ცდილობდნენ აერჩიათ უნიკალური სახელი, რომელიც ხაზს გაუსვამდა პიროვნების ინდივიდუალობასა და ბუნებას.

მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალურია გვართან დაკავშირებული საკითხებიც. როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდებიან, არა მხოლოდ მათი ენერგია, არამედ მათი წინაპრების ოჯახური ფესვებიც არის გადაჯაჭვული. განქორწინების შემთხვევაში ეს ენერგიული კავშირები არ ქრება და ყოფილი მეუღლის პოზიტიური მოგონებების შენარჩუნებამ შეიძლება პოზიტიური ენერგია შემოიტანოს თქვენს ახალ ცხოვრებაში.

ასევე მნიშვნელოვანია ოჯახური კავშირების დამახსოვრება და მამის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, თუნდაც ის არ  მონაწილეობდეს ბავშვის ცხოვრებაში. თქვენი წარმომავლობისა და ფესვების ცოდნა არის საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და თქვენი ბედის გაგების გასაღები. აუცილებელია მამის ჩართვა ოჯახურ სისტემაში, რათა ბავშვმა გააცნობიეროს თავისი ფესვები და ააგოს თავისი ცხოვრება ჭეშმარიტებისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინებისთანავე გვარის შეცვლის გადაწყვეტილება თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, უძველესი მოძღვრების თანახმად, ეს ასევე არის დამატებითი დაცვა ქმრის ოჯახიდან, რაც ქმნის საერთო ენერგეტიკულ ფარს ახალი ოჯახისთვის. ვიქტორია რიდოსის თქმით, წინაპრების ეს დაცვა ადამიანის ბედის განუყოფელი ნაწილია.

თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება

0
თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება
#image_title

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა – თბილისი – ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.

2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ოკაცეს კანიონი – ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი

0

საქართველოში პირველი კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონშია.

ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება.  საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.

ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის. 

ასე რომ მოიკიდეთ ზურგჩანთები და ესტუმრეთ ოკაცეს შვებულების დროს.

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ოკაცეს კანიონი ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ – ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.